10 წლის ტეხასელი ალექსა ფიშერი პოკერს პროფესიონალივით თამაშობს და თამაშში ადვილად ამარცხებს მასზე ზრდასრულ მოწინააღმდეგეებს.
პოკერის თამაში ალექსას მამამ, ჯასტინ ფიშერმა 3 წლის ასაკში შეასწავლა. ჯასტინის თქმით, მას ამით ბავშვის მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარება სურდა.
სამი წლის ასაკში ალექსამ იცოდა კითხვა, რიცხვები და ბანქოს იერარქია. ოთხი წლის ასაკში მან უკვე იცოდა სვლები და პოკერში მოტყუების უნარებსაც ფლობდა.
5 წლის ასაკში გოგონა უკვე პოკერის რამდენიმე სახეობას თამაშობდა. ახლა 10 წლის მოთამაშე საჩვენებელ თამაშებს აწყობს, შემოსულ თანხას კი ქველმოქმედებას ახმარს.
მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.