საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალებთან" ჩხუბის სკანდალური დეტალები
"ნაციონალებთან" ჩხუბის სკანდალური დეტალები

გა­სუ­ლი კვი­რა საკ­მა­ოდ მძი­მე აღ­მოჩ­ნდა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის". პრე­ზი­დენ­ტის სკან­და­ლურ შეხ­ვედ­რას სტუ­დენ­ტებ­თან არ ჩა­ევ­ლო, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად რეს­ტო­რან "ლა ტრუ­ფე­ში" ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბი გა­ჩაღ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხრი­დან და­ზა­რალ­დნენ გი­ორ­გი ვა­შა­ძე, და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე, ზაზა გო­რო­ზია. მე­ო­რე მხა­რეს კი ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ცოტ­ნე ბა­კუ­რი­ას ძმა, ჟურ­ნა­ლის­ტი მა­მუ­კა ბა­კუ­რია, ბექა მაზ­მიშ­ვი­ლი და მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდნენ. რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად იმ სა­ღა­მოს, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ვრცლად გვე­სა­უბ­რე­ბა. ინ­ტერ­ვიუ "ლა ტრუ­ფე­ში", სწო­რედ იმ მა­გი­დას­თან ჩავ­წე­რეთ, სა­დაც მე­გობ­რებს "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" ბრძო­ლა მო­უხ­დათ.

- პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დროს ტე­ლე­ვი­ზი­ის კო­მერ­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი, შემ­დეგ - ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის კონ­სულ­ტან­ტი. 16 წლი­დან ვმუ­შა­ობ. სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ხმის ოპე­რა­ტო­რო­ბით და­ვი­წყე, შემ­დეგ ვი­დე­ო­მე­მონ­ტა­ჟე ვი­ყა­ვი, კო­რეს­პონ­დენ­ტი, რე­დაქ­ტო­რი, გან­ყო­ფი­ლე­ბა ჩა­მა­ბა­რეს, შემ­დეგ თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე და ბო­ლოს ზაზა შენ­გე­ლი­ას თა­ნა­შემ­წე გავ­ხდი. შემ­დეგ კერ­ძო ბიზ­ნეს­ში გა­და­ვი­ნაც­ვლე. დი­ზა­ი­ნის სახლ "მა­ტე­რი­ას" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. ახა­ლი დაშ­ლი­ლი იყო მაკა ასა­თი­ა­ნის სახ­ლი და გო­გო­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჩვენ­თან და­დი­ო­და. და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი მა­შინ დამ­წყე­ბი დი­ზა­ი­ნე­რი იყო და მი­ხა­რია, რომ დიდი წვლი­ლი მაქვს შე­ტა­ნი­ლი მის კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში.

- დღეს რას საქ­მი­ა­ნობთ?

- იმ კომ­პა­ნი­ის პრო­ექ­ტი, სა­დაც პი­ა­რის კონ­სულ­ტან­ტი ვარ, ახლა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. 42 წლის ვარ და მუ­შა­ო­ბის 26 წლის სტა­ჟი მაქვს. არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ არც ერთ პარ­ტი­ა­ში, მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბას ვე­წე­ო­დი. არ­ჩევ­ნე­ბის წინ ღიად ვა­ფიქ­სი­რებ­დი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რას. ჯერ კი­დევ 2003 წლი­დან არ მინ­დო­და, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ერ­თპარ­ტი­ულ ძა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო.

- იც­ნობთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს?

- გიგა ბო­კე­რი­ას ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, "ხე­ლოვ­ნე­ბის სახ­ლში" ერ­თად ვის­ვე­ნებ­დით. მა­მა­ჩე­მი სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო და ოჯა­ხე­ბი კარ­გად იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს. გიგა ჩემი მე­გობ­რის ახლო მე­გო­ბა­რია და ხში­რად ვხვდე­ბო­დით. ით­ვლე­ბა, რომ ახ­ლობ­ლე­ბი ვართ, თუნ­დაც ოჯა­ხე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ახლა არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ გვაქვს. 2006 წელს ფი­ლარ­მო­ნი­ის აი­ვან­ზე გი­გას ვუ­თხა­რი, ძა­ლი­ან მაღ­ლა აფ­რინ­დით და ფრთხი­ლად იყა­ვით, არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ დრო­ნი მე­ფო­ბენ-მეთ­ქი. მა­შინ გიგა კარ­გი, წე­სი­ე­რი ბიჭი იყო. ჩემი სი­ტყვე­ბი მშვი­დად მი­ი­ღო.

- მის მე­უღ­ლეს თუ იც­ნობთ?

- დიახ, ჩემი მე­გობ­რე­ბის მე­გო­ბა­რია. რამ­დე­ნი­მე­ჯერ სხვა­დას­ხვა სუფ­რა­ზე შევ­ხვედ­რი­ვართ. რო­დე­საც ჩემი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე და­ი­ჭი­რეს, შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყ­ვნენ და და­ინ­ტე­რეს­დნენ ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბით.

- სა­ნამ იმ სა­ბე­დის­წე­რო სა­ღა­მო­ზე ვი­სა­უბ­რებ­დეთ, თქვენს ფი­ზი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე გკი­თხავთ, რო­მე­ლიც სა­ლა­პა­რა­კო თემა გახ­და...

- ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტუ­ლი ვარ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვჯი­რი­თობ, კარ­გად ვცუ­რავ, წყლის და მთის თხი­ლა­მუ­რებ­ზე ვდგა­ვარ. ბოლო წლებ­ში სპორ­ტის ხა­ლი­სი არ მაქვს, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რად საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ვარ. სოჭ­ში, და­გო­მის­ში, მა­შინ­დელ მი­ლი­ცი­ას­თან ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის დროს ჩხუ­ბი მოგ­ვსვლია და არა მარ­ტო მე. გო­გო­ნე­ბი მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვით, რომ ჩვენს ბი­ჭებს ვშვე­ლო­დით და ვე­ფა­რე­ბო­დით, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ მა­შინ­დე­ლი მი­ლი­ცია გო­გო­ნებს ისე არ ურტყამ­და, რო­გორც დღე­ვან­დელ­მა კა­ცის­მაგ­ვა­რებ­მა იკად­რეს.

- თუმ­ცა ნა­ცე­მე­ბი მა­ინც ისი­ნი აღ­მოჩ­ნდნენ...

- რა­ტომ, ჩემო კარ­გო, ასე არ არის. სამ­ხა­რა­უ­ლის ცენ­ტრში ექ­სპერ­ტი­ზა ჩვენც გა­ვი­ა­რეთ და დას­კვნა იქ­ნე­ბა. ბექა მაზ­მიშ­ვილს ნა­კე­რე­ბი ადევს თვალ­ზე, მა­მუ­კას ბას­რი სა­გა­ნი აქვს დას­მუ­ლი. "ლა ტრუ­ფე­ში" რომ შე­მო­ვე­დით, ზედა სარ­თუ­ლი სავ­სე იყო, ქვე­ვით და­ვი­ნა­ხეთ პა­ტა­რა ცა­რი­ე­ლი მა­გი­და და პირ­ვე­ლად მე და მა­მუ­კა შე­მო­ვე­დით, შემ­დეგ მო­ვიდ­ნენ ბექა და ხა­თუ­ნა. პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი აქვე იჯდა, ჩემი მა­გი­დის პირ­და­პირ, ქერა გო­გო­ნას­თან ერ­თად, რო­მელ­საც მხო­ლოდ ზურ­გი­დან ვხე­დავ­დი და რო­გორც შემ­დეგ თქვეს, თინა ბო­კუ­ჩა­ვა იყო. ბარ­ში სხვა მა­გი­დას­თან ის­ხდნენ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ცოლ­თან ერ­თად, თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი და სხვე­ბი, რამ­დე­ნი­მე მა­გი­და იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. მო­შო­რე­ბით ია ფა­რუ­ლა­ვას მოვ­კა­რი თვა­ლი. ვერ ვა­დას­ტუ­რებ, ვინ სად იჯდა, რად­გან ერ­თა­დერ­თი მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­გი­და იყო, სა­დაც არ მიდი-მო­დი­ოდ­ნენ, და­ნარ­ჩე­ნი სუფ­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან გა­და­დი­ოდ­ნენ, ადი­ოდ­ნენ, ჩა­დი­ოდ­ნენ. აქვე იყ­ვნენ გი­ორ­გი ვა­შა­ძე, და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე, მთაწ­მინ­დის გამ­გე­ბე­ლი ნი­კო­ლოზ მე­ლია, მისი თან­მხლე­ბი პირი, რო­მელ­მაც მე ხელი და­მარ­ტყა. სამ­ჯერ და­მარ­ტყა მუშ­ტი ამ ადა­მი­ან­მა, მე­ლია ტყუ­ი­ლად ფა­რავს და თა­ვის თავ­ზე ნუ იღებს სხვის და­ნა­შა­ულს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"ნაციონალებთან" ჩხუბის სკანდალური დეტალები

"ნაციონალებთან" ჩხუბის სკანდალური დეტალები

გასული კვირა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისთვის". პრეზიდენტის სკანდალურ შეხვედრას სტუდენტებთან არ ჩაევლო, რომ მოულოდნელად რესტორან "ლა ტრუფეში" ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა. "ნაციონალების" მხრიდან დაზარალდნენ გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, ზაზა გოროზია. მეორე მხარეს კი ყოფილი პოლიტიკოსის ცოტნე ბაკურიას ძმა, ჟურნალისტი მამუკა ბაკურია, ბექა მაზმიშვილი და მანანა გიორგობიანი აღმოჩნდნენ. რა მოხდა რეალურად იმ საღამოს, ქალბატონი მანანა ვრცლად გვესაუბრება. ინტერვიუ "ლა ტრუფეში", სწორედ იმ მაგიდასთან ჩავწერეთ, სადაც მეგობრებს "ნაციონალებთან" ბრძოლა მოუხდათ.

- პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი ვარ. ბადრი პატარკაციშვილის დროს ტელევიზიის კომერციული სამსახურის უფროსი ვიყავი, შემდეგ - ერთ-ერთი კომპანიის კონსულტანტი. 16 წლიდან ვმუშაობ. სახელმწიფო ტელევიზიაში ხმის ოპერატორობით დავიწყე, შემდეგ ვიდეომემონტაჟე ვიყავი, კორესპონდენტი, რედაქტორი, განყოფილება ჩამაბარეს, შემდეგ თავმჯდომარის მოადგილე და ბოლოს ზაზა შენგელიას თანაშემწე გავხდი. შემდეგ კერძო ბიზნესში გადავინაცვლე. დიზაინის სახლ "მატერიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი. ახალი დაშლილი იყო მაკა ასათიანის სახლი და გოგონების უმეტესობა ჩვენთან დადიოდა. დათუნა სულიკაშვილი მაშინ დამწყები დიზაინერი იყო და მიხარია, რომ დიდი წვლილი მაქვს შეტანილი მის კარიერულ წინსვლაში.

- დღეს რას საქმიანობთ?

- იმ კომპანიის პროექტი, სადაც პიარის კონსულტანტი ვარ, ახლა შეჩერებულია. 42 წლის ვარ და მუშაობის 26 წლის სტაჟი მაქვს. არასოდეს ვყოფილვარ არც ერთ პარტიაში, მხოლოდ სამოქალაქო აქტივობას ვეწეოდი. არჩევნების წინ ღიად ვაფიქსირებდი "ქართული ოცნების" მხარდაჭერას. ჯერ კიდევ 2003 წლიდან არ მინდოდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ერთპარტიულ ძალად ჩამოყალიბებულიყო.

- იცნობთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს?

- გიგა ბოკერიას ბავშვობიდან ვიცნობ, "ხელოვნების სახლში" ერთად ვისვენებდით. მამაჩემი სპორტული ჟურნალისტი იყო და ოჯახები კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. გიგა ჩემი მეგობრის ახლო მეგობარია და ხშირად ვხვდებოდით. ითვლება, რომ ახლობლები ვართ, თუნდაც ოჯახებიდან გამომდინარე. ახლა არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს. 2006 წელს ფილარმონიის აივანზე გიგას ვუთხარი, ძალიან მაღლა აფრინდით და ფრთხილად იყავით, არ დაგავიწყდეთ, რომ დრონი მეფობენ-მეთქი. მაშინ გიგა კარგი, წესიერი ბიჭი იყო. ჩემი სიტყვები მშვიდად მიიღო.

- მის მეუღლეს თუ იცნობთ?

- დიახ, ჩემი მეგობრების მეგობარია. რამდენიმეჯერ სხვადასხვა სუფრაზე შევხვედრივართ. როდესაც ჩემი პირველი მეუღლე დაიჭირეს, შეწუხებული იყვნენ და დაინტერესდნენ ჩვენი მდგომარეობით.

- სანამ იმ საბედისწერო საღამოზე ვისაუბრებდეთ, თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობაზე გკითხავთ, რომელიც სალაპარაკო თემა გახდა...

- ბავშვობიდან სპორტული ვარ, არაჩვეულებრივად ვჯირითობ, კარგად ვცურავ, წყლის და მთის თხილამურებზე ვდგავარ. ბოლო წლებში სპორტის ხალისი არ მაქვს, მაგრამ ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ვარ. სოჭში, დაგომისში, მაშინდელ მილიციასთან ჩემი სტუდენტობის დროს ჩხუბი მოგვსვლია და არა მარტო მე. გოგონები მიჩვეული ვიყავით, რომ ჩვენს ბიჭებს ვშველოდით და ვეფარებოდით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაშინდელი მილიცია გოგონებს ისე არ ურტყამდა, როგორც დღევანდელმა კაცისმაგვარებმა იკადრეს.

- თუმცა ნაცემები მაინც ისინი აღმოჩნდნენ...

- რატომ, ჩემო კარგო, ასე არ არის. სამხარაულის ცენტრში ექსპერტიზა ჩვენც გავიარეთ და დასკვნა იქნება. ბექა მაზმიშვილს ნაკერები ადევს თვალზე, მამუკას ბასრი საგანი აქვს დასმული. "ლა ტრუფეში" რომ შემოვედით, ზედა სართული სავსე იყო, ქვევით დავინახეთ პატარა ცარიელი მაგიდა და პირველად მე და მამუკა შემოვედით, შემდეგ მოვიდნენ ბექა და ხათუნა. პრეზიდენტი სააკაშვილი აქვე იჯდა, ჩემი მაგიდის პირდაპირ, ქერა გოგონასთან ერთად, რომელსაც მხოლოდ ზურგიდან ვხედავდი და როგორც შემდეგ თქვეს, თინა ბოკუჩავა იყო. ბარში სხვა მაგიდასთან ისხდნენ ვანო მერაბიშვილი ცოლთან ერთად, თიკო სადუნიშვილი და სხვები, რამდენიმე მაგიდა იყო გაერთიანებული. მოშორებით ია ფარულავას მოვკარი თვალი. ვერ ვადასტურებ, ვინ სად იჯდა, რადგან ერთადერთი მიშა სააკაშვილის მაგიდა იყო, სადაც არ მიდი-მოდიოდნენ, დანარჩენი სუფრები ერთმანეთთან გადადიოდნენ, ადიოდნენ, ჩადიოდნენ. აქვე იყვნენ გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, მთაწმინდის გამგებელი ნიკოლოზ მელია, მისი თანმხლები პირი, რომელმაც მე ხელი დამარტყა. სამჯერ დამარტყა მუშტი ამ ადამიანმა, მელია ტყუილად ფარავს და თავის თავზე ნუ იღებს სხვის დანაშაულს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"