მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანკა კალატოზიშვილი: "არ მიყვარს ხალხის თანდასწრებით ეკრანზე საკუთარი თავის ყურება"
ნანკა კალატოზიშვილი: "არ მიყვარს ხალხის თანდასწრებით ეკრანზე საკუთარი თავის ყურება"

გა­სულ კვი­რას, სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ახა­ლი ქარ­თუ­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის - "ნა­წი­ლე­ბი" - პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა. ფილმში მო­თხრო­ბი­ლია სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­რი­მენ­ტის დღემ­დე უც­ნო­ბი ენერ­გე­ტი­კუ­ლი წყა­როს შე­სა­ხებ, რო­მელ­საც მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი - და­ვით ბე­რი­ძე ატა­რებს. მის წა­მო­წყე­ბას კო­ლე­გე­ბი სა­ეჭ­ვოდ მი­იჩ­ნე­ვენ და ამი­ტო­მაც არის, რომ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ეხ­მა­რე­ბა. ექ­სპე­რი­მენტს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გამ­დე მიჰ­ყავს...

ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ას­რუ­ლე­ბენ: ნიკა თა­ვა­ძე, ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, ლაშა ონი­ა­ნი, გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე, ნო­დარ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გურ­გუ­ლია, და­ვით ქა­ცა­რა­ვა და მა­რი­ნა ჯა­ნა­შია. ამ სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის რე­ჟი­სო­რი კი ნი­კო­ლოზ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გახ­ლავთ, რომ­ლის­თვი­საც ეს პირ­ვე­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია. მსა­ხი­ო­ბი და­ვით ქა­ცა­რა­ვა პრო­დი­უ­სინ­გშიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი:

- ჩემი გმი­რი ოპ­ტი­კუ­რი ფი­ზი­კო­სია და მეც­ნი­ე­რი მე­უღ­ლე ჰყავს. ისი­ნი ატა­რე­ბენ ექ­სპე­რი­მენტს, რო­მელ­საც ხალ­ხი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გამ­დე მიჰ­ყავს. მარ­თა­ლია, ჩემი გმი­რი რა­ღა­ცას ხვდე­ბა, იძი­ებს, მაგ­რამ მას არა­ვინ უს­მენს. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ მისი ნათ­ქვა­მი გა­მარ­თლდე­ბა... აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩემი პარტნი­ო­რი, - ანუ მე­უღ­ლის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნიკა თა­ვა­ძეა და ეს ძა­ლი­ან მი­ხა­რია. მას­თან ერ­თად თა­მა­ში გა­მი­ად­ვილ­და. ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

- შენს გმირს რა­ი­მე­თი თუ ჰგავ­ხარ?

- ყვე­ლა პერ­სო­ნაჟ­ში ვპო­უ­ლობ სა­კუ­თა­რი თა­ვის რა­ღაც ნა­წილს. ეს გმი­რი კი მხო­ლოდ იმით მგავს, რომ სი­მარ­თლის ძი­ე­ბა და დამ­ტკი­ცე­ბა მას­სა­ვით მიყ­ვარს.

- რო­გორც ვიცი, ფილ­მის გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი გა­ჭი­ა­ნურ­და...

- მარ­თა­ლია, რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად და­ი­ყო, მერე კი ფილ­მის ხე­ლახ­ლა გახ­მო­ვა­ნე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. აქამ­დე ფილ­მი არას­დროს გა­მიხ­მო­ვა­ნე­ბია და ეს ჩემ­თვის ცოტა რთუ­ლი საქ­მე აღ­მოჩ­ნდა. სულ სხვაა, როცა თა­მა­შობ და იმ დროს მთელ შენს ემო­ცი­ას ავ­ლენ და მე­ო­რე - როცა უყუ­რებ შენს ნა­თა­მა­შებს და ეს უნდა გა­ახ­მო­ვა­ნო. ისე ვი­ნერ­ვი­უ­ლე, რომ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ტი­რე კი­დეც. დღე­საც ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ - არ მიყ­ვარს ხალ­ხის თან­დას­წრე­ბით ეკ­რან­ზე სა­კუ­თა­რი თა­ვის ყუ­რე­ბა, ამის ძა­ლი­ან დიდი კომ­პლექ­სი მაქვს. აი, ასე მა­ნერ­ვი­უ­ლე­ბენ ამ ორ­სულ ქალს...

გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე:

- ფილმში გური ფო­ფხა­ძის როლს ვას­რუ­ლებ, რო­მე­ლიც ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია. ის თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბით გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას ახ­დენს მთელ სუ­რათ­ზე. საკ­მა­ოდ "ღრმა" პი­როვ­ნე­ბაა, მაგ­რამ ბევრ შეც­დო­მას უშ­ვებს, მერე კი ყვე­ლაფ­რის გა­მოს­წო­რე­ბას ცდი­ლობს. ვფიქ­რობ, და­კის­რე­ბულ მი­სი­ას კარ­გად გა­ვარ­თვი თავი, მაგ­რამ ვნა­ხოთ, რო­გორ მო­ე­წო­ნე­ბა მა­ყუ­რე­ბელს ჩემ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი ეს პერ­სო­ნა­ჟი.

- გი­ორ­გი, ამ ფილმში რო­გორ მოხ­ვდი?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კას­ტინ­გის მეშ­ვე­ო­ბით. ამ რო­ლის მი­ღე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო იყო, რად­გან რაც აქამ­დე ფილ­მებ­სა თუ სპექ­ტაკ­ლებ­ში მი­თა­მა­შია, მათ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი გან­ვა­სა­ხი­ე­რე, თა­ნაც - ეს ადა­მი­ა­ნი მე არაფ­რით მგავს...

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი მი­იჩ­ნევს, რომ ფილ­მის ჟან­რი ქარ­თულ თა­ნა­მედ­რო­ვე კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში მარ­თლაც, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. სცე­ნა­რი ისეა აგე­ბუ­ლი, რომ მისი ში­ნა­არ­სი ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის­თვის გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა; ის არ ეხე­ბა მხო­ლოდ ქარ­თულ ლო­კა­ლურ თე­მა­ტი­კას და შე­სა­ბა­მი­სად, ფილ­მის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­ნა იგეგ­მე­ბა. პრო­დი­უ­სე­რე­ბის აზ­რით, "სპი­რა­ლის" შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ჟან­რის ფილ­მი არ გა­და­უ­ღი­ათ და ის მა­ყუ­რებ­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს...

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

ნანკა კალატოზიშვილი: "არ მიყვარს ხალხის თანდასწრებით ეკრანზე საკუთარი თავის ყურება"

ნანკა კალატოზიშვილი: "არ მიყვარს ხალხის თანდასწრებით ეკრანზე საკუთარი თავის ყურება"

გასულ კვირას, საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის - "ნაწილები" - პრემიერა გაიმართა. ფილმში მოთხრობილია სამეცნიერო ექსპერიმენტის დღემდე უცნობი ენერგეტიკული წყაროს შესახებ, რომელსაც მთავარი პერსონაჟი - დავით ბერიძე ატარებს. მის წამოწყებას კოლეგები საეჭვოდ მიიჩნევენ და ამიტომაც არის, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ეხმარება. ექსპერიმენტს ადამიანები სავალალო შედეგამდე მიჰყავს...

ფილმში მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები ასრულებენ: ნიკა თავაძე, ნანკა კალატოზიშვილი, ლაშა ონიანი, გიორგი კალანდაძე, ნოდარ მამულაშვილი, გიორგი გურგულია, დავით ქაცარავა და მარინა ჯანაშია. ამ სამეცნიერო ფანტასტიკის რეჟისორი კი ნიკოლოზ ჯავახიშვილი გახლავთ, რომლისთვისაც ეს პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. მსახიობი დავით ქაცარავა პროდიუსინგშიც მონაწილეობდა.

ნანკა კალატოზიშვილი:

- ჩემი გმირი ოპტიკური ფიზიკოსია და მეცნიერი მეუღლე ჰყავს. ისინი ატარებენ ექსპერიმენტს, რომელსაც ხალხი სავალალო შედეგამდე მიჰყავს. მართალია, ჩემი გმირი რაღაცას ხვდება, იძიებს, მაგრამ მას არავინ უსმენს. თუმცა, საბოლოოდ მისი ნათქვამი გამართლდება... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პარტნიორი, - ანუ მეუღლის როლის შემსრულებელი ნიკა თავაძეა და ეს ძალიან მიხარია. მასთან ერთად თამაში გამიადვილდა. ძალიან კომფორტული ადამიანია.

- შენს გმირს რაიმეთი თუ ჰგავხარ?

- ყველა პერსონაჟში ვპოულობ საკუთარი თავის რაღაც ნაწილს. ეს გმირი კი მხოლოდ იმით მგავს, რომ სიმართლის ძიება და დამტკიცება მასსავით მიყვარს.

- როგორც ვიცი, ფილმის გადაღების პროცესი გაჭიანურდა...

- მართალია, რამდენიმე ნაწილად დაიყო, მერე კი ფილმის ხელახლა გახმოვანება გახდა საჭირო. აქამდე ფილმი არასდროს გამიხმოვანებია და ეს ჩემთვის ცოტა რთული საქმე აღმოჩნდა. სულ სხვაა, როცა თამაშობ და იმ დროს მთელ შენს ემოციას ავლენ და მეორე - როცა უყურებ შენს ნათამაშებს და ეს უნდა გაახმოვანო. ისე ვინერვიულე, რომ მუშაობის პროცესში რამდენჯერმე ვიტირე კიდეც. დღესაც ძალიან ვნერვიულობ - არ მიყვარს ხალხის თანდასწრებით ეკრანზე საკუთარი თავის ყურება, ამის ძალიან დიდი კომპლექსი მაქვს. აი, ასე მანერვიულებენ ამ ორსულ ქალს...

გიორგი კალანდაძე:

- ფილმში გური ფოფხაძის როლს ვასრულებ, რომელიც ძალზე საინტერესო ადამიანია. ის თავისი მოქმედებებით გარკვეულ გავლენას ახდენს მთელ სურათზე. საკმაოდ "ღრმა" პიროვნებაა, მაგრამ ბევრ შეცდომას უშვებს, მერე კი ყველაფრის გამოსწორებას ცდილობს. ვფიქრობ, დაკისრებულ მისიას კარგად გავართვი თავი, მაგრამ ვნახოთ, როგორ მოეწონება მაყურებელს ჩემ მიერ განსახიერებული ეს პერსონაჟი.

- გიორგი, ამ ფილმში როგორ მოხვდი?

- ჩვეულებრივი კასტინგის მეშვეობით. ამ როლის მიღება ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, რადგან რაც აქამდე ფილმებსა თუ სპექტაკლებში მითამაშია, მათგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟი განვასახიერე, თანაც - ეს ადამიანი მე არაფრით მგავს...

შემოქმედებითი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ფილმის ჟანრი ქართულ თანამედროვე კინემატოგრაფიაში მართლაც, განსხვავებულია. სცენარი ისეა აგებული, რომ მისი შინაარსი ნებისმიერი ქვეყნისთვის გასაგები იქნება; ის არ ეხება მხოლოდ ქართულ ლოკალურ თემატიკას და შესაბამისად, ფილმის საზღვარგარეთ გატანა იგეგმება. პროდიუსერების აზრით, "სპირალის" შემდეგ, საქართველოში ასეთი ჟანრის ფილმი არ გადაუღიათ და ის მაყურებლისთვის საინტერესო უნდა იყოს...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება