სამართალი
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა მშვიდობიანი მიდგომით უნდა მოგვარდეს
ირაკლი ღარიბაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა მშვიდობიანი მიდგომით უნდა მოგვარდეს

სა­ზე­ი­მო და სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში, რო­გორც წესი, პრობ­ლე­მებ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ მე არ შე­მიძ­ლია გვერ­დი ავუ­ა­რო ჩვე­ნი ქვეყ­ნის დიდ სატ­კი­ვარს, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კა­რა­ლეთ­ში, პო­ლი­ცი­ე­ლის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ბედ­ნი­ე­რია, რომ ამ დღე­სას­წა­უ­ლი­სად­მი მი­ძღვნილ პირ­ველ ღო­ნის­ძი­ე­ბას კა­რა­ლეთ­ში ხვდე­ბა, იმ ის­ტო­რი­ულ ად­გილ­ზე, რო­მე­ლიც XI-XII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში შიდა ქარ­თლის პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი იყო.

"სწო­რედ ამ ად­გი­ლას, კა­რა­ლეთ­ში, აქ იდგა ჩვე­ნი მეფე და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი 1110 წელს და სწო­რედ აქე­დან იგე­რი­ებ­და მტრის შე­მო­სე­ვებს. ყო­ვე­ლი­ვე ამას იმი­ტომ შე­გახ­სნებთ, რომ წა­მი­თაც არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ რა სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ამ ად­გილს ერ­თი­ა­ნი ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, რო­გორც ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნოს, მისი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის, სპე­ცი­ა­ლუ­რი და სა­ნა­გე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ცენ­ტრის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის, შიდა ქარ­თლის სამ­ხა­რეო და­ნა­ყო­ფის პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­სია გა­კის­რი­ათ - ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი ნა­წი­ლის, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვა, აქ მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

სა­ზე­ი­მო და სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში, რო­გორც წესი, პრობ­ლე­მებ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ მე არ შე­მიძ­ლია გვერ­დი ავუ­ა­რო ჩვე­ნი ქვეყ­ნის დიდ სატ­კი­ვარს. სულ რა­ღაც რა­მო­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია, ეს არის ჩვენ­თვის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა. ჩვე­ნი სატ­კი­ვა­რი, რო­მე­ლიც გო­ნივ­რუ­ლი, თან­მიმ­დევ­რუ­ლი, მა­ღალ პრო­ფე­სი­უ­ლი, მხო­ლოდ და მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი, კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი მიდ­გო­მით უნდა მოგ­ვარ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მან­ვე პა­ტი­ვი მი­ა­გო იმ რი­გი­თი ოფიც­რე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო პირ­თა ხსოვ­ნას, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლას შე­ე­წირ­ნენ და "ისი­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის გმი­რე­ბი არი­ან".

"მე მინ­და კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ იმ თავ­და­დე­ბის­თვის, რომ­ლი­თაც ემ­სა­ხუ­რე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნას. მჯე­რა, რომ ჩვენ კვლა­ვაც ღირ­სე­უ­ლად გან­ვაგ­რძობთ სამ­სა­ხურს და თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, სი­ცო­ცხლეს არ და­ვი­შუ­რებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ. ჩემი და არა მარ­ტო ჩემი, ჩვე­ნი უდი­დე­სი სურ­ვი­ლია, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩვენს უწყე­ბას აქ, ამ ად­გილ­ზე არ დას­ჭირ­დეს სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლით აღი­ა­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ, მათ შო­რის ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მკვიდრთაც, კვლავ ერ­თად გა­აგ­რძე­ლონ მე­გობ­რუ­ლი, ძმუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა", - დას­ძი­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი ღარიბაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა მშვიდობიანი მიდგომით უნდა მოგვარდეს

ირაკლი ღარიბაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა მშვიდობიანი მიდგომით უნდა მოგვარდეს

საზეიმო და სადღესასწაულო დღეებში, როგორც წესი, პრობლემებზე არ საუბრობენ, მაგრამ მე არ შემიძლია გვერდი ავუარო ჩვენი ქვეყნის დიდ სატკივარს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კარალეთში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ბედნიერია, რომ ამ დღესასწაულისადმი მიძღვნილ პირველ ღონისძიებას კარალეთში ხვდება, იმ ისტორიულ ადგილზე, რომელიც XI-XII საუკუნეებში შიდა ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო.

"სწორედ ამ ადგილას, კარალეთში, აქ იდგა ჩვენი მეფე დავით აღმაშენებელი 1110 წელს და სწორედ აქედან იგერიებდა მტრის შემოსევებს. ყოველივე ამას იმიტომ შეგახსნებთ, რომ წამითაც არ უნდა დავივიწყოთ რა სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ამ ადგილს ერთიანი ძლიერი საქართველოსთვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამართალდამცავ ორგანოს, მისი სტრუქტურული ერთეულის, სპეციალური და სანაგებო ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, შიდა ქართლის სამხარეო დანაყოფის პირად შემადგენლობას განსაკუთრებული მისია გაკისრიათ - ჩვენი ტერიტორიის ერთ-ერთი ულამაზესი ნაწილის, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, აქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

საზეიმო და სადღესასწაულო დღეებში, როგორც წესი, პრობლემებზე არ საუბრობენ, მაგრამ მე არ შემიძლია გვერდი ავუარო ჩვენი ქვეყნის დიდ სატკივარს. სულ რაღაც რამოდენიმე კილომეტრში მდებარეობს ცხინვალის რეგიონი. ოკუპირებული ტერიტორია, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენი სატკივარი, რომელიც გონივრული, თანმიმდევრული, მაღალ პროფესიული, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, კეთილმეზობლური მიდგომით უნდა მოგვარდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მანვე პატივი მიაგო იმ რიგითი ოფიცრებისა და სამოქალაქო პირთა ხსოვნას, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ და "ისინი ჩვენი ქვეყნის გმირები არიან".

"მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდადებისთვის, რომლითაც ემსახურებით ჩვენს ქვეყანას. მჯერა, რომ ჩვენ კვლავაც ღირსეულად განვაგრძობთ სამსახურს და თუ საჭირო გახდება, სიცოცხლეს არ დავიშურებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩემი და არა მარტო ჩემი, ჩვენი უდიდესი სურვილია, უახლოეს მომავალში ჩვენს უწყებას აქ, ამ ადგილზე არ დასჭირდეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ტერიტორიების ფარგლებში, საქართველოს ყველა მოქალაქემ, მათ შორის ცხინვალის რეგიონის მკვიდრთაც, კვლავ ერთად გააგრძელონ მეგობრული, ძმური თანაცხოვრება", - დასძინა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?