ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზე საუბრობს, რომლის წინაშეც, მისი აზრით, საქართველო დგას.
"გადაჭარბების გარეშე ვამბობ, საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების პირას დგას. უუნარო ხელისუფლების და ჩამოშლილი სახელმწიფოს პირობებში, ეს გარდაუვალია...
...ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, პოგრომს უფრო ჰგავს. ცხადია, რომ უნდა დავუპირისპირდეთ. ხელისუფლება განსხვავებულებს ვერ იცავს. მათ იმედზე ვერ ვიქნებით...
...სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე ვდაგავართ იმიტომ, რომ ძალადობას მწვანე შუქი უნთია! 17 მაისი ამ ეტაპისთვის კულმინაცია იყო...
...სახელმწიფო არ არსებობს - სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს შავრაზმელები არ გააუპატიურებდნენ 17 მაისს და თუ ასე მოხდებოდა, ათეულობით ადამიანი იქნებოდა დაკავებული. სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე ვდაგავართ იმიტომ, რომ ძალადობას მწვანე შუქი უნთია! 17 მაისი ამ ეტაპისთვის კულმინაცია იყო", - წერს ჩერგოლეიშვილი.