პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე The Economist სტატიას აქვეყნებს
თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე The Economist სტატიას აქვეყნებს

თბი­ლის­ში 17 მა­ისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა The Economist. რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ასე­თი მტრუ­ლი რე­აქ­ცია გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ მწვა­ვე არ­ჩევ­ნებ­საც კი არ მოჰ­ყო­ლია. რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 17 მა­ისს, ჰო­მო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს თბი­ლის­ში ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი აქ­ცი­ის გა­მარ­თვას გეგ­მავ­დნენ. ამის სა­პა­სუ­ხოდ, რამ­დე­ნი­მე ათა­სი ქარ­თვე­ლი, სა­ეკ­ლე­სიო პი­რებ­თან ერ­თად, კონ­ტრდე­მონ­სტრა­ცი­ის გა­სა­მარ­თად შე­იკ­რი­ბა. თუმ­ცა აქ­ცია, რომ­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აზ­რით, მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ივ­ლი­და, ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. გაშ­მა­გე­ბულ­მა ბრბომ აქ­ცი­ის და­სარ­ბე­ვად პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნი გა­არ­ღვია. პო­ლი­ცი­ამ ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი ავ­ტო­ბუ­სებ­ში მო­ა­თავ­სა თავ­დას­ხმის­გან და­სა­ცა­ვად. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 28 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, 14 მათ­გა­ნი კი ჰოს­პი­ტალ­ში მოხ­ვდა.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას ვერც კი იფიქ­რებ­და. "14 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი ისე­თი­ვე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, რო­გო­რიც ჩვენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა თან­და­თა­ნო­ბით შე­ეჩ­ვე­ვა მათ. 2012 წელს გა­მარ­თუ­ლი მსგავ­სი აქ­ცია ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­თა და მათ ორ­თო­დოქს ოპო­ნენ­ტთა შო­რის შეხ­ლა-შე­მოხ­ლით დას­რულ­და. ასე რომ, ამ­ჯე­რად პრე­მი­ერ­მა პი­რო­ბა დადო, რომ პო­ლი­ცია უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბებს და­ი­ცავ­და", - ნათ­ქვა­მია ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

მაგ­რამ 16 მა­ისს, - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარ­მა, პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ აქ­ცი­ის გა­უ­მარ­თა­ო­ბის­კენ მო­უ­წო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ "ეს იქ­ნე­ბო­და უმ­რავ­ლე­სო­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა და დარ­ტყმა მათ ტრა­დი­ცი­ებ­ზე, რე­ლი­გი­ა­სა და მრწამსზე". მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, "ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი უდი­დე­სი ცოდ­ვაა".

"ამ სი­ტყვე­ბით გამ­ხნე­ვე­ბუ­ლი ორ­თო­დოქ­სი აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და მღვდლე­ბის მცი­რე ჯგუფ­მა ღამე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ გა­ა­თე­ნა. დი­ლით კი მათ ათა­სო­ბით კონ­ტრდე­მონ­სტრან­ტი შე­უ­ერ­თდა", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პო­ლი­ცი­ას და გა­ნა­ცხა­და, რომ აქ­ცი­ის ძა­ლა­დობ­რი­ვი დარ­ბე­ვი­სას 20 პო­ლი­ცი­ე­ლი და­შავ­და.

"თუმ­ცა, რაც არ უნდა იყოს, პო­ლი­ცია მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი იყო. ქარ­თვე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი კი აცხა­დებ­დნენ, რომ პო­ლი­ცი­ამ ბევ­რი ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­სა­ცა­ვად", - წერს ავ­ტო­რი.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჰო­მო­ფო­ბია ღრმად ფეს­ვგად­გმუ­ლია. 2011 წლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბით, რეს­პონ­დენ­ტთა 88%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს ვე­რას­დროს გა­ა­მარ­თლე­ბენ.

"ახლა მთა­ვა­რი კი­თხვა ისაა, რო­გორ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დნეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დაგ­მო ძა­ლა­დო­ბა და პი­რო­ბა დადო, რომ "კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად" გა­უს­წორ­დე­ბა დამ­ნა­შა­ვე­ებს. ახლა სწო­რედ ამის და­სა­წყი­სია. შე­საძ­ლე­ბე­ლია კი მღვდე­ლი წარ­დგეს სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე? მა­ღა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. ბო­ლოს და ბო­ლოს, ანა­ფო­რა­ში შე­მო­სი­ლი პი­რე­ბი ძა­ლა­დო­ბის ეპი­ცენ­ტრში იყ­ვნენ. თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ", - ნათ­ქვა­მია The Economist-ის სტა­ტი­ა­ში.

ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკ­ლე­სია ყვე­ლა­ზე პა­ტივ­სა­ცე­მი ინ­სტი­ტუ­ცი­აა, პატ­რი­არ­ქი კი - ყვე­ლა­ზე სან­დო სა­ჯა­რო პირი, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ერი­დე­ბი­ან მის გაკ­რი­ტი­კე­ბას. 2008 წელს კი, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ხან­მოკ­ლე ომის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­სამ­მა­გა ეკ­ლე­სი­ის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა.

"17 მა­ისს მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ, ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა უფ­ლე­ბე­ბის და­უც­ვე­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ევ­რო­პის­კენ სწრაფ­ვას შე­ა­ფერ­ხებს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უფრო მეტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უნდა აი­ღოს მო­მა­ვალ წელს მსგავ­სი აქ­ცი­ის უფრო ეფექ­ტი­ა­ნად დაც­ვა­ზე. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, 2013 წლის 17 მა­ი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში არა რო­გორც ჰო­მო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის, არა­მედ მას­ზე გა­მარ­ჯვე­ბის დღედ შევა", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Economist-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე The Economist სტატიას აქვეყნებს

თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე The Economist სტატიას აქვეყნებს

თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა The Economist. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ასეთი მტრული რეაქცია გასულ წელს საქართველოში გამართულ მწვავე არჩევნებსაც კი არ მოჰყოლია. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისში ჰომოსექსუალთა უფლებადამცველი აქტივისტები აქციის გამართვას გეგმავდნენ. ამის საპასუხოდ, რამდენიმე ათასი ქართველი, საეკლესიო პირებთან ერთად, კონტრდემონსტრაციის გასამართად შეიკრიბა. თუმცა აქცია, რომლიც ხელისუფლების აზრით, მშვიდობიანად ჩაივლიდა, ძალადობაში გადაიზარდა. გაშმაგებულმა ბრბომ აქციის დასარბევად პოლიციის კორდონი გაარღვია. პოლიციამ ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველები ავტობუსებში მოათავსა თავდასხმისგან დასაცავად. თუმცა, საბოლოო ჯამში, 28 ადამიანი დაშავდა, 14 მათგანი კი ჰოსპიტალში მოხვდა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ამას ვერც კი იფიქრებდა. "14 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობები ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორიც ჩვენ და საზოგადოება თანდათანობით შეეჩვევა მათ. 2012 წელს გამართული მსგავსი აქცია ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველთა და მათ ორთოდოქს ოპონენტთა შორის შეხლა-შემოხლით დასრულდა. ასე რომ, ამჯერად პრემიერმა პირობა დადო, რომ პოლიცია უმცირესობების უფლებებს დაიცავდა", - ნათქვამია ბრიტანული გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

მაგრამ 16 მაისს, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - საქართველოს ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა ილია II-მ აქციის გაუმართაობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ "ეს იქნებოდა უმრავლესობის უფლებების შეურაცხყოფა და დარტყმა მათ ტრადიციებზე, რელიგიასა და მრწამსზე". მისივე განცხადებით, "ჰომოსექსუალიზმი უდიდესი ცოდვაა".

"ამ სიტყვებით გამხნევებული ორთოდოქსი აქტივისტებისა და მღვდლების მცირე ჯგუფმა ღამე პარლამენტის შენობის წინ გაათენა. დილით კი მათ ათასობით კონტრდემონსტრანტი შეუერთდა", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლიციას და განაცხადა, რომ აქციის ძალადობრივი დარბევისას 20 პოლიციელი დაშავდა.

"თუმცა, რაც არ უნდა იყოს, პოლიცია მოუმზადებელი იყო. ქართველი არასამთავრობოები კი აცხადებდნენ, რომ პოლიციამ ბევრი ვერაფერი გააკეთა აქციის მონაწილეების დასაცავად", - წერს ავტორი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართულ საზოგადოებაში ჰომოფობია ღრმად ფესვგადგმულია. 2011 წლის საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 88%-მა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალიზმს ვერასდროს გაამართლებენ.

"ახლა მთავარი კითხვა ისაა, როგორ რეაგირებას მოახდნეს ხელისუფლება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაგმო ძალადობა და პირობა დადო, რომ "კანონის შესაბამისად" გაუსწორდება დამნაშავეებს. ახლა სწორედ ამის დასაწყისია. შესაძლებელია კი მღვდელი წარდგეს სასამართლოს წინაშე? მაღალი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ეს შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, ანაფორაში შემოსილი პირები ძალადობის ეპიცენტრში იყვნენ. თუმცა, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ", - ნათქვამია The Economist-ის სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ეკლესია ყველაზე პატივსაცემი ინსტიტუციაა, პატრიარქი კი - ყველაზე სანდო საჯარო პირი, ქართველი პოლიტიკოსები ერიდებიან მის გაკრიტიკებას. 2008 წელს კი, რუსეთ-საქართველოს შორის ხანმოკლე ომის შემდეგ, საქართველოს წინა ხელისუფლებამ გაასამმაგა ეკლესიის ფინანსური დახმარება.

"17 მაისს მომხდარი ძალადობის შემდეგ, ჰომოსექსუალთა უფლებების დაუცველობა ხელისუფლების ევროპისკენ სწრაფვას შეაფერხებს. ბიძინა ივანიშვილმა უფრო მეტი ვალდებულება უნდა აიღოს მომავალ წელს მსგავსი აქციის უფრო ეფექტიანად დაცვაზე. სხვა შემთხვევაში, 2013 წლის 17 მაისი საქართველოში არა როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის, არამედ მასზე გამარჯვების დღედ შევა", - ნათქვამია სტატიაში.

მომზადებულია The Economist-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა