პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე იაკობი: სასულიერო პირების მიმართ, რომლებსაც 17 მაისს გადაცდომა მოუვიდათ, ეკლესიაც მიიღებს ზომებს
მეუფე იაკობი: სასულიერო პირების მიმართ, რომლებსაც 17 მაისს გადაცდომა მოუვიდათ, ეკლესიაც მიიღებს ზომებს

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც 17 მა­ისს გა­დაც­დო­მა მო­უ­ვი­დათ, ეკ­ლე­სი­აც მი­ი­ღებს ზო­მებს და ვფიქ­რობ, მათ არც სა­ე­რო სა­მარ­თლის წი­ნა­შე წარ­დგო­მა გა­უ­ჭირ­დე­ბათ , - ამის შე­სა­ხებ გარ­დაბ­ნი­სა და მარ­ტყო­ფის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში დღე­ვან­დე­ლი ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა ფაქ­ტი უნდა გა­მო­ი­ძი­ოს და ამას ეკ­ლე­სია არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. "თუ ჩვე­ნე­ბი – ეკ­ლე­სის წევ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან "დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი", ვფიქ­რობ, მათ სა­ე­რო სა­მარ­თლის წი­ნა­შე წარ­დგო­მა არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ. მად­ლო­ბა ღმერ­თს, კარ­გად გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. ფეხ­ბურ­თის გუნ­დე­ბი რომ და­ამ­თავ­რე­ბენ ხოლ­მე თა­მაშს, იქ ხდე­ბა ხოლ­მე ტრა­გე­დი­ე­ბი. ერთი ვიტ­რი­ნაც არ ჩამ­ტვრე­უ­ლა, გა­ტყდა ავ­ტო­ბუ­სის შუშა, ხალ­ხსაც რა­ღაც მო­უ­ვი­და და ალ­ბათ ჩვენც ვის­წავ­ლით, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოც შე­სა­ბა­მის დო­ნე­ზე აღ­მოჩ­ნდა", - ბრძა­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

რო­გორც ეპის­კო­პოს­მა ბრძა­ნა, 17 მა­ისს ერს და­უდ­გა არ­ჩე­ვა­ნი, რად­გან ცოდ­ვას ეკ­ლე­სია ვერ შე­უ­რიგ­დე­ბა. თუმ­ცა, მისი გან­მარ­ტე­ბით, "არა არს კაცი, რო­მე­ლი სცხონ­დეს და არა სცოდ­დეს". "ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად მრა­ვალ ცოდ­ვას ჩავ­დი­ვართ, მაგ­რამ სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბით შეგ­ვიძ­ლია, კვლავ და­ვუბ­რუნ­დეთ უფალს. არა­ვის უნდა ვახ­ვევ­დეთ თავს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესს. თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს აქვს არ­ჩე­ვა­ნი და ერ­თმა­ნე­თის არ­ჩე­ვან­ში არ უნდა ჩა­ვე­რი­ოთ, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­ის­გან და ქარ­თვე­ლი ერის­გან სხვა­ნა­ი­რი საქ­ცი­ე­ლი მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ძა­ლი­ან ცუდ რა­ღა­ცას გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. რო­დე­საც ერის მამა – პატ­რი­არ­ქი მო­გი­წო­დებს, რო­დე­საც არის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ აი­რი­დო გან­საც­დე­ლი, უნდა ისარ­გებ­ლო მარ­ტი­ვი გა­მო­სავ­ლით. პი­რა­დად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი იმ სა­უბ­რებ­ში და ვთხოვ­დი, გა­და­ე­ნაც­ვლათ სხვა­გან. ეს არ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცია – ხალ­ხი შე­იკ­რი­ბა და სა­მარ­თალს ითხოვ­და. რო­დე­საც 100 ათა­სი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბე­ბა, იქ შე­იძ­ლე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი ისე გან­ვი­თარ­დეს, რომ სა­უ­ბე­დუ­როდ ვე­ღა­რა­ფე­რი შეძ­ლოს ადა­მი­ან­მა. რამ­დე­ნი­მე ათე­ულ კაცს იმ მო­მენ­ტში შე­ეძ­ლო და­ეთ­მო, გა­და­სუ­ლი­ყო სხვა­გან და საფრ­თხე არ შე­ექ­მნა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ქვეყ­ნის­თვის", - ბრძა­ნა მე­უ­ფემ.

პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სის თქმით, ხან­გრძლი­ვი სა­უბ­რის მი­უ­ხე­და­ვად შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა, რად­გან "ვი­ღა­ცას სწო­რედ ის აწყობ­და, რაც მოხ­და". რო­გორც მე­უ­ფე ია­კობ­მა აღ­ნიშ­ნა, ამის შემ­დეგ ხალ­ხმა თა­ვი­სი ნება გა­მო­ხა­ტა. "მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ იქ მრა­ვა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი იყო, ხოლო პო­ლი­ცი­ას დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხი ისე აღარ უყუ­რებს, რო­გორც - რამ­დე­ნი­მე თვის წინ. რომ არა პო­ლი­ცია და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, დიდი ტრა­გე­დი­ის წი­ნა­შე დავ­დგე­ბო­დით და ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვის და­ე­კის­რე­ბო­და, რა აზრი აქვს?! ეს მხა­რე­ე­ბი ხომ სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლე­ბი ვართ, გინდ სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნებ­დნენ და ცხოვ­რობ­დნენ, გინდ – ერის ტრა­დი­ცი­ე­ბით. ჩვენ ამა­ყე­ბი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და დედა ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი ვართ. მე იქ ვი­ყა­ვი, რო­გორც ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლი, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და, რად­გან ეპის­კო­პო­სის ჯვა­რი სხვა რა­მეა. მე მხო­ლოდ იმის­თვის მი­ვე­დი, რომ ვინც მიც­ნობს, ის მხა­რე მა­ინც გა­მე­ჩე­რე­ბი­ნა. ასე­ვე იყ­ვნენ მა­მე­ბი, რომ ვი­საც იც­ნობ­დნენ, ისი­ნი გა­ე­ჩე­რე­ბი­ნათ და მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც იყო­ჩა­ღა. მათ ის ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ა­რი­დეს და პო­ლი­ცია და მა­მე­ბი ერ­თად ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ გას­ვლა­ში, თუმ­ცა, მოხ­და სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვე­ბიც. რო­დე­საც ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია, იქ ძნე­ლია მარ­ტო ქრის­ტი­ა­ნო­ბა­სა და მო­რალ­ზე სა­უ­ბა­რი. ბევ­რმა თა­ვის ადა­მი­ა­ნურ ბუ­ნე­ბას ვერ გა­და­ა­ბი­ჯა და ვი­ღა­ცას მტრად შე­ხე­და, შე­ა­გი­ნა ან ხელი მო­უქ­ნია. რო­გორც მი­თხრეს, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც იყ­ვნენ მათ რი­გებ­ში. მე მათ ვერც გა­ვამ­ტყუ­ნებ და ვერც გა­ვა­მარ­თლებ, ისი­ნიც ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და შე­საძ­ლოა ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნათ", - ბრძა­ნა მე­უ­ფემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ძა­ლა­დო­ბა მხო­ლოდ "მუშ­ტის მოქ­ნე­ვა" არ არის და გა­ცი­ლე­ბით მძი­მეა "ფსი­ქი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა" ადა­მი­ა­ნებ­ზე, რა­საც წინა დღე­ებ­ში ჰქონ­და ად­გი­ლი.

"რო­დე­საც გე­უბ­ნე­ბი­ან – და­ძა­ბუ­ლია სი­ტუ­ა­ცია და გა­და­დი სხვა­გან, კე­თი­ლი უნდა ინე­ბო და გა­დახ­ვი­დე. თუ ქვე­ყა­ნა გიყ­ვარს - გა­დახ­ვალ, როცა ქვე­ყა­ნა არ გიყ­ვარს და ფული გიყ­ვარს – მა­შინ არ გა­დახ­ვალ. მე ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, სი­მარ­თლე ვი­ლა­პა­რა­კო, რად­გან ღვთის წი­ნა­შე უნდა წარვდგე, რომ მოვ­კვდე­ბი", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფემ.

პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა იმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც მი­მარ­თა, რომ­ლე­ბის­თვი­საც "სამ­შობ­ლოს დაც­ვა მე­ა­თე­ხა­რის­ხო­ვა­ნია". "ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უნდა და­ვიც­ვათ, მაგ­რამ არ გრცხვე­ნი­ათ, რომ კი­თხვე­ბი მხო­ლოდ იმა­ზეა – ვი­ღა­ცის უფ­ლე­ბებს იცა­ვენ თუ არა. ვის იცავთ და რას იცავთ?! ქარ­თველ­მა ერმა აჩ­ვე­ნა, რას და­ი­ცავს. ეს არ იყო ერთჯე­რა­დი აქტი, ძა­ლი­ან დიდი რამ მოხ­და. ჩვენ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში არ ვე­რე­ვით. არა­ვის არ­სად ვა­ნიშ­ნი­ნებთ და ყვე­ლამ ნახა, რომ სა­მე­ბა­ში წა­ვე­დით. ნუ მი­ვიყ­ვანთ ხალ­ხს იმ დო­ნემ­დე, რო­გორც რამ­დე­ნი­მე თვის წინ – ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს, რო­გო­რი აგ­რე­სია იყო რამ­დე­ნი­მე პი­რის მი­მართ. ამან შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცა­ზე გად­მო­ხეთ­ქოს. თუ გვინ­და ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა, ვინც პა­ტი­ე­ბას ითხოვს, ვა­პა­ტი­ოთ. ისე ნუ გა­მო­ვიყ­ვანთ, რომ მა­მა­ომ ხელი მო­იქ­ნია – ისიც ადა­მი­ა­ნია და ხალ­ხში როცა გა­ე­რია, შე­საძ­ლოა ეს მოხ­და. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სა­მო­ქა­ლა­ქო პირი მო­იქ­ნევს ხელს, მა­მაო თუ სხვა კონ­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი. არ ვა­მარ­თლებ ამას და ვგმობთ ყო­ველ­გვარ ძა­ლა­დო­ბას, მაგ­რამ, ეს მა­გა­ლი­თი უნდა იყოს ყვე­ლას­თვის ჭკუ­ის სას­წავ­ლებ­ლად – ქარ­თვე­ლი კაცი უფალს არ მი­ა­ტო­ვებს. არის რა­ღაც, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ მი­ი­ღებს. ევ­რო­პა ისეთს მიგ­ვი­ღებს, რო­გო­რე­ბიც ვართ. არა მგო­ნია, ევ­რო­პას ჩვენ­თვის ხე­ლის კვრა უნ­დო­დეს, რად­გან ევ­რო­პუ­ლი სივ­რცე ჩვენ­თვის ახ­ლო­ბე­ლი სივ­რცეა, თუმ­ცა ჩვენ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი გვაქვს", - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა.

მე­უ­ფე ია­კობს ეა­მა­ყე­ბა, რომ ქარ­თვე­ლია. მისი თქმით, ბევ­რმა თქვა, რომ ეს სა­მარ­ცხვი­ნო დღე­ე­ბი იყო, თუმ­ცა თა­ვად და­ი­ნა­ხა, რომ "ხალ­ხმა გა­იღ­ვი­ძა". "ეკ­ლე­სია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, ვა­კე­თოთ ის, რა­საც ხალ­ხი მო­ი­თხოვს. წა­ვი­და კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ო­დი, როცა გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ რო­გორ უნდა გვე­ცხოვ­რა. შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ო­დიც წა­ვი­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ო­დიც წა­ვი­და და ყო­ვე­ლი­ვე ამა­ზე ყვე­ლამ ჭკუა უნდა ვის­წავ­ლოთ. მად­ლო­ბა ღმერ­თს, გაჩ­ნდა იმე­დი, რომ ყვე­ლა­ნი ერ­თად შევ­ძლებთ ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბას, სა­დაც ყვე­ლა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით. კარ­გად იცო­დეს ყვე­ლამ, რომ თავს არა­ვის და­ვა­ჩაგ­რი­ნებთ", - ბრძა­ნა მე­უ­ფემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მეუფე იაკობი: სასულიერო პირების მიმართ, რომლებსაც 17 მაისს გადაცდომა მოუვიდათ, ეკლესიაც მიიღებს ზომებს

მეუფე იაკობი: სასულიერო პირების მიმართ, რომლებსაც 17 მაისს გადაცდომა მოუვიდათ, ეკლესიაც მიიღებს ზომებს

სასულიერო პირების მიმართ, რომლებსაც 17 მაისს გადაცდომა მოუვიდათ, ეკლესიაც მიიღებს ზომებს და ვფიქრობ, მათ არც საერო სამართლის წინაშე წარდგომა გაუჭირდებათ , - ამის შესახებ გარდაბნისა და მარტყოფის მიტროპოლიტმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა ფაქტი უნდა გამოიძიოს და ამას ეკლესია არ ეწინააღმდეგება. "თუ ჩვენები – ეკლესის წევრები იქნებიან "დამნაშავეები", ვფიქრობ, მათ საერო სამართლის წინაშე წარდგომა არ გაუჭირდებათ. მადლობა ღმერთს, კარგად გადაგვარჩინა. ფეხბურთის გუნდები რომ დაამთავრებენ ხოლმე თამაშს, იქ ხდება ხოლმე ტრაგედიები. ერთი ვიტრინაც არ ჩამტვრეულა, გატყდა ავტობუსის შუშა, ხალხსაც რაღაც მოუვიდა და ალბათ ჩვენც ვისწავლით, მაგრამ სახელმწიფოც შესაბამის დონეზე აღმოჩნდა", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

როგორც ეპისკოპოსმა ბრძანა, 17 მაისს ერს დაუდგა არჩევანი, რადგან ცოდვას ეკლესია ვერ შეურიგდება. თუმცა, მისი განმარტებით, "არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდდეს". "ჩვენ ყოველდღიურად მრავალ ცოდვას ჩავდივართ, მაგრამ სინანულის გრძნობით შეგვიძლია, კვლავ დავუბრუნდეთ უფალს. არავის უნდა ვახვევდეთ თავს ჩვენი ცხოვრების წესს. თითოეულ ადამიანს აქვს არჩევანი და ერთმანეთის არჩევანში არ უნდა ჩავერიოთ, მაგრამ ეკლესიისგან და ქართველი ერისგან სხვანაირი საქციელი მიუღებელი იქნებოდა. მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ცუდ რაღაცას გადაგვარჩინა. როდესაც ერის მამა – პატრიარქი მოგიწოდებს, როდესაც არის საშუალება, რომ აირიდო განსაცდელი, უნდა ისარგებლო მარტივი გამოსავლით. პირადად ვმონაწილეობდი იმ საუბრებში და ვთხოვდი, გადაენაცვლათ სხვაგან. ეს არ იყო ორგანიზებული აქცია – ხალხი შეიკრიბა და სამართალს ითხოვდა. როდესაც 100 ათასი ადამიანი შეიკრიბება, იქ შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ საუბედუროდ ვეღარაფერი შეძლოს ადამიანმა. რამდენიმე ათეულ კაცს იმ მომენტში შეეძლო დაეთმო, გადასულიყო სხვაგან და საფრთხე არ შეექმნა საზოგადოებისა და ქვეყნისთვის", - ბრძანა მეუფემ.

პატრიარქის ქორეპისკოპოსის თქმით, ხანგრძლივი საუბრის მიუხედავად შეთანხმება ვერ შედგა, რადგან "ვიღაცას სწორედ ის აწყობდა, რაც მოხდა". როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ამის შემდეგ ხალხმა თავისი ნება გამოხატა. "მადლობა ღმერთს, რომ იქ მრავალი სასულიერო პირი იყო, ხოლო პოლიციას დღევანდელ საქართველოში ხალხი ისე აღარ უყურებს, როგორც - რამდენიმე თვის წინ. რომ არა პოლიცია და სასულიერო პირები, დიდი ტრაგედიის წინაშე დავდგებოდით და ამაზე პასუხისმგებლობა ვის დაეკისრებოდა, რა აზრი აქვს?! ეს მხარეები ხომ საქართველოს შვილები ვართ, გინდ სხვანაირად აზროვნებდნენ და ცხოვრობდნენ, გინდ – ერის ტრადიციებით. ჩვენ ამაყები ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეები და დედა ეკლესიის წევრები ვართ. მე იქ ვიყავი, როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან ეპისკოპოსის ჯვარი სხვა რამეა. მე მხოლოდ იმისთვის მივედი, რომ ვინც მიცნობს, ის მხარე მაინც გამეჩერებინა. ასევე იყვნენ მამები, რომ ვისაც იცნობდნენ, ისინი გაეჩერებინათ და მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებამაც იყოჩაღა. მათ ის ადამიანები გაარიდეს და პოლიცია და მამები ერთად ეხმარებოდნენ გასვლაში, თუმცა, მოხდა სამწუხარო შემთხვევებიც. როდესაც ამდენი ადამიანია, იქ ძნელია მარტო ქრისტიანობასა და მორალზე საუბარი. ბევრმა თავის ადამიანურ ბუნებას ვერ გადააბიჯა და ვიღაცას მტრად შეხედა, შეაგინა ან ხელი მოუქნია. როგორც მითხრეს, სასულიერო პირებიც იყვნენ მათ რიგებში. მე მათ ვერც გავამტყუნებ და ვერც გავამართლებ, ისინიც ადამიანები არიან და შესაძლოა ნერვებმა უმტყუნათ", - ბრძანა მეუფემ.

მისი განმარტებით, ძალადობა მხოლოდ "მუშტის მოქნევა" არ არის და გაცილებით მძიმეა "ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა" ადამიანებზე, რასაც წინა დღეებში ჰქონდა ადგილი.

"როდესაც გეუბნებიან – დაძაბულია სიტუაცია და გადადი სხვაგან, კეთილი უნდა ინებო და გადახვიდე. თუ ქვეყანა გიყვარს - გადახვალ, როცა ქვეყანა არ გიყვარს და ფული გიყვარს – მაშინ არ გადახვალ. მე ვალდებული ვარ, სიმართლე ვილაპარაკო, რადგან ღვთის წინაშე უნდა წარვდგე, რომ მოვკვდები", - აღნიშნა მეუფემ.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იმ ჟურნალისტებსაც მიმართა, რომლებისთვისაც "სამშობლოს დაცვა მეათეხარისხოვანია". "ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანი უნდა დავიცვათ, მაგრამ არ გრცხვენიათ, რომ კითხვები მხოლოდ იმაზეა – ვიღაცის უფლებებს იცავენ თუ არა. ვის იცავთ და რას იცავთ?! ქართველმა ერმა აჩვენა, რას დაიცავს. ეს არ იყო ერთჯერადი აქტი, ძალიან დიდი რამ მოხდა. ჩვენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვერევით. არავის არსად ვანიშნინებთ და ყველამ ნახა, რომ სამებაში წავედით. ნუ მივიყვანთ ხალხს იმ დონემდე, როგორც რამდენიმე თვის წინ – ყველას კარგად ახსოვს, როგორი აგრესია იყო რამდენიმე პირის მიმართ. ამან შეიძლება, ვიღაცაზე გადმოხეთქოს. თუ გვინდა ქვეყნის კეთილდღეობა, ვინც პატიებას ითხოვს, ვაპატიოთ. ისე ნუ გამოვიყვანთ, რომ მამაომ ხელი მოიქნია – ისიც ადამიანია და ხალხში როცა გაერია, შესაძლოა ეს მოხდა. მნიშვნელობა არ აქვს, სამოქალაქო პირი მოიქნევს ხელს, მამაო თუ სხვა კონფესიის ადამიანი. არ ვამართლებ ამას და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ, ეს მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის ჭკუის სასწავლებლად – ქართველი კაცი უფალს არ მიატოვებს. არის რაღაც, რასაც საზოგადოება არ მიიღებს. ევროპა ისეთს მიგვიღებს, როგორებიც ვართ. არა მგონია, ევროპას ჩვენთვის ხელის კვრა უნდოდეს, რადგან ევროპული სივრცე ჩვენთვის ახლობელი სივრცეა, თუმცა ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს", - აღნიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.

მეუფე იაკობს ეამაყება, რომ ქართველია. მისი თქმით, ბევრმა თქვა, რომ ეს სამარცხვინო დღეები იყო, თუმცა თავად დაინახა, რომ "ხალხმა გაიღვიძა". "ეკლესია და ხელისუფლება ვალდებული ვართ, ვაკეთოთ ის, რასაც ხალხი მოითხოვს. წავიდა კომუნისტების პერიოდი, როცა გვეუბნებოდნენ როგორ უნდა გვეცხოვრა. შევარდნაძის პერიოდიც წავიდა, სააკაშვილის პერიოდიც წავიდა და ყოველივე ამაზე ყველამ ჭკუა უნდა ვისწავლოთ. მადლობა ღმერთს, გაჩნდა იმედი, რომ ყველანი ერთად შევძლებთ ძლიერი სახელმწიფოს აშენებას, სადაც ყველანი თავისუფლები ვიქნებით. კარგად იცოდეს ყველამ, რომ თავს არავის დავაჩაგრინებთ", - ბრძანა მეუფემ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"