პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გმირთა მოედანზე ავტომაგისტრალისა და ესტაკადის მშენებლობაზე 114 864 750.06 ლარი დაიხარჯა
გმირთა მოედანზე ავტომაგისტრალისა და ესტაკადის მშენებლობაზე 114 864 750.06 ლარი დაიხარჯა

გმირ­თა მო­ედ­ნის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი­სა და ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ზე 114 864 750.06 ლარი და­ი­ხარ­ჯა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტის­ტუ­ტი - IDFI ავ­რცე­ლებს.

IDFI-იმ გმირ­თა მო­ე­დან­ზე ეს­ტა­კა­დი­სა და ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და პრო­ექ­ტი­რე­ბის სრუ­ლი ხარჯთაღ­რი­ცხვის შე­სა­ხებ მე­რი­ი­დან ინ­ფორ­მა­ცია ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის თხოვ­ნით გა­მო­ი­თხო­ვა.

მე­რი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, გმირ­თა მო­ედ­ნის ავ­ტო­მა­გის­ტრალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სამ­შე­ნებ­ლო და საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე სულ და­ი­ხარ­ჯა 114 864 750.06 ლარი და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და: ვა­რა­ზის ხე­ვი­დან თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩამ­დე ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შედ­გე­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯა 1 500 000 ლარი, ხოლო მშე­ნებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ზე – 90 386 038,20 ლარი; ვე­რეს ხევ­ზე მშე­ნე­ბა­რე სა­ქა­ლა­ქო ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი­დან (იყალ­თოს მთის გავ­ლით) სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩამ­დე (იპოდ­რო­მამ­დე) და ი.ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი­დან (ყო­ფი­ლი მე-9 სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­სას­ვლე­ლი­დან) ნ. რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩამ­დე და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სატ­რან­სპორ­ტო გზე­ბის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შედ­გე­ნის მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა­ზე – 185 000, ხოლო მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე 22 793 711,86 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

ვა­რა­ზის ხე­ვი­დან თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩამ­დე ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა­ზე სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დე­რი 2009 წლის 1 ივ­ლისს გა­მო­ცხად­და. ტენ­დერ­ში გა­ი­მარ­ჯვა კომ­პა­ნია "კა­უ­კა­სუს როუდ პრო­ჯექ­ტმა", რო­მე­ლიც 2005 წელს და­არ­სდა და რომ­ლის დი­რექ­ტო­რიც 2012 წლის ივ­ლი­სამ­დე იყო პა­ა­ტა ტრა­პა­ი­ძე, შემ­დგომ­ში და­საქ­მე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი. კომ­პა­ნი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებს შო­რი­საა მეს­ტი­ის აე­რო­პორ­ტის ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ბი­ლი­კი, მთავ­რო­ბის სახ­ლი ქუ­თა­ის­ში, ანაკ­ლია-გან­მუ­ხუ­რის ხის სა­ფეხ­მავ­ლო ხიდი და სხვ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი­დან ნ. რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩამ­დე და ვე­რეს ხე­ვის ახა­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი­დან თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩამ­დე და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სატ­რან­სპორ­ტო გზის და გვი­რა­ბის (იყალ­თოს მთის გავ­ლით) მო­წყო­ბა­ზე გა­წე­ულ ხარ­ჯებს, თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით ხარ­ჯმა შე­ად­გი­ნა 22 793 711,86 ლარი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­შიც ასე­ვე "კა­უ­კა­სუს როუდ პრო­ჯექ­ტმა" გა­ი­მარ­ჯვა. მას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2011 წლის 5 მა­ისს გა­ფორმ­და.

გმირ­თა მო­ედ­ნის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი­სა და ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის ხარჯთაღ­რი­ცხვის შე­სა­ხებ სტა­ტია სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ტი­კურ ბლოგ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

გმირთა მოედანზე ავტომაგისტრალისა და ესტაკადის მშენებლობაზე 114 864 750.06 ლარი დაიხარჯა

გმირთა მოედანზე ავტომაგისტრალისა და ესტაკადის მშენებლობაზე 114 864 750.06 ლარი დაიხარჯა

გმირთა მოედნის ავტომაგისტრალისა და ესტაკადის მშენებლობის სამუშაოებზე 114 864 750.06 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტისტუტი - IDFI ავრცელებს.

IDFI-იმ გმირთა მოედანზე ესტაკადისა და ავტომაგისტრალის მშენებლობისა და პროექტირების სრული ხარჯთაღრიცხვის შესახებ მერიიდან ინფორმაცია ერთ-ერთი მოქალაქის თხოვნით გამოითხოვა.

მერიიდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, გმირთა მოედნის ავტომაგისტრალთან დაკავშირებულ სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებზე სულ დაიხარჯა 114 864 750.06 ლარი და აღნიშნული თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა: ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე დაიხარჯა 1 500 000 ლარი, ხოლო მშენებლობის სამუშაოებზე – 90 386 038,20 ლარი; ვერეს ხევზე მშენებარე საქალაქო ავტომაგისტრალიდან (იყალთოს მთის გავლით) საბურთალოს ქუჩამდე (იპოდრომამდე) და ი.ჭავჭავაძის გამზირიდან (ყოფილი მე-9 საავადმყოფოს შესასვლელიდან) ნ. რამიშვილის ქუჩამდე დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზების მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობაზე – 185 000, ხოლო მოწყობის სამუშაოების განხორციელებაზე 22 793 711,86 ლარი დაიხარჯა.

ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე სახელმწიფო ტენდერი 2009 წლის 1 ივლისს გამოცხადდა. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "კაუკასუს როუდ პროჯექტმა", რომელიც 2005 წელს დაარსდა და რომლის დირექტორიც 2012 წლის ივლისამდე იყო პაატა ტრაპაიძე, შემდგომში დასაქმების სახელმწიფო მინისტრი. კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა მესტიის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, მთავრობის სახლი ქუთაისში, ანაკლია-განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდი და სხვ.

რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირიდან ნ. რამიშვილის ქუჩამდე და ვერეს ხევის ახალი ავტომაგისტრალიდან თამარაშვილის ქუჩამდე დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზის და გვირაბის (იყალთოს მთის გავლით) მოწყობაზე გაწეულ ხარჯებს, თბილისის მერიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ხარჯმა შეადგინა 22 793 711,86 ლარი. აღნიშნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერშიც ასევე "კაუკასუს როუდ პროჯექტმა" გაიმარჯვა. მასთან ხელშეკრულება 2011 წლის 5 მაისს გაფორმდა.

გმირთა მოედნის ავტომაგისტრალისა და ესტაკადის მშენებლობის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შესახებ სტატია საჯარო ინფორმაციის ანალიტიკურ ბლოგზე გამოქვეყნდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ