პარტნიორები:

    ზურაბ ჭიაბერაშვილი - გამორიცხული არ არის, რომ დღეს ბრალი წაგვიყენონ და დაგვაკავონ

    ზურაბ ჭიაბერაშვილი - გამორიცხული არ არის, რომ დღეს ბრალი წაგვიყენონ და დაგვაკავონ

    იმერეთის სამხარეო პროკურატურაში, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილიც იკითხება.

    როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

    პროკურატურაში შესვლამდე კი, ჟურნალისტებთან საუბარში ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ  ხელისუფლების აბსურდული ნაბიჯებიდან გამომდინარე არ გამორიცხავს, მას და ვანო მერაბიშვილს ბრალი წაუყენონ და დააკავონ.

    "ხელისუფლება ისეთ აბსურდულ ნაბიჯებს დგამს, რომ არ არის გამორიცხული, დღეს ბრალი წაგვიყენონ და დაგვაკავონ. ხელისუფლება ვერ ახერხებს პრობლემების მოგვარებას და ცდილობს, საზოგადოებას შესთავაზოს სანახაობა, რისი მონაწილე მე და ვანო გავხდით. ჩვენ თებერვალში გავეცით იმ კითხვებს ამომწურავი პასუხები, რომელიც გამოძიებას ჰქონდა ჩვენს მიმართ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

    ამასთან, როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, არ ეთანხმება ინფორმაციას, რომ დაკითხული 2000 მოწმე დასაქმების პროგრამაში არ მუშაობდა.

    "ამაში დარწმუნდება საზოგადოება მაშინ, თუ ეს საქმე სასამართლოს გადაეცემა", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

    ზურაბ ჭიაბერაშვილამდე სამხარეო პროკურატურაში ამავე საქმეზე დაკითხვაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრეაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მივიდა.

    "ინტერპრესნიუსი"

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა