მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ვასაძე - ბიძინა ივანიშვილს ორი ძეგლი უნდა დავუდგათ
ლევან ვასაძე - ბიძინა ივანიშვილს ორი ძეგლი უნდა დავუდგათ

ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ვა­სა­ძის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ორი ძეგლი უნდა და­უდ­გან. "უდი­დეს პა­ტივს ვცემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მი­მაჩ­ნია, რომ მას ორი ძეგლი უნდა და­ვუდ­გათ. პირ­ვე­ლი - კო­ლო­სა­ლუ­რი ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის, რაც მან ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი­ად უან­გა­როდ გას­წია და ბე­ცია ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ­ბობს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამას აკე­თებ­და, რად­გან პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა უნ­დო­და. მე­ო­რე ძეგლი მას ეკუთ­ვნის იმის­თვის, რომ დეს­პო­ტუ­რი რე­ჟი­მი მოგ­ვა­შო­რა. ორი უდი­დე­სი მად­ლო­ბა გვაქვს მის­თვის სათ­ქმე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ვა­სა­ძემ გა­და­ცე­მა "პო­ლიტ­მეტრთან" სა­უბ­რი­სას.

აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დის წევ­რე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა და ისი­ნი "ტრო­ას ცხე­ნის ჯა­შუ­შებს" შე­ა­და­რა.

"მე არ ვიცი პო­ლი­ტი­კა, მაგ­რამ მექ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ არის ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც "ტრო­ას ცხე­ნის ჯა­შუ­შე­ბი­ვით" შეყვნენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს პო­ლი­ტი­კა­ში, ნუ­ლო­ვა­ნი რე­ი­ტინ­გით. არ მინ­და სა­ხე­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, მაგ­რამ ნუ ეგო­ნე­ბათ მათ, რომ ისი­ნი არი­ან ლე­გი­ტი­მუ­რი რე­ი­ტინ­გის მა­ტა­რე­ბე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი. ისი­ნი შე­ვიდ­ნენ ერთი კა­ცის რე­ი­ტინ­გით, ახლა გა­მოჩ­ნდე­ბა, რის­თვის შე­ვიდ­ნენ იქ და კარ­გად და­ფიქ­რდნენ, რა უნ­დათ. შე­იძ­ლე­ბა 60 და 100 ათა­სი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბას უწო­დო "რა­ღაც ჯგუ­ფი", ბრბო, აგ­რე­სი­უ­ლი და ა.შ.?", - აღ­ნიშ­ნა ვა­სა­ძემ, რი­თაც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ 17 მა­ისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ 17 მა­ისს აქ­ცია სწო­რედ ვა­სა­ძის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა, ბიზ­ნეს­მე­ნი აღ­ნიშ­ნულს ცი­ლის­წა­მე­ბად აფა­სებს.

"ეკ­ლე­სი­ი­სად­მი ჩემი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმ შე­მო­წი­რუ­ლო­ბებ­ში, რო­მელ­საც მრევ­ლის ყვე­ლა წევ­რი იღებს ეკ­ლე­სი­ის და­სახ­მა­რებ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ცი­ის ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას, ესაა ისე­თი­ვე ცი­ლის­წა­მე­ბა, რო­გორც ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი, პრე­ზი­დენ­ტო­ბის სურ­ვი­ლი, რუ­სეთ­თან შეკ­ვრა და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლი, სა­ი­დან გა­ვეხ­ვიე ამ შარ­ში არ ვიცი, მაგ­რამ ეს ჩემი ჯვა­რია და უნდა შე­ვე­გუო ამ ცი­ლის­წა­მე­ბას, ლან­ძღვას და ამას ვი­ტან კი­დეც უდ­რტვინ­ვე­ლად, ისე რომ არა­ვის ვპა­სუ­ხობ", - გან­მარ­ტა ბიზ­ნეს­მენ­მა.

ამას­თან, გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნის შე­კი­თხვა­ზე, რას უკავ­ში­რებს მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტო­ბის სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ მუდ­მი­ვად არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს, ვა­სა­ძემ აღ­ნიშ­ნა: "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მეც და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ ამ თე­მით და ჩემ­თვის უთ­ქვამთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მი­ვაჩ­ნდი კონ­კუ­რენ­ტად. მას მე მგო­ნი ყვე­ლა კონ­კუ­რენ­ტად მი­აჩ­ნდა. ვფიქ­რობ, ეს პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­ხის, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იყო ჩემს მი­მართ, მი­სი­ვე კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი პრე­სის მიერ. ახ­ლაც ვამ­ბობ, არ მაქვს პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი და ამის არც არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი და არა­ნა­ი­რი ცოდ­ნა მაქვს, მაგ­რამ გავა ერთი თვე და რო­მე­ლი­მე შტე­რი გა­ზე­თი ისევ და­წერს, რომ მე მინ­და პრე­ზი­დენ­ტო­ბა. თუკი გა­დავ­წყვი­ტე, რომ წა­ვი­დე ამ საქ­მე­ში, ვდებ პი­რო­ბას, გა­მო­ვალ, არ და­ვი­მა­ლე­ბი და ვი­ტყვი, რომ ეს უბე­დუ­რე­ბა და­მე­მარ­თა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ვა­სა­ძემ.

გარ­და ამი­სა, მან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მისი ახლო მე­გო­ბა­რია.

"გი­ორ­გი ჩვე­ნი თა­ო­ბის მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლად და ქარ­თუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის სკო­ლის უდი­დეს იმე­დად ით­ვლე­ბო­და. მისი სი­მაღ­ლის ინ­ტე­ლექ­ტი უიშ­ვი­ა­თე­სია და მე ცოტა მი­ნა­ხავს, ისე­ვე რო­გორც მისი აბ­სო­ლუ­ტუ­რად კრის­ტა­ლუ­რი წე­სი­ე­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ვა­სა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ლევან ვასაძე - ბიძინა ივანიშვილს ორი ძეგლი უნდა დავუდგათ

ლევან ვასაძე - ბიძინა ივანიშვილს ორი ძეგლი უნდა დავუდგათ

ბიზნესმენ ლევან ვასაძის აზრით, საქართველოში ბიძინა ივანიშვილს ორი ძეგლი უნდა დაუდგან. "უდიდეს პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ მას ორი ძეგლი უნდა დავუდგათ. პირველი - კოლოსალური ქველმოქმედებისთვის, რაც მან ქვეყანაში სრულიად უანგაროდ გასწია და ბეცია ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას აკეთებდა, რადგან პოლიტიკაში მოსვლა უნდოდა. მეორე ძეგლი მას ეკუთვნის იმისთვის, რომ დესპოტური რეჟიმი მოგვაშორა. ორი უდიდესი მადლობა გვაქვს მისთვის სათქმელი", - განაცხადა ლევან ვასაძემ გადაცემა "პოლიტმეტრთან" საუბრისას.

აღნიშნულის პარალელურად მან ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები გააკრიტიკა და ისინი "ტროას ცხენის ჯაშუშებს" შეადარა.

"მე არ ვიცი პოლიტიკა, მაგრამ მექმნება შთაბეჭდილება, რომ არის ხალხი, რომლებიც "ტროას ცხენის ჯაშუშებივით" შეყვნენ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში, ნულოვანი რეიტინგით. არ მინდა სახელების დასახელება, მაგრამ ნუ ეგონებათ მათ, რომ ისინი არიან ლეგიტიმური რეიტინგის მატარებელი უმრავლესობის წევრები. ისინი შევიდნენ ერთი კაცის რეიტინგით, ახლა გამოჩნდება, რისთვის შევიდნენ იქ და კარგად დაფიქრდნენ, რა უნდათ. შეიძლება 60 და 100 ათასიან საზოგადოებას უწოდო "რაღაც ჯგუფი", ბრბო, აგრესიული და ა.შ.?", - აღნიშნა ვასაძემ, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 17 მაისს აქცია სწორედ ვასაძის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, ბიზნესმენი აღნიშნულს ცილისწამებად აფასებს.

"ეკლესიისადმი ჩემი მხარდაჭერა გამოიხატება იმ შემოწირულობებში, რომელსაც მრევლის ყველა წევრი იღებს ეკლესიის დასახმარებლად. რაც შეეხება აქციის ფინანსურ მხარდაჭერას, ესაა ისეთივე ცილისწამება, როგორც ჩემი პოლიტიკური ამბიციები, პრეზიდენტობის სურვილი, რუსეთთან შეკვრა და ა.შ. ეს ყველაფერი არის აბსოლუტური ტყუილი, საიდან გავეხვიე ამ შარში არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემი ჯვარია და უნდა შევეგუო ამ ცილისწამებას, ლანძღვას და ამას ვიტან კიდეც უდრტვინველად, ისე რომ არავის ვპასუხობ", - განმარტა ბიზნესმენმა.

ამასთან, გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უკავშირებს მისი პოლიტიკური ამბიციებისა და პრეზიდენტობის სურვილის შესახებ მუდმივად არსებულ ინფორმაციებს, ვასაძემ აღნიშნა: "ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული მეც დავინტერესებულვარ ამ თემით და ჩემთვის უთქვამთ, რომ მიხეილ სააკაშვილს მივაჩნდი კონკურენტად. მას მე მგონი ყველა კონკურენტად მიაჩნდა. ვფიქრობ, ეს პრევენციული სახის, პროფილაქტიკური ღონისძიებები იყო ჩემს მიმართ, მისივე კონტროლირებადი პრესის მიერ. ახლაც ვამბობ, არ მაქვს პოლიტიკური ამბიციები და ამის არც არანაირი სურვილი და არანაირი ცოდნა მაქვს, მაგრამ გავა ერთი თვე და რომელიმე შტერი გაზეთი ისევ დაწერს, რომ მე მინდა პრეზიდენტობა. თუკი გადავწყვიტე, რომ წავიდე ამ საქმეში, ვდებ პირობას, გამოვალ, არ დავიმალები და ვიტყვი, რომ ეს უბედურება დამემართა", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

გარდა ამისა, მან "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილი მისი ახლო მეგობარია.

"გიორგი ჩვენი თაობის მერაბ მამარდაშვილად და ქართული ფილოსოფიის სკოლის უდიდეს იმედად ითვლებოდა. მისი სიმაღლის ინტელექტი უიშვიათესია და მე ცოტა მინახავს, ისევე როგორც მისი აბსოლუტურად კრისტალური წესიერება", - აღნიშნა ვასაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა