ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას "ფეისბუქით" ეხმაურება.
"კითხვა მაქვს, ამ ცხვრების მთავრობას ჰგონია, რომ მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაკავებით 17 მაისს გამოვლენილ უუნარობას გადაფარავს? გყავდეთ ეგენი მანდ, სასამართლო გაარკვევს მათ ბრალეულობას, მანამდე კი ისინი დააკავეთ, ვისი ჩადენილი დანაშაულიც სახეზეა - 17 მაისს მასობრივი არეულობის ორგანიზატორები (და არა წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენები)", - წერს ჩერგოლეიშვილი.
პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა.
საგანგებო ბრიფინგი ქუთაისის პროკურატურაში გაიმართა. დაპატიმრება დასაქმების სახელმწიფო პროგრამას და 26 მაისის მოვლენებს უკავშირდება.