საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ვასაძე - იმ ევროპაში, რომელშიც ერთსქესიანი ქორწინებაა დაშვებული, მე არაფერი მესაქმება
ლევან ვასაძე - იმ ევროპაში, რომელშიც ერთსქესიანი ქორწინებაა დაშვებული, მე არაფერი მესაქმება

იმ ევ­რო­პა­ში, რო­მელ­შიც ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბაა დაშ­ვე­ბუ­ლი, მე არა­ფე­რი მე­საქ­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ­მა, ლე­ვან ვა­სა­ძემ გა­და­ცე­მა "პო­ლიტ­მეტრში" გა­ნა­ცხა­და და 17 მა­ისს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი შე­ა­ფა­სა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კულ­ტუ­რა, რო­მელ­შიც ევ­რო­პა "ახლა ბა­ნა­ობს", ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზნე­ო­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

ამას­თან, ვა­სა­ძე 17 მა­ისს გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ი­სას და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ფაქ­ტე­ბის გამო სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის შეშ­ფო­თე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მათ პო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მოთ­ქვა.

"მინ­და, მივ­მარ­თო ამ ბა­ტო­ნებს, სად იყო მათი აღ­შფო­თე­ბა და შოკი, როცა 26 მა­ისს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შე­იკ­რი­ბა და მათ თავ­პი­რი და­ამ­ტვრი­ეს, სის­ხლში აბა­ნა­ვეს, ხელ­კე­ტე­ბი გა­უ­კე­თეს უკა­ნა­ლებ­ში (უკაც­რა­ვად ამ სი­ტყვის­თვის) და აყ­რო­ლე­ბუ­ლი გვა­მე­ბი მა­ღა­ზი­ე­ბის თავ­ზე შე­მო­დეს, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი ჩვენ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, რო­გორც მუ­ა­მარ კა­და­ფიმ სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მი ჩა­ი­ბა­რა. სად იყ­ვნენ ეს ბა­ტო­ნე­ბი? სად იყო მათი შეშ­ფო­თე­ბა და აღ­შფო­თე­ბა და რა­ტომ შფოთ­დე­ბი­ან მარ­ტო მა­შინ, როცა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სრუ­ლი­ად ლე­გი­ტი­მუ­რი მო­თხოვ­ნით გა­მო­დის - არ მოხ­დეს გარ­ყვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­და. არის რა­ღა­ცე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან გვინ­და მი­ვი­ღოთ ევ­რო­პის­გან და მე ვარ ევ­რო­პის და და­სავ­ლე­თის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი აპო­ლო­გეტ­თა­გა­ნი, მაგ­რამ მექ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ის­ტო­რი­უ­ლი ევ­რო­პა არის ერთი და ის კულ­ტუ­რა, რო­მელ­შიც ახლა ბა­ნა­ობს ევ­რო­პა, არის მე­ო­რე. იმ ევ­რო­პა­ში, რო­მელ­შიც ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბაა დაშ­ვე­ბუ­ლი, მე არა­ფე­რი მე­საქ­მე­ბა, არც ჩემს ცოლს, არც ჩემს შვი­ლებს, არც ჩემს სა­მე­გობ­როს და თუ გა­მოვ­ლენ და მე­ტყვი­ან, რომ ესაა ჩვე­ნი სტან­დარ­ტი და თუ გინ­დათ ჩვენ­თან მოხ­ვი­დეთ, ასე­თე­ბი გახ­დი­თო, ჩვენ ვე­ტყვით, გვა­პა­ტი­ეთ, გვე­გო­ნა რომ ევ­რო­პა რა­ღა­ცა სხვა იყო. ევ­რო­პა­ში შე­ვალთ ან ღირ­სე­უ­ლად, ან არ შე­ვალთ სა­ერ­თოდ. და­მერ­წმუ­ნეთ, ღირ­სე­ბა აყ­რილ, ყვე­ლა­ფერ­ზე დამ­თან­ხმე­ბელ სუ­ბი­ექტს ევ­რო­პა­ში კი არ და­ი­ცა­ვენ, არა­მედ ლა­ქი­ად აქ­ცე­ვენ", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ვა­სა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნის შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად იგ­რძნობ­და პატ­რი­არ­ქი 17 მა­ისს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სას რიგი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ქმე­დე­ბის გამო უხერ­ხუ­ლო­ბას, ვა­სა­ძის თქმით, "პატ­რი­არ­ქის ცხოვ­რე­ბა უხერ­ხუ­ლო­ბა კი არა წა­მე­ბაა".

"პატ­რი­არ­ქის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უხერ­ხუ­ლო­ბა კი არა წა­მე­ბაა და ეს მის­თვის ახა­ლი არაა. მო­დით, დავ­ფიქ­რდეთ იმა­ზე, ვინ მო­ა­წყო ეს სპექ­ტაკ­ლი და ვინ და­ამ­თხვია ეს უწ­მინ­დე­სის ქვეყ­ნი­დან წას­ვლას, ვის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­და შუბ­ლით შე­ჯა­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლის? მე შე­მიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დო, რომ ეს აწ­გან­სვე­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­და, ან იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, რომ­ლე­ბიც აქ აფი­ნან­სე­ბენ გარ­ყვნი­ლე­ბის დ უზ­ნე­ო­ბის ქა­და­გე­ბას. ეკ­ლე­სი­ის და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში რომ არ შე­დი­ო­და, ჩემ­თვის ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცხა­დია", - აღ­ნიშ­ნა ვა­სა­ძემ და იქვე დას­ძი­ნა, რომ მხარს უჭერს გარ­ყვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აიკ­რძა­ლოს.

ამას­თან, ბიზ­ნეს­მე­ნის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მათ­მავ­ლო­ბის ნორ­მის წე­სად ქცე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ვლა არ უნდა იქ­ნას აღ­ქმუ­ლი, რომ "რუ­სეთ­თან გვინ­და ყოფ­ნა".

"ეს იქ­ნე­ბა უსა­მარ­თლო­ბა. ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს ავ­დგეთ და რუ­სეთს შე­ვუ­ერ­თდეთ და და­ვუწ­ვეთ ქვეშ, მაგ­რამ ზუს­ტად ასე, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს ყვე­ლა­ფერ­ში და­ვუწ­ვეთ ქვეშ ევ­რო­პას და აზ­როვ­ნე­ბა, რომ ჩვენ ვართ ერთი აფ­რებ დაფ­ლე­თი­ლი გემი, რო­მელ­მაც ღელ­ვას უნდა შე­ას­წროს რო­მე­ლი­მე ყუ­რე­ში, სა­დაც და­ა­პუ­რე­ბენ, ღირ­სე­ბას არ აყ­რი­ან, მაგ­რამ რა­საც გვე­ტყვი­ან ის უნდა ვა­კე­თოთ, ჩვენ დაგვღუ­პავს", - აღ­ნიშ­ნა ვა­სა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლევან ვასაძე - იმ ევროპაში, რომელშიც ერთსქესიანი ქორწინებაა დაშვებული, მე არაფერი მესაქმება

ლევან ვასაძე - იმ ევროპაში, რომელშიც ერთსქესიანი ქორწინებაა დაშვებული, მე არაფერი მესაქმება

იმ ევროპაში, რომელშიც ერთსქესიანი ქორწინებაა დაშვებული, მე არაფერი მესაქმება, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა და 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები შეაფასა.

მისივე განმარტებით, კულტურა, რომელშიც ევროპა "ახლა ბანაობს", ქართული საზოგადოების ზნეობისა და ღირებულებებისგან განსხვავებულია.

ამასთან, ვასაძე 17 მაისს გამართული აქციისას დაფიქსირებული ძალადობრივი ფაქტების გამო საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებასაც გამოეხმაურა და მათ პოზიციასთან დაკავშირებით გაკვირვება გამოთქვა.

"მინდა, მივმართო ამ ბატონებს, სად იყო მათი აღშფოთება და შოკი, როცა 26 მაისს ჩვენი მოსახლეობა კანონიერი მოთხოვნების გამოსახატად რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა და მათ თავპირი დაამტვრიეს, სისხლში აბანავეს, ხელკეტები გაუკეთეს უკანალებში (უკაცრავად ამ სიტყვისთვის) და აყროლებული გვამები მაღაზიების თავზე შემოდეს, ამის პარალელურად კი ჩვენმა პრეზიდენტმა, როგორც მუამარ კადაფიმ სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. სად იყვნენ ეს ბატონები? სად იყო მათი შეშფოთება და აღშფოთება და რატომ შფოთდებიან მარტო მაშინ, როცა ქართული საზოგადოება სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნით გამოდის - არ მოხდეს გარყვნილების პროპაგანდა. არის რაღაცეები, რომლებიც ძალიან გვინდა მივიღოთ ევროპისგან და მე ვარ ევროპის და დასავლეთის ერთ-ერთი პირველი აპოლოგეტთაგანი, მაგრამ მექმნება შთაბეჭდილება, რომ ისტორიული ევროპა არის ერთი და ის კულტურა, რომელშიც ახლა ბანაობს ევროპა, არის მეორე. იმ ევროპაში, რომელშიც ერთსქესიანი ქორწინებაა დაშვებული, მე არაფერი მესაქმება, არც ჩემს ცოლს, არც ჩემს შვილებს, არც ჩემს სამეგობროს და თუ გამოვლენ და მეტყვიან, რომ ესაა ჩვენი სტანდარტი და თუ გინდათ ჩვენთან მოხვიდეთ, ასეთები გახდითო, ჩვენ ვეტყვით, გვაპატიეთ, გვეგონა რომ ევროპა რაღაცა სხვა იყო. ევროპაში შევალთ ან ღირსეულად, ან არ შევალთ საერთოდ. დამერწმუნეთ, ღირსება აყრილ, ყველაფერზე დამთანხმებელ სუბიექტს ევროპაში კი არ დაიცავენ, არამედ ლაქიად აქცევენ", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

რაც შეეხება გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რამდენად იგრძნობდა პატრიარქი 17 მაისს განვითარებული მოვლენებისას რიგი სასულიერო პირის ქმედების გამო უხერხულობას, ვასაძის თქმით, "პატრიარქის ცხოვრება უხერხულობა კი არა წამებაა".

"პატრიარქის მთელი ცხოვრება უხერხულობა კი არა წამებაა და ეს მისთვის ახალი არაა. მოდით, დავფიქრდეთ იმაზე, ვინ მოაწყო ეს სპექტაკლი და ვინ დაამთხვია ეს უწმინდესის ქვეყნიდან წასვლას, ვის ინტერესებში შედიოდა შუბლით შეჯახება საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის? მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს აწგანსვენებული პოლიტიკური რეჟიმის ინტერესებში შედიოდა, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებიც აქ აფინანსებენ გარყვნილების დ უზნეობის ქადაგებას. ეკლესიის და ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ინტერესებში რომ არ შედიოდა, ჩემთვის ეს აბსოლუტურად ცხადია", - აღნიშნა ვასაძემ და იქვე დასძინა, რომ მხარს უჭერს გარყვნილების პროპაგანდა კანონმდებლობით აიკრძალოს.

ამასთან, ბიზნესმენის აზრით, საქართველოში მამათმავლობის ნორმის წესად ქცევის წინააღმდეგ გამოსვლა არ უნდა იქნას აღქმული, რომ "რუსეთთან გვინდა ყოფნა".

"ეს იქნება უსამართლობა. ღმერთმა დაგვიფაროს ავდგეთ და რუსეთს შევუერთდეთ და დავუწვეთ ქვეშ, მაგრამ ზუსტად ასე, ღმერთმა დაგვიფაროს ყველაფერში დავუწვეთ ქვეშ ევროპას და აზროვნება, რომ ჩვენ ვართ ერთი აფრებ დაფლეთილი გემი, რომელმაც ღელვას უნდა შეასწროს რომელიმე ყურეში, სადაც დააპურებენ, ღირსებას არ აყრიან, მაგრამ რასაც გვეტყვიან ის უნდა ვაკეთოთ, ჩვენ დაგვღუპავს", - აღნიშნა ვასაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა