პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - ძალადობით პრობლემები არ გვარდება და მოძალადე საბოლოო ჯამში მარცხდება
დავით უსუფაშვილი - ძალადობით პრობლემები არ გვარდება და მოძალადე საბოლოო ჯამში მარცხდება

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ "ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა და­ვი­ჯე­როთ, რომ ძა­ლა­დო­ბით პრობ­ლე­მე­ბი არ გვარ­დე­ბა და მო­ძა­ლა­დე სა­ბო­ლოო ჯამ­ში მარ­ცხდე­ბა".

ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი 17 მა­ისს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს დღე ძა­ლი­ან მძი­მე იყო და ამ დღი­დან ყვე­ლამ დას­კვნე­ბი უნდა გა­მო­ი­ტა­ნოს.

"მა­შინ გვექ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო და მა­შინ იგ­რძნო­ბენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თავს და­ცუ­ლად და თა­ვი­სუფ­ლად, რო­დე­საც კა­ნო­ნის წი­ნა­შე იქ­ნე­ბა თა­ნას­წო­რო­ბა. კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლას თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბა აქვს, მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა, კა­ნის ფე­რის, ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის, რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის, მათ შო­რის რე­ლი­გი­უ­რი ატ­რი­ბუ­ტი­კის ქო­ნის თუ არ­ქო­ნის. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გარ­კვე­უ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ჟი­მი აქვთ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, აღ­სა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გათ­ქმა კა­ნო­ნით და­უშ­ვე­ბე­ლია და სა­სუ­ლი­ე­რო პირს ვე­რა­ვინ და­კი­თხავს მოწ­მედ იმ საქ­მე­ში, რაც ცნო­ბი­ლი მისი სა­ეკ­ლე­სიო მო­ვა­ლე­ო­ბის შე­რუ­ლე­ბის დროს გახ­და. მაგ­რამ არც ერთი კა­ნო­ნი არ ამ­ბობს იმას, რომ ვინ­მე არის თა­ვი­სუ­ფა­ლი თუ და­ა­ზი­ა­ნებს სხვა პი­რის ქო­ნე­ბას, გა­ტე­ხავს მი­ნას, ვი­დეო კა­მე­რას ან ვი­ღა­ცას რა­ღა­ცას ჩა­არ­ტყამს. ასე­თი იმუ­ნი­ტე­ტი არა­ვის გა­აჩ­ნია, მათ შო­რის არც ერთი რე­ლი­გი­ის და პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვად სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ თუკი ვინ­მემ გა­და­ა­მე­ტა და არ­სე­ბობს პრობ­ლე­მა, მზად არი­ან პა­სუ­ხი აგონ. თუკი ვინ­მემ რა­ი­მე ემო­ცი­ე­ბის გამო სხვა­ზე აყო­ლის თუ სა­კი­თხის ვერ­გარ­კვე­ვის გამო კა­ნო­ნი და­არ­ღვია, მა­შინ ყვე­ლა ასეთ­მა პირ­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლისტს და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, რომ ადა­მი­ა­ნებს სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ეკ­რძა­ლე­ბო­დათ სხვა მიზ­ნე­ბით შეკ­რე­ბა, მი­ტინ­გის მო­წყო­ბა, ამა თუ იმ პი­რის გვერ­დით დგო­მა და მისი მხარ­და­ჭე­რა და მა­ში­ნაც არ­სე­ბობ­და გან­ცდა, რომ მათ სა­ხელ­მწი­ფო ვერ იცავ­და.

17 მა­ისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს პარ­ლა­მენ­ტის 2 კო­მი­ტე­ტის ერ­თობ­ლივ სხდო­მა­ზე მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე შოთა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ვნა­ხავთ კონ­კრე­ტულ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო ადეკ­ვა­ტურ პა­სუხს აგე­ბენ", - აღ­ნიშ­ნა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლემ.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით უსუფაშვილი - ძალადობით პრობლემები არ გვარდება და მოძალადე საბოლოო ჯამში მარცხდება

დავით უსუფაშვილი - ძალადობით პრობლემები არ გვარდება და მოძალადე საბოლოო ჯამში მარცხდება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ "ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიჯეროთ, რომ ძალადობით პრობლემები არ გვარდება და მოძალადე საბოლოო ჯამში მარცხდება".

ასე გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ ეს დღე ძალიან მძიმე იყო და ამ დღიდან ყველამ დასკვნები უნდა გამოიტანოს.

"მაშინ გვექნება სახელმწიფო და მაშინ იგრძნობენ ჩვენი მოქალაქეები თავს დაცულად და თავისუფლად, როდესაც კანონის წინაშე იქნება თანასწორობა. კანონის წინაშე ყველას თანაბარი უფლება აქვს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური აღმსარებლობის, მათ შორის რელიგიური ატრიბუტიკის ქონის თუ არქონის. სასულიერო პირებს, კანონმდებლობით გარკვეული პრივილეგიები და განსხვავებული რეჟიმი აქვთ მინიჭებული. მაგალითად, აღსარების საიდუმლოების გათქმა კანონით დაუშვებელია და სასულიერო პირს ვერავინ დაკითხავს მოწმედ იმ საქმეში, რაც ცნობილი მისი საეკლესიო მოვალეობის შერულების დროს გახდა. მაგრამ არც ერთი კანონი არ ამბობს იმას, რომ ვინმე არის თავისუფალი თუ დააზიანებს სხვა პირის ქონებას, გატეხავს მინას, ვიდეო კამერას ან ვიღაცას რაღაცას ჩაარტყამს. ასეთი იმუნიტეტი არავის გააჩნია, მათ შორის არც ერთი რელიგიის და პროფესიის წარმომადგენელს. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ თუკი ვინმემ გადაამეტა და არსებობს პრობლემა, მზად არიან პასუხი აგონ. თუკი ვინმემ რაიმე ემოციების გამო სხვაზე აყოლის თუ საკითხის ვერგარკვევის გამო კანონი დაარღვია, მაშინ ყველა ასეთმა პირმა პასუხი უნდა აგოს, - განუცხადა ჟურნალისტს დავით უსუფაშვილმა.

პარლამეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ადამიანებს სულ რამდენიმე თვის წინ ეკრძალებოდათ სხვა მიზნებით შეკრება, მიტინგის მოწყობა, ამა თუ იმ პირის გვერდით დგომა და მისი მხარდაჭერა და მაშინაც არსებობდა განცდა, რომ მათ სახელმწიფო ვერ იცავდა.

17 მაისს განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის 2 კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მთავარი პროკურორის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი გამოეხმაურა.

"ვნახავთ კონკრეტულ პირებს, რომლებიც ჩადენილი დანაშაულის გამო ადეკვატურ პასუხს აგებენ", - აღნიშნა მთავარი პროკურორის მოადგილემ.

მან აღნიშნა, რომ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა