საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაიტანეთ სტრიპტიზბარი!" - "ბორდელს რომ ტაძრის წინ გაგიხსიან, მეტი დაცინვა რა უნდა იყოს?"
"გაიტანეთ სტრიპტიზბარი!" - "ბორდელს რომ ტაძრის წინ გაგიხსიან, მეტი დაცინვა რა უნდა იყოს?"

"ერთი თვეა, რაც რუს­თავ­ში "სტრიპ­ტიზ­ბა­რი" გა­იხ­სნა და ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად გვექ­ცა. კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი თუ ჩვენს მო­თხოვ­ნას არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბით, ამ ბა­რის კარი ავ­ჭე­დოთ. პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში მო­ვიქ­ცე­ო­დით ასე, მაგ­რამ მერე ვი­ღაც პრო­ვო­კა­ტო­რი იტყო­და, - აი, ნა­ხეთ, ახ­ლოს ეკ­ლე­სია დგას და ხალ­ხი მღვდლებ­მა წა­ა­ქე­ზე­სო. მით უმე­ტეს, რომ ბა­რის მე­პატ­რო­ნე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ვი­საც ძა­ლი­ან უნდა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის­თვის მო­ძა­ლა­დის იმი­ჯის შექ­მნა, ჩვე­ნი პრო­ტეს­ტიც ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნოს. არა­და, ჩვენ მხო­ლოდ ძილი და სიმ­შვი­დე გვინ­და. გა­ი­ტა­ნეთ ეს სტრიპ­ტიზ­ბა­რი!" - ასე­თი წე­რი­ლით მი­მარ­თეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს რუს­თავ­ში, მეს­ხიშ­ვი­ლის ქუჩა N16-ში მცხოვ­რებ­ლებ­მა.

რუს­თავ­ში, მეს­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის ერთ მხა­რეს წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ეკ­ლე­სია დგას, მის წინ კი სტრიპ­ტიზ­ბა­რია, რო­მელ­საც მო­ცეკ­ვა­ვე, შიშ­ვე­ლი ქა­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი უზარ­მა­ზა­რი აბრა "ამ­შვე­ნებს".

გო­გი­ტა მე­ლი­ქი­ძე, რუს­თა­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დარ­ბა­ზის ხელ­მძღვა­ნე­ლი: - ეკ­ლე­სი­ი­დან გა­მო­სულს შიშ­ვე­ლი ქა­ლის ეს უზარ­მა­ზა­რი აბრა გე­ფე­თე­ბა. მე­ჩე­თის და სი­ნა­გო­გის წინ მსგავ­სი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბას და­უშ­ვე­ბენ?! სტრიპ­ტიზ­ბა­რამ­დე აქ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სახ­ლი იყო, სა­დაც ათას­გვა­რი უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბო­და. ის და­ხუ­რეს და უა­რე­სი გახ­სნეს. თით­ქოს ვი­ღაც გან­გებ ცდი­ლობს, ხალ­ხს მოთ­მი­ნე­ბა და­ა­კარ­გვი­ნოს. ვი­ღაც იტყვის, ნუ შეხ­ვალ და აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სახ­ლიც და­ი­ხუ­რე­ბა და სტრიპ­ტიზ­ბა­რი­ცო, მაგ­რამ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ხომ არ არის სრულ­ყო­ფი­ლი, ყვე­ლას არ შე­უძ­ლია, ცდუ­ნე­ბას გა­უძ­ლოს. გვი­ან ღა­მით აქ სა­ში­ნე­ლი ჩხუ­ბი იმარ­თე­ბა, მთვრა­ლე­ბი მე­ძა­ვებს ვერ იყო­ფენ და ხო­ცა­ვენ ერ­თმა­ნეთს.

ნანა ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი, მეს­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მო­ბი­ნად­რე: - შე­ნო­ბა, რო­მელ­შიც სტრიპ­ტიზ­ბა­რი გახ­სნეს, რამ­დე­ნი­მე წლის წინ კა­ნონ­დარ­ღვე­ვით აშენ­და. ბევ­რი ვიყ­ვი­რეთ, მაგ­რამ... სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­სა და მის გვერ­დით მდგომ შე­ნო­ბას შო­რის და­შო­რე­ბა ხომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ნე­ბარ­თვის გამ­ცემ­მა არაფ­რად ჩა­აგ­დო სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მე­ბი და მე­პატ­რო­ნე თავ­ზე დაგ­ვას­ვა. ისიც ისე აქი­რა­ვებს, არ აინ­ტე­რე­სებს, შევ­წუხ­დე­ბით თუ არა.

ლელა ღონ­ღა­ძე, პე­და­გო­გი: - სტრიპ­ტი­ზკ­ლუ­ბი იხ­სნე­ბა ქა­ლაქ­ში, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ნორ­მა­ლუ­რი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გვაქვს. ყო­ველ ღა­მით ყვი­რი­ლი, ჩხუ­ბი, უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი ის­მის. ასე­თი ხოც­ვა-ჟლე­ტა იყო მა­ში­ნაც, რო­დე­საც აქ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სახ­ლი იყო, მა­შინ ფულს ვერ იყოფ­დნენ, ახლა - მე­ძა­ვებს. აღ­კვე­თონ ეს ღრი­ან­ცე­ლი და უზ­ნე­ო­ბა! თუ პო­ლი­ცია ვერ მოგ­ვიგ­ვა­რებს ამას, სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თავთ!

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"გაიტანეთ სტრიპტიზბარი!" - "ბორდელს რომ ტაძრის წინ გაგიხსიან, მეტი დაცინვა რა უნდა იყოს?"

"გაიტანეთ სტრიპტიზბარი!" - "ბორდელს რომ ტაძრის წინ გაგიხსიან, მეტი დაცინვა რა უნდა იყოს?"

"ერთი თვეა, რაც რუსთავში "სტრიპტიზბარი" გაიხსნა და ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა. კომპეტენტური ორგანოები თუ ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, იძულებული გავხდებით, ამ ბარის კარი ავჭედოთ. პირველივე დღეებში მოვიქცეოდით ასე, მაგრამ მერე ვიღაც პროვოკატორი იტყოდა, - აი, ნახეთ, ახლოს ეკლესია დგას და ხალხი მღვდლებმა წააქეზესო. მით უმეტეს, რომ ბარის მეპატრონე აზერბაიჯანელია, არ არის გამორიცხული, ვისაც ძალიან უნდა ქართული ეკლესიისთვის მოძალადის იმიჯის შექმნა, ჩვენი პროტესტიც ეკლესიის წინააღმდეგ გამოიყენოს. არადა, ჩვენ მხოლოდ ძილი და სიმშვიდე გვინდა. გაიტანეთ ეს სტრიპტიზბარი!" - ასეთი წერილით მიმართეს სამართალდამცავებს რუსთავში, მესხიშვილის ქუჩა N16-ში მცხოვრებლებმა.

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის ერთ მხარეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია დგას, მის წინ კი სტრიპტიზბარია, რომელსაც მოცეკვავე, შიშველი ქალის გამოსახულებიანი უზარმაზარი აბრა "ამშვენებს".

გოგიტა მელიქიძე, რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელი: - ეკლესიიდან გამოსულს შიშველი ქალის ეს უზარმაზარი აბრა გეფეთება. მეჩეთის და სინაგოგის წინ მსგავსი ტიპის დაწესებულების არსებობას დაუშვებენ?! სტრიპტიზბარამდე აქ აზარტული თამაშების სახლი იყო, სადაც ათასგვარი უბედურება ხდებოდა. ის დახურეს და უარესი გახსნეს. თითქოს ვიღაც განგებ ცდილობს, ხალხს მოთმინება დააკარგვინოს. ვიღაც იტყვის, ნუ შეხვალ და აზარტული თამაშების სახლიც დაიხურება და სტრიპტიზბარიცო, მაგრამ ყველა ადამიანი ხომ არ არის სრულყოფილი, ყველას არ შეუძლია, ცდუნებას გაუძლოს. გვიან ღამით აქ საშინელი ჩხუბი იმართება, მთვრალები მეძავებს ვერ იყოფენ და ხოცავენ ერთმანეთს.

ნანა ნანობაშვილი, მესხიშვილის ქუჩის მობინადრე: - შენობა, რომელშიც სტრიპტიზბარი გახსნეს, რამდენიმე წლის წინ კანონდარღვევით აშენდა. ბევრი ვიყვირეთ, მაგრამ... საცხოვრებელ კორპუსსა და მის გვერდით მდგომ შენობას შორის დაშორება ხომ უნდა ყოფილიყო. ნებართვის გამცემმა არაფრად ჩააგდო საკანონმდებლო ნორმები და მეპატრონე თავზე დაგვასვა. ისიც ისე აქირავებს, არ აინტერესებს, შევწუხდებით თუ არა.

ლელა ღონღაძე, პედაგოგი: - სტრიპტიზკლუბი იხსნება ქალაქში, სადაც მოსწავლეებისთვის ნორმალური სასწავლო დაწესებულებები არ გვაქვს. ყოველ ღამით ყვირილი, ჩხუბი, უწმაწური სიტყვების კორიანტელი ისმის. ასეთი ხოცვა-ჟლეტა იყო მაშინაც, როდესაც აქ აზარტული თამაშების სახლი იყო, მაშინ ფულს ვერ იყოფდნენ, ახლა - მეძავებს. აღკვეთონ ეს ღრიანცელი და უზნეობა! თუ პოლიცია ვერ მოგვიგვარებს ამას, სასამართლოს მივმართავთ!

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"