მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების თაობაზე რუსეთის მცდელობა ბლოკირებული გვაქვს
 მიხეილ სააკაშვილი - აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების თაობაზე რუსეთის მცდელობა ბლოკირებული გვაქვს

ჩვენ, პრაქ­ტი­კუ­ლად, სას­წა­უ­ლი შევ­ძე­ლით და აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე რუ­სე­თის მცდე­ლო­ბა ბლო­კი­რე­ბუ­ლი გვაქვს , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვა­ნუ­ა­ტუს მიერ აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აცხა­დებს.

"შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა დას­ვას კი­თხვა, რას დავ­დევთ ყვე­ლა ამ ქვე­ყა­ნას, რომ­ლის სა­ხე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას არც კი გაგ­ვი­გია, მაგ­რამ საქ­მე იმა­შია, რომ ყვე­ლა ამ ქვე­ყა­ნას აქვს თითო ხმა გა­ე­რო-ში - რუ­სეთ­მა გა­ე­რო-ში თა­ვი­სი ოკუ­პა­ცია რომ და­ა­კა­ნო­ნოს და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ტა­ცე­ბა გა­ხა­დოს, მისი თვალ­საზ­რი­სით, შე­უქ­ცე­ვა­დი, მას სჭირ­დე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ხმა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი­სა, ამი­ტომ ის და­ში­ნე­ბის, დარ­წმუ­ნე­ბის და მოს­ყიდ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნელ დიპ­ლო­მა­ტი­ურ მცდე­ლო­ბებს აწარ­მო­ებს მთელს მსოფ­ლი­ო­ში. თუმ­ცა, ჩვენ ამ პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბოლო წლებ­ში გვქონ­და დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი. პრაქ­ტი­კუ­ლად ეს პრო­ცე­სი ბო­ლომ­დე დავბლო­კეთ. ჩვენ ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე ვი­მუ­შა­ვეთ - მა­გა­ლი­თად, ფი­ჯი­ში იყო ვი­ღაც, რუ­სე­თის რე­ზი­დენ­ტი, უამ­რა­ვი ფუ­ლით, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი და­ხარ­ჯა ვა­ნუ­ა­ტუ­ში, ტუ­ა­ლუ­ში, ნა­უ­რუ­ში და სხვა ქვეყ­ნებ­თა­ნაც და­დი­ო­და. ფი­ჯის მთავ­რო­ბამ ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა და ის ამ რე­გი­ონ­ში სა­ერ­თოდ ვერ ბრუნ­დე­ბა. ესაა ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, რას ნიშ­ნავს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვა. მარ­თლაც სას­წა­უ­ლი შევ­ძე­ლით, ჯერ­ჯე­რო­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად ბლო­კი­რე­ბუ­ლი გვაქვს რუ­სე­თის ეს მცდე­ლო­ბა", - აცხა­დებს პრე­ზი­დენ­ტი.

ამას­თან, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი სა­ქარ­თვე­ლოს ახალ მთავ­რო­ბა­საც მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს, რომ ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში "ფუნ­და­მენ­ტუ­რად სწო­რი პო­ზი­ცი­ე­ბი" ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს.

"ძა­ლი­ან სა­ში­შია იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ მსოფ­ლიო ბან­კის რე­ი­ტინ­გე­ბი იყო სიც­რუე - ეს სა­ში­შია ჩვე­ნი არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის­თვის. როცა გა­მო­დი­ხარ და ამ­ბობ, რომ შენ ხარ პირ­ვე­ლი რე­ფორ­მა­ტო­რი აღი­ა­რე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ბან­კის მიერ, მსოფ­ლი­ო­ში მო­წი­ნა­ვე რე­ფორ­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან ძნე­ლია ყვე­ლა­ზე თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის­თვი­საც კი, ხმა მის­ცეს მის და­ქუც­მა­ცე­ბას, მაგ­რამ თუ შენ თვი­თონ წა­იყ­რი თავ­ზე ნა­ცარს და იტყვი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სიც­რუ­ეა, რა თქმა უნდა, ეს საფრ­თხე გა­იზ­რდე­ბა. ბილ კლინ­ტონ­მა მი­თხრა ვა­შინგტონ­ში, ჩავ­დი­ვარ ყვე­ლა­ზე უფრო შო­რე­ულ ქვეყ­ნებ­ში და მე­უბ­ნე­ბი­ან, ქარ­თულ რე­ფორ­მებ­ზე მოგ­ვი­ყე­ვიო. ამის წყალ­ში გა­დაგ­დე­ბა არა­ვი­თარ შემ­თვხე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა. არის კი­დევ მე­ო­რე სა­კი­თხი - თუ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ვაბ­რა­ლებთ ომის და­წყე­ბას და და­ვი­წყებთ გა­მო­ძი­ე­ბას, ეს გა­აძ­ლი­ე­რებს პუ­ტი­ნის და ლავ­რო­ვის პო­ზი­ცი­ას აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბის კუ­თხით. თუ ჩვენ თვი­თონ­ვე გა­მო­ვა­ცხა­დებთ აფხა­ზე­თის ე.წ. მთავ­რო­ბას და ცხინ­ვა­ლის ე.წ. მთავ­რო­ბას მხა­რე­ე­ბად, მა­შინ გა­ვაძ­ლი­ე­რებთ პუ­ტი­ნის და ლავ­რო­ვის პო­ზი­ცი­ებს. ამი­ტომ მე, რამ­დე­ნიც არ უნდა ვი­ა­რო მსოფ­ლი­ო­ში (და მინ­და, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც აქ იყოს დღეს ჩემ­თან), თუ შიგ­ნით არ გვექ­ნე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რად სწო­რი პო­ზი­ცი­ე­ბი, ჩვენ ამ ბრძო­ლა­ში და­ვი­ხევთ უკან და პი­რი­ქით - წა­ვი­წევთ წინ, თუ მივ­ყვე­ბით იმას, რა­საც აქამ­დე ვა­კე­თებ­დით", - აღ­ნიშ­ნავს პრე­ზი­დენ­ტი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, ვა­ნუ­ა­ტუმ აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­უქ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

მიხეილ სააკაშვილი - აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების თაობაზე რუსეთის მცდელობა ბლოკირებული გვაქვს

 მიხეილ სააკაშვილი - აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების თაობაზე რუსეთის მცდელობა ბლოკირებული გვაქვს

ჩვენ, პრაქტიკულად, სასწაული შევძელით და აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე რუსეთის მცდელობა ბლოკირებული გვაქვს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების საკითხზე კომენტირებისას აცხადებს.

"შეიძლება ადამიანმა დასვას კითხვა, რას დავდევთ ყველა ამ ქვეყანას, რომლის სახელიც შეიძლება ქართველების უმეტესობას არც კი გაგვიგია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა ამ ქვეყანას აქვს თითო ხმა გაერო-ში - რუსეთმა გაერო-ში თავისი ოკუპაცია რომ დააკანონოს და ჩვენი ტერიტორიების მიტაცება გახადოს, მისი თვალსაზრისით, შეუქცევადი, მას სჭირდება რაც შეიძლება მეტი ხმა ორგანიზაციის წევრებისა, ამიტომ ის დაშინების, დარწმუნების და მოსყიდვის წარმოუდგენელ დიპლომატიურ მცდელობებს აწარმოებს მთელს მსოფლიოში. თუმცა, ჩვენ ამ პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ბოლო წლებში გვქონდა დიდი წარმატებები. პრაქტიკულად ეს პროცესი ბოლომდე დავბლოკეთ. ჩვენ ყველა კონტინენტზე ვიმუშავეთ - მაგალითად, ფიჯიში იყო ვიღაც, რუსეთის რეზიდენტი, უამრავი ფულით, რამდენიმე მილიონი დახარჯა ვანუატუში, ტუალუში, ნაურუში და სხვა ქვეყნებთანაც დადიოდა. ფიჯის მთავრობამ ეს ადამიანი თავისი ქვეყნიდან გააძევა და ის ამ რეგიონში საერთოდ ვერ ბრუნდება. ესაა ნათელი მაგალითი, რას ნიშნავს მიზანმიმართული დიპლომატიური ძალისხმევა. მართლაც სასწაული შევძელით, ჯერჯერობით, პრაქტიკულად ბლოკირებული გვაქვს რუსეთის ეს მცდელობა", - აცხადებს პრეზიდენტი.

ამასთან, ქვეყნის პირველი პირი საქართველოს ახალ მთავრობასაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში "ფუნდამენტურად სწორი პოზიციები" ჩამოაყალიბოს.

"ძალიან საშიშია იმაზე ლაპარაკი, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგები იყო სიცრუე - ეს საშიშია ჩვენი არაღიარების პოლიტიკისთვის. როცა გამოდიხარ და ამბობ, რომ შენ ხარ პირველი რეფორმატორი აღიარებული მსოფლიო ბანკის მიერ, მსოფლიოში მოწინავე რეფორმების თვალსაზრისით, ძალიან ძნელია ყველაზე თავზეხელაღებული მთავრობისთვისაც კი, ხმა მისცეს მის დაქუცმაცებას, მაგრამ თუ შენ თვითონ წაიყრი თავზე ნაცარს და იტყვი, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა, რა თქმა უნდა, ეს საფრთხე გაიზრდება. ბილ კლინტონმა მითხრა ვაშინგტონში, ჩავდივარ ყველაზე უფრო შორეულ ქვეყნებში და მეუბნებიან, ქართულ რეფორმებზე მოგვიყევიო. ამის წყალში გადაგდება არავითარ შემთვხევაში არ შეიძლება. არის კიდევ მეორე საკითხი - თუ ჩვენ საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას და დავიწყებთ გამოძიებას, ეს გააძლიერებს პუტინის და ლავროვის პოზიციას აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების მოპოვების კუთხით. თუ ჩვენ თვითონვე გამოვაცხადებთ აფხაზეთის ე.წ. მთავრობას და ცხინვალის ე.წ. მთავრობას მხარეებად, მაშინ გავაძლიერებთ პუტინის და ლავროვის პოზიციებს. ამიტომ მე, რამდენიც არ უნდა ვიარო მსოფლიოში (და მინდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროც აქ იყოს დღეს ჩემთან), თუ შიგნით არ გვექნება ფუნდამენტურად სწორი პოზიციები, ჩვენ ამ ბრძოლაში დავიხევთ უკან და პირიქით - წავიწევთ წინ, თუ მივყვებით იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით", - აღნიშნავს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვანუატუმ აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?