სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილი თინა ხიდაშელს - "მესმის რომ ქალიშვილობის შენარჩუნება გსურთ"
თამარ ჩერგოლეიშვილი თინა ხიდაშელს - "მესმის რომ ქალიშვილობის შენარჩუნება გსურთ"

ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დერ თინა ხი­და­შელს მო­უ­წო­დებს პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ი­ტინგზე ზრუნ­ვას სა­ხელ­მწი­ფო არ გა­და­ა­ყო­ლოს. ამის შე­სა­ხებ გიგა ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლე სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" წერს.

"დღეს, სამ სა­ათ­ზე კან­ცე­ლა­რი­ას­თან აქ­ცი­აა, სა­ვა­რა­უ­დოდ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი, იმი­ტომ რომ სულ რა­ღაც ერთი სა­ა­თის წინ შე­ვი­ტყვე მე, ბევ­რმა ალ­ბათ არც კი იცის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­მი­კუ­რად ჟღერს, მა­ინც მივ­მარ­თავ ბ-ნ ღა­რი­ბაშ­ვილს - იზ­რუ­ნეთ ჩვე­ნი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე.

მივ­მარ­თავ ქ-ნ თინა ხი­და­შელს - მეს­მის რომ ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გსურთ, მაგ­რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ძა­ლა­დო­ბა­ზე ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ში აქვს სა­ხელ­მწი­ფოს! იმის­თვის, რომ ეს ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ და სა­ხელ­მწი­ფოდ დავ­რჩეთ - თეთ­რი ხელ­თათ­მა­ნე­ბის გახ­და მო­გი­წევთ.

მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ი­ტინ­გი მშვე­ნი­ე­რი რა­მაა, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­კის­რებთ და მას­ზე ზრუნ­ვას, სა­ხელ­მწი­ფო არ უნდა გა­და­ა­ყო­ლოთ",- წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თამარ ჩერგოლეიშვილი თინა ხიდაშელს - "მესმის რომ ქალიშვილობის შენარჩუნება გსურთ"

თამარ ჩერგოლეიშვილი თინა ხიდაშელს - "მესმის რომ ქალიშვილობის შენარჩუნება გსურთ"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერ თინა ხიდაშელს მოუწოდებს პოლიტიკური რეიტინგზე ზრუნვას სახელმწიფო არ გადააყოლოს. ამის შესახებ გიგა ბოკერიას მეუღლე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"დღეს, სამ საათზე კანცელარიასთან აქციაა, სავარაუდოდ მცირერიცხოვანი, იმიტომ რომ სულ რაღაც ერთი საათის წინ შევიტყვე მე, ბევრმა ალბათ არც კი იცის.

მიუხედავად იმისა, რომ კომიკურად ჟღერს, მაინც მივმართავ ბ-ნ ღარიბაშვილს - იზრუნეთ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე.

მივმართავ ქ-ნ თინა ხიდაშელს - მესმის რომ ქალიშვილობის შენარჩუნება გსურთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძალადობაზე ექსკლუზიური უფლება ცივილიზებულ სახელმწიფოში აქვს სახელმწიფოს! იმისთვის, რომ ეს ექსკლუზიური უფლება შეინარჩუნოთ და სახელმწიფოდ დავრჩეთ - თეთრი ხელთათმანების გახდა მოგიწევთ.

მაღალი პოლიტიკური რეიტინგი მშვენიერი რამაა, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნა პასუხისმგებლობას გაკისრებთ და მასზე ზრუნვას, სახელმწიფო არ უნდა გადააყოლოთ",- წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს