კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერიკო ტურაშვილი - ორი სიმღერის ჩაწერას ვაპირებ, მაგრამ ვერ ვხვდები, რისთვის უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი, კონცერტები არ ტარდება
ვერიკო ტურაშვილი - ორი სიმღერის ჩაწერას ვაპირებ, მაგრამ ვერ ვხვდები, რისთვის უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი, კონცერტები არ ტარდება

მცი­რე ხნის წინ გავ­რცელ­და ხმა, რომ ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი და თემო სა­ჯა­ია რუ­სეთ­ში პუ­ტი­ნის აპა­რა­ტის მიწ­ვე­ვით კონ­ცერ­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, პუ­ტი­ნის აპა­რა­ტი არა­ფერ შუ­ა­ში ყო­ფი­ლა და ამ კონ­ცერტს სხვა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ჰყავ­და, მაგ­რამ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მა­ინც გა­მო­იწ­ვია გარ­კვე­უ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი. ვე­რი­კო ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და რუ­სე­თი­დან, კერ­ძოდ, ვოლ­გოგ­რა­დი­დან, სა­დაც თემო სა­ჯა­ი­ას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რათა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ვე­ტე­რა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თა შო­რის 90 წლის ქარ­თვე­ლიც გახ­ლდათ, რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. ვე­რი­კო გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია, რომ რუ­სეთ­ში მისი და მისი კო­ლე­გის გამ­გზავ­რე­ბას ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- ძა­ლი­ან მე­ცი­ნე­ბა იმ აჟი­ო­ტაჟ­ზე, რაც ჩვენს გამ­გზავ­რე­ბამ­დე ატყდა და მთლი­ა­ნად ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ვოლ­გოგ­რად­ში გა­ი­მარ­თა, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ვე­ტე­რა­ნე­ბის­თვის გა­კეთ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბის­თვის. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გახ­ლდათ არა­სამ­თავ­რო­ბო სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ევ­რა­ზია" და არა­ნა­ი­რი პუ­ტი­ნის აპა­რა­ტი არ აკე­თებ­და ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას. სა­ბუ­თე­ბიც შე­მიძ­ლია ავა­ფა­რო მას, ვინც ამას წერ­და. სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც წა­მო­ვი­და ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ვე­ტე­რა­ნი, რო­მელ­საც 90 წელი უს­რულ­დე­ბა. იქაც იყ­ვნენ ვე­ტე­რა­ნე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი და მათ­თვის გა­ი­მარ­თა კონ­ცერ­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­დან მე და თემო სა­ჯა­ია ჩა­ვე­დით. მა­ნამ­დე გვი­თხრეს, რომ რე­პერ­ტუ­ა­რი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის­გან შედ­გე­ბო­და და ჩვენც მსგავ­სი სიმ­ღე­რე­ბი უნდა მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა. თე­მომ ერთი რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რა აარ­ჩია, მე - ორი.

- თქვენ გარ­და ალ­ბათ კი­დევ იყ­ვნენ მომ­ღერ­ლე­ბი.

- იყ­ვნენ, მაგ­რამ ნაც­ნო­ბი არა­ვინ. მა­გა­ლი­თად, რუ­სე­თი­დან, ქა­ლაქ ვოლ­გოგ­რა­დი­დან იყო ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი, ასე­ვე გახ­ლდნენ სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. რა­მაც გული გა­მი­ხეთ­ქა და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია გა­ა­გი­ჟა ის იყო, რომ აფხა­ზე­თი­და­ნაც გახ­ლდათ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო იყო, რო­დე­საც აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კა გა­მო­ა­ცხა­დეს. იყო ორი ადა­მი­ა­ნი ქარ­თუ­ლი გა­რეგ­ნო­ბით და რუ­სუ­ლად მე­ტყვე­ლებ­დნენ. ჩვენ მათ­თან დი­დად არ გვი­კონ­ტაქ­ტია, მხო­ლოდ სა­უზ­მე­ზე შეგ­ვხვდნენ ერთხელ.

- რო­გო­რი შეხ­ვედ­რა იყო ზო­­გა­დად?

- ძა­ლი­ან გულ­თბი­ლი. ბევ­რი კომ­პლი­მენ­ტი მი­ვი­ღეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით გაგ­ვი­ხარ­და, რო­დე­საც გვი­თხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კე­თე­სო იყო ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. ორი დღე დავ­ყა­ვით ვოლ­გოგ­რად­ში, შემ­დეგ კი მოს­კოვ­ში ჩა­ვე­დით, სა­დაც მე­გობ­რე­ბი მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ, თუმ­ცა თქვენ მათ არ იც­ნობთ. ვი­საც იც­ნობთ, მათი ნახ­ვა ვერ მო­ვას­წა­რი, რად­გან მხო­ლოდ დღე-ნა­ხე­ვა­რი მო­ვა­ხერ­ხეთ მოს­კოვ­ში ყოფ­ნა. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ ვერ მო­ვი­ნა­ხუ­ლე აჩი­კო მე­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც იმა­ვე დროს იყო მოს­კოვ­ში.

- იმ აჟი­ო­ტაჟს მი­ვუბ­რუნ­დეთ, რაც შენი და თემო სა­ჯა­ი­ას ვოლ­გოგ­რად­ში გამ­გზავ­რე­ბას უძღო­და წინ.

- ვიც­ნობ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს პუ­ტი­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიწ­ვე­ვით უნდა გავმგზავ­რე­ბუ­ლი­ყა­ვით და კონ­ცერ­ტში მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს არის ზაზა სვა­ნა­ძე და არ ვიცი, რა­ტომ დას­ჭირ­და მას ამ სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბა. ეტყო­ბა, თა­ვად უნ­დო­და ამ კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა ან ვინ­მეს­თან ჰქონ­და პი­რა­დი უთან­ხმო­ე­ბა. ის სკან­და­ლე­ბით არის ცნო­ბი­ლი და არა მგო­ნია, რომ ჩემ­თან და თე­მოს­თან ჰქო­ნო­და რა­ი­მე პრე­ტენ­ზია. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო იყო ჩემ­თვის ხალ­ხის კო­მენ­ტა­რე­ბი. ახლა კრემლში მი­დი­ან, უნდა იმ­ღე­რო­ნო და ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს. არ ვიცი, ალ­ბათ ყვე­ლა აკ­ვირ­დე­ბა, რომ ჩემს სა­ხელს სკან­და­ლე­ბი არ უკავ­შირ­დე­ბა და არ ვარ მიჩ­ვე­უ­ლი ნე­გა­ტი­ურ კო­მენ­ტა­რებს. ისე­თი უჩ­ვე­უ­ლო იყო ჩემ­თვის, რომ თემო და კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მა­წყნა­რებ­დნენ. უსაქ­მუ­რის მეტი რა არის და წე­რეს და წე­რეს. თა­ნაც, რა­ტომ­ღაც შე­იქ­მნა აზრი, თით­ქოს ჩვენ ამ კონ­ცერ­ტის­თვის დიდი ჰო­ნო­რა­რი მი­ვი­ღეთ, არა­და, ასე ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მხო­ლოდ ფრე­ნის და სას­ტუმ­როს თან­ხე­ბი გა­და­ი­ხა­დეს, ჰო­ნო­რა­რი არ აგ­ვი­ღია. ძა­ლი­ან ბევ­რი ნე­გა­ტი­ვი უკავ­შირ­დე­ბო­და სწო­რედ ამ თე­მას, ფუ­ლის ღო­რე­ბი ხართ და ამის გამო მი­დი­ხარ­თო, დაგ­ვი­წე­რეს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ვერიკო ტურაშვილი - ორი სიმღერის ჩაწერას ვაპირებ, მაგრამ ვერ ვხვდები, რისთვის უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი, კონცერტები არ ტარდება

ვერიკო ტურაშვილი - ორი სიმღერის ჩაწერას ვაპირებ, მაგრამ ვერ ვხვდები, რისთვის უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი, კონცერტები არ ტარდება

მცირე ხნის წინ გავრცელდა ხმა, რომ ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია რუსეთში პუტინის აპარატის მიწვევით კონცერტის ჩასატარებლად მიემგზავრებოდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პუტინის აპარატი არაფერ შუაში ყოფილა და ამ კონცერტს სხვა ორგანიზატორები ჰყავდა, მაგრამ ამ ინფორმაციამ ინტერნეტსივრცეში მაინც გამოიწვია გარკვეული აჟიოტაჟი. ვერიკო ახლახან დაბრუნდა რუსეთიდან, კერძოდ, ვოლგოგრადიდან, სადაც თემო საჯაიასთან ერთად იმყოფებოდა, რათა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის, რომელთა შორის 90 წლის ქართველიც გახლდათ, რამდენიმე სიმღერა შეესრულებინა. ვერიკო გაკვირვებულია, რომ რუსეთში მისი და მისი კოლეგის გამგზავრებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში.

- ძალიან მეცინება იმ აჟიოტაჟზე, რაც ჩვენს გამგზავრებამდე ატყდა და მთლიანად ცრუ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული. ღონისძიება, რომელიც ვოლგოგრადში გაიმართა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის გაკეთდა, სპეციალურად ამიერკავკასიის ქვეყნებისთვის. ორგანიზატორი გახლდათ არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაცია "ევრაზია" და არანაირი პუტინის აპარატი არ აკეთებდა ამ ღონისძიებას. საბუთებიც შემიძლია ავაფარო მას, ვინც ამას წერდა. საქართველოდანაც წამოვიდა ძალიან საყვარელი ადამიანი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელსაც 90 წელი უსრულდება. იქაც იყვნენ ვეტერანები, მოხუცები და მათთვის გაიმართა კონცერტი. საქართველოდან მე და თემო საჯაია ჩავედით. მანამდე გვითხრეს, რომ რეპერტუარი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული სიმღერებისგან შედგებოდა და ჩვენც მსგავსი სიმღერები უნდა მოგვემზადებინა. თემომ ერთი რუსული სიმღერა აარჩია, მე - ორი.

- თქვენ გარდა ალბათ კი­დევ იყვნენ მომღერლები.

- იყვნენ, მაგრამ ნაცნობი არავინ. მაგალითად, რუსეთიდან, ქალაქ ვოლგოგრადიდან იყო ასაკოვანი ქალბატონი, ასევე გახლდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები. რამაც გული გამიხეთქა და მთელი საქართველოს დელეგაცია გააგიჟა ის იყო, რომ აფხაზეთიდანაც გახლდათ წარმომადგენელი. ძალიან სამწუხარო იყო, როდესაც აფხაზეთის რესპუბლიკა გამოაცხადეს. იყო ორი ადამიანი ქართული გარეგნობით და რუსულად მეტყველებდნენ. ჩვენ მათთან დიდად არ გვიკონტაქტია, მხო­ლოდ საუზმეზე შეგვხვდნენ ერთხელ.

- როგორი შეხვედრა იყო ზო­­გადად?

- ძალიან გულთბილი. ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ. განსაკუთრებით გაგვიხარდა, როდესაც გვითხრეს, რომ საქართველო საუკეთესო იყო ამ ღონისძიებაზე. ორი დღე დავყავით ვოლგოგრადში, შემდეგ კი მოსკოვში ჩავედით, სადაც მეგობრები მოვინახულეთ, თუმცა თქვენ მათ არ იცნობთ. ვისაც იცნობთ, მათი ნახვა ვერ მოვასწარი, რადგან მხოლოდ დღე-ნახევარი მოვახერხეთ მოსკოვში ყოფნა. ძალიან მწყდება გული, რომ ვერ მოვინახულე აჩიკო მეფარიძე, რომელიც იმავე დროს იყო მოსკოვში.

- იმ აჟიოტაჟს მივუბრუნდეთ, რაც შენი და თემო საჯაიას ვოლგოგრადში გამგზავრებას უძღოდა წინ.

- ვიცნობ ადამიანს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პუტინის ადმინისტრაციის მიწვევით უნდა გავმგზავრებულიყავით და კონცერტში მიგვეღო მონაწილეობა. ეს არის ზაზა სვანაძე და არ ვიცი, რატომ დასჭირდა მას ამ სიცრუის გავრცელება. ეტყობა, თავად უნდოდა ამ კონცერტის ორგანიზება ან ვინმესთან ჰქონდა პირადი უთანხმოება. ის სკანდალებით არის ცნობილი და არა მგონია, რომ ჩემთან და თემოსთან ჰქონოდა რაიმე პრეტენზია. ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ხალხის კომენტარები. ახლა კრემლში მიდიან, უნდა იმღერონო და ნეგატიური შეფასებები გააკეთეს. არ ვიცი, ალბათ ყველა აკვირდება, რომ ჩემს სახელს სკანდალები არ უკავშირდება და არ ვარ მიჩვეული ნეგატიურ კომენტარებს. ისეთი უჩვეულო იყო ჩემთვის, რომ თემო და კონცერტის ორგანიზატორები მაწყნარებდნენ. უსაქმურის მეტი რა არის და წერეს და წერეს. თანაც, რატომღაც შეიქმნა აზრი, თითქოს ჩვენ ამ კონცერტისთვის დიდი ჰონორარი მივიღეთ, არადა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ორგანიზატორებმა მხოლოდ ფრენის და სასტუმროს თანხები გადაიხადეს, ჰონორარი არ აგვიღია. ძალიან ბევრი ნეგატივი უკავშირდებოდა სწორედ ამ თემას, ფულის ღორები ხართ და ამის გამო მიდიხართო, დაგვიწერეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება