საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა
პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა.

სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი ქუ­თა­ი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ი­მარ­თა.

რო­გორც ბრი­ფინგზე ით­ქვა, და­პა­ტიმ­რე­ბა და­საქ­მე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას და 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა:

"ამ ეტაპ­ზე შეგ­ვიძ­ლია გახ­სნი­ლად გა­მო­ვა­ცხა­დოთ ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის კო­რუფ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დი, რო­მელ­თა­გან პირ­ვე­ლი სა­ყუ­რა­დღე­ბო და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ იგი ჩა­დე­ნი­ლია ამ უკა­ნას­კნე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს.

ეპი­ზო­დი პირ­ვე­ლი:

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილ­მა 2012 წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ ამომ­რჩე­ველ­თა მოს­ყიდ­ვის, აგ­რეთ­ვე სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბით და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პარ­ტი­ის შე­ნიღ­ბუ­ლი და ფა­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრთან ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­თან და სხვა პი­რებ­თან ერ­თად და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა თვალ­თმაქ­ცუ­რი ოპე­რა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შე­ვარ­თა აღ­რი­ცხვი­სა და და­საქ­მე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბი­დან 5,2 მლნ ლარი უკა­ნო­ნოდ ჩა­ე­რი­ცხა და­ახ­ლო­ე­ბით 22 ათას პირს, თი­თო­ე­ულს 240 ლა­რის ოდე­ნო­ბით. მი­თი­თე­ბუ­ლი პი­რე­ბი მოჩ­ვე­ნე­ბი­თად გა­ა­ფორ­მეს, რო­გორც შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათ არა­ნა­ი­რი სა­მუ­შაო არ შე­უს­რუ­ლე­ბი­ათ, ხოლო ფული მი­ი­ღეს მხო­ლოდ ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის ხმის მი­ცე­მი­სა და სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ. ამ­რი­გად, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ქმე­დე­ბით სა­ხელ­მწი­ფომ იზა­რა­ლა 5,2 მლნ ლარი.

ეპი­ზო­დი მე­ო­რე:

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს დას­ვე­ნე­ბის­თვის მო­ე­წო­ნა ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სოფ. კვა­რი­ათ­ში ზღვის პი­რას მდე­ბა­რე, შპს "სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ის" კუთ­ვნი­ლი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი აგა­რა­კი და, 2009 წლის მა­ის­ში, ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, მე­სა­კუთ­რის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, იძუ­ლე­ბით და და­ში­ნე­ბით და­ი­კა­ვა იგი და, ოჯახ­თან ერ­თად, თით­ქმის ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უსას­ყიდ­ლოდ სარ­გებ­ლობ­და ამ ქო­ნე­ბით. მან­ვე, ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და სხვი­სი აგა­რა­კის სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გე­მოვ­ნე­ბით მო­წყო­ბის მიზ­ნით, გა­ა­რე­მონ­ტა იგი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ასიგ­ნე­ბე­ბით. და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა სა­ი­დუმ­ლო ხარ­ჯე­ბი, რომ­ლი­თაც, კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, უნდა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი­ყო და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. მი­სი­ვე გან­კარ­გუ­ლე­ბით, სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი­დან იფა­რე­ბო­და აგა­რაკ­ზე მო­მუ­შა­ვე დამ­ხმა­რე პერ­სო­ნა­ლის სა­ხელ­ფა­სო ანა­ზღა­უ­რე­ბაც. შე­დე­გად, სა­ხელ­მწი­ფოს მი­ად­გა 158 ათა­სი ლა­რის ზი­ა­ნი" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ტექ­სტში.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა

პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა

პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა.

საგანგებო ბრიფინგი ქუთაისის პროკურატურაში გაიმართა.

როგორც ბრიფინგზე ითქვა, დაპატიმრება დასაქმების სახელმწიფო პროგრამას და 26 მაისის მოვლენებს უკავშირდება.

პროკურატურამ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა:

"ამ ეტაპზე შეგვიძლია გახსნილად გამოვაცხადოთ ივანე მერაბიშვილის კორუფციული საქმიანობის ორი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელთაგან პირველი საყურადღებო და პრიორიტეტულია იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი ჩადენილია ამ უკანასკნელის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს.

ეპიზოდი პირველი:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის, აგრეთვე სახელმწიფო სახსრებით დასახელებული პარტიის შენიღბული და ფარული დაფინანსების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან და სხვა პირებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა თვალთმაქცური ოპერაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებიდან 5,2 მლნ ლარი უკანონოდ ჩაერიცხა დაახლოებით 22 ათას პირს, თითოეულს 240 ლარის ოდენობით. მითითებული პირები მოჩვენებითად გააფორმეს, როგორც შტატგარეშე თანამშრომლები, სინამდვილეში, მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ, ხოლო ფული მიიღეს მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემისა და საარჩევნო აგიტაციის წარმოების სანაცვლოდ. ამრიგად, ივანე მერაბიშვილის ქმედებით სახელმწიფომ იზარალა 5,2 მლნ ლარი.

ეპიზოდი მეორე:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს დასვენებისთვის მოეწონა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. კვარიათში ზღვის პირას მდებარე, შპს "საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის" კუთვნილი ფეშენებელური აგარაკი და, 2009 წლის მაისში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით დაიკავა იგი და, ოჯახთან ერთად, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ სარგებლობდა ამ ქონებით. მანვე, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და სხვისი აგარაკის საკუთარი ოჯახის წევრების გემოვნებით მოწყობის მიზნით, გაარემონტა იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებით. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ივანე მერაბიშვილის მიერ გამოყენებულ იქნა საიდუმლო ხარჯები, რომლითაც, კანონის თანახმად, უნდა დაფინანსებულიყო დანაშაულთან ბრძოლისათვის გათვალისწინებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები. მისივე განკარგულებით, სამინისტროს ბიუჯეტიდან იფარებოდა აგარაკზე მომუშავე დამხმარე პერსონალის სახელფასო ანაზღაურებაც. შედეგად, სახელმწიფოს მიადგა 158 ათასი ლარის ზიანი" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ტექსტში.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ