პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაჩი გრძელიშვილი - "არ მჯერა ევრო-ამერიკული შეთქმულებისა და არც იმისა, რომ საქართველოს იატაკქვეშეთში გეი ორგანიზაცია მძვინვარებს"
დაჩი გრძელიშვილი - "არ მჯერა ევრო-ამერიკული შეთქმულებისა და არც იმისა, რომ საქართველოს იატაკქვეშეთში გეი ორგანიზაცია მძვინვარებს"

ჟურ­ნა­ლის­ტი დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტუ­სებს "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ვფურ­ცლავ ფე­ის­ბუკს. რამ­დე­ნი სი­ძულ­ვი­ლია... თა­მა­მი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ტრაქ­ტა­ტე­ბი და სა­კუ­თარ სი­მარ­თლე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი კვლავ სი­ძულ­ვი­ლი. ნატ­ვრის ხე­სა­ვით, ყვე­ლა ცდი­ლობს 17 მა­ისს სა­კუ­თა­რი სა­ნიშ­ნე შე­ა­ბას - პო­ლი­ტი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი, შეთ­ქმუ­ლე­ბი­თი, ბრიყ­ვუ­ლი, არა ბრიყ­ვუ­ლი... აბა, მე ნიც­შეს­თან სად მო­ვალ, ჩემო უც­ნო­ბო მე­გობ­რე­ბო. და მა­ინც, ნუ იტყვით, რომ ღმერ­თი მოკ­ვდა. იმი­ტომ კი არა, რომ ამის თქმა სა­ში­შია და თმე­ბი გაგცვივ­დე­ბათ:) არც ისე ახა­ლია და არც ისე სა­ში­ში - თუნ­დაც, ამ სი­ტყვე­ბის წარ­მოთ­ქმი­სას უჩ­ვე­უ­ლო სი­თა­მა­მე იგ­რძნოთ. დიახ, ღმერ­თი მოკ­ვდა - ეს დიდი ხნის წინ იყო, ქა­ჩალ­გო­რა­ზე. მერე აღ­დგა და მას შემ­დეგ მხო­ლოდ ჩვე­ნი, ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლებ­ში კვდე­ბა ხოლ­მე - ჩვენს გა­ბო­რო­ტე­ბულ, გა­ამ­პარ­ტავ­ნე­ბულ გუ­ლებ­ში... და აქაც, მჯე­რა, რომ ადრე თუ გვი­ან ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის გულ­ში აღ­დგე­ბა უფა­ლი, ისე­ვე რო­გორც გოლ­გო­თა­ზე. სა­მა­გი­ე­როდ, არ მჯე­რა ევრო-ამე­რი­კუ­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბი­სა და არც იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში გეი ორ­გა­ნი­ზა­ცია მძვინ­ვა­რებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი დი­ი­ი­დი და უსინ­დი­სო ზღა­პა­რია, მო­გო­ნი­ლი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მა­ვანთ პა­ტი­ო­სან, გუ­ლუბ­რყვი­ლო და არა­მარ­თლზო­მი­ე­რი ქა­და­გე­ბით გა­ა­ვე­ბულ მორ­წმუ­ნე­თა გრძნო­ბებ­ზე ითა­მა­შონ და გარე სამ­ყა­როს თვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო თა­ლი­ბან­თან გა­ა­ი­გი­ვონ. მო­ი­ნათ­ლა კი­დეც "გე­ე­ბის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვად" აქ­ცია, სა­დაც გე­ე­ბი არ ყო­ფი­ლან. ახლა ნა­წი­ლი ფე­ის­ბუ­კე­თი გე­ე­ბის­გან დაღ­რღნილ ეროვ­ნულ სულს დას­ტი­რის, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი შავ­რაზ­მელ მღვდლებს აგი­ნებს. 17 მა­ი­სამ­დე ხომ ისე მი­ვე­დით, რომ ბუზი სპი­ლოდ, ვაქ­ცი­ეთ. ახლა იმ­დენს ნუ ვი­ზამთ, ამ ჩვე­ნი­ვე გა­მო­გო­ნილ­მა სპი­ლომ გაგ­ვჭყლი­ტოს...", - წერს გრძე­ლიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დაჩი გრძელიშვილი - "არ მჯერა ევრო-ამერიკული შეთქმულებისა და არც იმისა, რომ საქართველოს იატაკქვეშეთში გეი ორგანიზაცია მძვინვარებს"

დაჩი გრძელიშვილი - "არ მჯერა ევრო-ამერიკული შეთქმულებისა და არც იმისა, რომ საქართველოს იატაკქვეშეთში გეი ორგანიზაცია მძვინვარებს"

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებს "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ვფურცლავ ფეისბუკს. რამდენი სიძულვილია... თამამი ფილოსოფიური ტრაქტატები და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული კვლავ სიძულვილი. ნატვრის ხესავით, ყველა ცდილობს 17 მაისს საკუთარი სანიშნე შეაბას - პოლიტიკური, რელიგიური, ფილოსოფიური, შეთქმულებითი, ბრიყვული, არა ბრიყვული... აბა, მე ნიცშესთან სად მოვალ, ჩემო უცნობო მეგობრებო. და მაინც, ნუ იტყვით, რომ ღმერთი მოკვდა. იმიტომ კი არა, რომ ამის თქმა საშიშია და თმები გაგცვივდებათ:) არც ისე ახალია და არც ისე საშიში - თუნდაც, ამ სიტყვების წარმოთქმისას უჩვეულო სითამამე იგრძნოთ. დიახ, ღმერთი მოკვდა - ეს დიდი ხნის წინ იყო, ქაჩალგორაზე. მერე აღდგა და მას შემდეგ მხოლოდ ჩვენი, ცალკეული ადამიანების გულებში კვდება ხოლმე - ჩვენს გაბოროტებულ, გაამპარტავნებულ გულებში... და აქაც, მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ყველა ადამიანის გულში აღდგება უფალი, ისევე როგორც გოლგოთაზე. სამაგიეროდ, არ მჯერა ევრო-ამერიკული შეთქმულებისა და არც იმისა, რომ საქართველოს იატაკქვეშეთში გეი ორგანიზაცია მძვინვარებს. ეს ყველაფერი დიიიდი და უსინდისო ზღაპარია, მოგონილი მხოლოდ იმიტომ, რომ მავანთ პატიოსან, გულუბრყვილო და არამართლზომიერი ქადაგებით გაავებულ მორწმუნეთა გრძნობებზე ითამაშონ და გარე სამყაროს თვალში საქართველო თალიბანთან გააიგივონ. მოინათლა კიდეც „გეების აქციის დარბევად“ აქცია, სადაც გეები არ ყოფილან. ახლა ნაწილი ფეისბუკეთი გეებისგან დაღრღნილ ეროვნულ სულს დასტირის, მეორე ნაწილი კი შავრაზმელ მღვდლებს აგინებს. 17 მაისამდე ხომ ისე მივედით, რომ ბუზი სპილოდ, ვაქციეთ. ახლა იმდენს ნუ ვიზამთ, ამ ჩვენივე გამოგონილმა სპილომ გაგვჭყლიტოს...", - წერს გრძელიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს