მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ცდილობს ნუკა გვალიასა და ნინა სუბლატის დაპირისპირებას
ვინ ცდილობს ნუკა გვალიასა და ნინა სუბლატის დაპირისპირებას

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ერთ-ერთი კონ­კურ­სან­ტი ნინა სუბ­ლა­ტი, ნუკა გვა­ლი­ას­თან ერ­თად, ერთ-ერთ ფა­ვო­რიტ მო­ნა­წი­ლედ მი­იჩ­ნე­ვა. მისი სა­კონ­ცერ­ტო გა­მოს­ვლე­ბი ყო­ველ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და მა­ყუ­რებ­ლი­სა და ჟი­უ­რის ოვა­ცი­ებს ერ­თნა­ი­რად იმ­სა­ხუ­რებს. ნი­ნას ნამ­დვი­ლი გვა­რი უც­ნო­ბია, ამ­ბობს, რომ ფი­ნა­ლამ­დე თუ მი­აღ­წევს, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ამ­ხელს. მა­ნამ­დე კი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი­სა და გა­ტა­ცე­ბე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა.

- მე ვარ ნინა სუბ­ლა­ტი, 18 წლის. და­ვი­ბა­დე მოს­კოვ­ში და სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ ვიზ­რდე­ბო­დი, შემ­დეგ თბი­ლის­ში, ჩემს ოჯახ­ში დავ­ბრუნ­დი. სუბ­ლა­ტი ჩემი ფსევ­დო­ნი­მია, რო­მე­ლიც 8 წლი­დან მომ­ყვე­ბა. ნამ­დვილ გვარს ჯერ არ ვამ­ხელ. სუბ­ლა­ტი - თა­ვად მო­ვი­გო­ნე, მარ­ტი­ვად, ასო­ე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ით და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მინ­დო­და, ამ პრო­ექ­ტშიც ფსევ­დო­ნი­მით გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან ნამ­დვი­ლი გვა­რით არა­ვინ მიც­ნობს.

- მშობ­ლე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვი...

- დედ-მამა ცალკ-ცალ­კე ცხოვ­რობს. მა­მას მე­ო­რე ოჯა­ხი აქვს, და-ძმა მყავს და ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მათ­თან. ბრა­ზი­ლი­უ­რი ოჯა­ხი­ვით ვართ, ბედ­ნი­ე­რად და კარ­გად ვცხოვ­რობთ.

- ბავ­შვო­ბი­დან მღე­რი?

- რაც და­ვი­ბა­დე, მას შემ­დეგ ვმღე­რი, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ვო­კა­ლი და­მეხ­ვე­წა და ამ პრო­ექ­ტამ­დე მო­ვე­დი. არც ერთ სა­ბავ­შვო სტუ­დი­ა­ში არ მივ­ლია და ვფიქ­რობ, ეს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში დღე­ვან­დელ შე­დეგს ვერ მი­ვი­ღებ­დი. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვამ­დე" მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- რო­გორ ცხოვ­რობ, გარ­და მუ­სი­კი­სა, კი­დევ რა გა­ტა­ცე­ბე­ბი გაქვს?

- მუ­სი­კა თან გა­ტა­ცე­ბაა და თან ჰობი, რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რად მი­წევს მას­თან შე­ხე­ბა. ვკი­თხუ­ლობ წიგ­ნებს, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა, გარ­თო­ბა­ზე აღარ არის სა­უ­ბა­რი (იღი­მე­ბა).

- რო­მელ სკო­ლა­ში სწავ­ლობ?

- თა­ვი­დან პირ­ველ კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ 51-ეში გა­და­ვე­დი და იმის გამო, რომ დრო არ მაქვს, ახლა კერ­ძო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ, მე­თორ­მე­ტე კლას­ში ვარ. ბავ­შვო­ბი­დან თა­ვი­სუფ­ლად ვიზ­რდე­ბო­დი, მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის მაძ­ლევ­დნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რად­გან არას­წო­რად არა­ფერს ვა­კე­თებ­დი. მი­ხა­რია, რომ ასე მოხ­და, რად­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და გა­ვა­კე­თე. ყო­ველ­თვის მქონ­და ჩემი აზ­რის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა, ყველ­გან მიშ­ვებ­დნენ და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა.

- ბე­რას სტუ­დი­ა­ში რო­გორ მოხ­ვდი?

- კონ­კურ­სის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ, მა­რი­კო ლეჟა­ვამ მი­თხრა კას­ტინ­გის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნი­მე ვი­დეო გავ­გზავ­ნეთ და ჩვიდ­მეტ მო­ნა­წი­ლეს შო­რის მოვ­ხვდით. ერთი წელი ვსწავ­ლობ­დი სტუ­დი­ა­ში, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას, მუ­სი­კის თე­ო­რი­ას და ვო­კალს. უცხო­ე­ლი პე­და­გო­გე­ბი გვყავ­და. ბერა ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია და ყო­ველ­თვის მხარ­ში გვედ­გა, გვეხ­მა­რე­ბო­და. პრო­ექ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მე და მა­რი­კომ სხვა გზით გა­დავ­წყვი­ტეთ წას­ვლა და კონ­კურ­სში მო­ვე­დით, ახლა არ ვიცი, იქ რა ხდე­ბა.

- რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი"?

- დიდი ხანი ვემ­ზა­დე­ბო­დი კონ­კურ­სის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ კონ­კურ­სი თუ და­გეხ­მა­რე­ბა მომ­ღე­რალს, რომ წინ წა­ი­წიო. მარ­თა­ლი გი­თხრათ, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, რო­მელ პრო­ექ­ტში მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ ისე და­ემ­თხვა, რომ პირ­ვე­ლად "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" კას­ტინ­გი და­ი­წყო. მა­ინც არ ვა­პი­რებ­დი გას­ვლას, ვმერ­ყე­ობ­დი. მერე კას­ტინ­გიც დამ­თავ­რდა, მაგ­რამ ერთ კვი­რა­ში ახა­ლი, მე­სა­მე კას­ტინ­გი და­ა­მა­ტეს. ვი­ფიქ­რე, ჩემი ბე­დია-მეთ­ქი. მო­ვე­დი, გა­მი­მარ­თლა და დავ­რჩი პრო­ექ­ტში.

- რო­გორ შე­იც­ვა­ლა შენი ცხოვ­რე­ბა ამ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში?

- ქუ­ჩა­ში ხალ­ხი მცნობს, ჟურ­ნა­ლებს ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვაძ­ლევ. თავ­ში არ ამ­ვარ­დნია ეს ყვე­ლა­ფე­რი. მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ოდეს­ღაც რა­ღა­ცას გა­ვა­კე­თებ­დი და ხალ­ხი გა­მიც­ნობ­და. წლე­ბის წინ ჩემი ბენ­დი მყავ­და, ქა­ვე­რებს ვწერ­დით, მაგ­რამ მივ­ხვდით, რომ ასე არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და და მალე და­ვი­შა­ლეთ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ვინ ცდილობს ნუკა გვალიასა და ნინა სუბლატის დაპირისპირებას

ვინ ცდილობს ნუკა გვალიასა და ნინა სუბლატის დაპირისპირებას

"საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი კონკურსანტი ნინა სუბლატი, ნუკა გვალიასთან ერთად, ერთ-ერთ ფავორიტ მონაწილედ მიიჩნევა. მისი საკონცერტო გამოსვლები ყოველთვის განსხვავებულია და მაყურებლისა და ჟიურის ოვაციებს ერთნაირად იმსახურებს. ნინას ნამდვილი გვარი უცნობია, ამბობს, რომ ფინალამდე თუ მიაღწევს, აუცილებლად გაამხელს. მანამდე კი საკუთარი ცხოვრების, შეყვარებულისა და გატაცებების შესახებ გვესაუბრა.

- მე ვარ ნინა სუბლატი, 18 წლის. დავიბადე მოსკოვში და სამი წლის განმავლობაში იქ ვიზრდებოდი, შემდეგ თბილისში, ჩემს ოჯახში დავბრუნდი. სუბლატი ჩემი ფსევდონიმია, რომელიც 8 წლიდან მომყვება. ნამდვილ გვარს ჯერ არ ვამხელ. სუბლატი - თავად მოვიგონე, მარტივად, ასოების კომბინაციით და ძალიან მომეწონა. მინდოდა, ამ პროექტშიც ფსევდონიმით გამოვსულიყავი, რადგან ნამდვილი გვარით არავინ მიცნობს.

- მშობლების შესახებ მოგვიყევი...

- დედ-მამა ცალკ-ცალკე ცხოვრობს. მამას მეორე ოჯახი აქვს, და-ძმა მყავს და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. ბრაზილიური ოჯახივით ვართ, ბედნიერად და კარგად ვცხოვრობთ.

- ბავშვობიდან მღერი?

- რაც დავიბადე, მას შემდეგ ვმღერი, დროთა განმავლობაში ვოკალი დამეხვეწა და ამ პროექტამდე მოვედი. არც ერთ საბავშვო სტუდიაში არ მივლია და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში დღევანდელ შედეგს ვერ მივიღებდი. "საქართველოს ვარსკვლავამდე" მუსიკალურ პროექტში არ მიმიღია მონაწილეობა.

- როგორ ცხოვრობ, გარდა მუსიკისა, კიდევ რა გატაცებები გაქვს?

- მუსიკა თან გატაცებაა და თან ჰობი, რადგან ყოველდღიურად მიწევს მასთან შეხება. ვკითხულობ წიგნებს, ძალიან მიყვარს ფილმების ყურება, გართობაზე აღარ არის საუბარი (იღიმება).

- რომელ სკოლაში სწავლობ?

- თავიდან პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ვსწავლობდი, შემდეგ 51-ეში გადავედი და იმის გამო, რომ დრო არ მაქვს, ახლა კერძო სკოლაში ვსწავლობ, მეთორმეტე კლასში ვარ. ბავშვობიდან თავისუფლად ვიზრდებოდი, მშობლები ყოველთვის მაძლევდნენ თავისუფლებას, რადგან არასწორად არაფერს ვაკეთებდი. მიხარია, რომ ასე მოხდა, რადგან ბევრი რამ ვისწავლე და გავაკეთე. ყოველთვის მქონდა ჩემი აზრის გამოთქმის უფლება, ყველგან მიშვებდნენ და შედეგიც სახეზეა.

- ბერას სტუდიაში როგორ მოხვდი?

- კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიკო ლეჟავამ მითხრა კასტინგის შესახებ. რამდენიმე ვიდეო გავგზავნეთ და ჩვიდმეტ მონაწილეს შორის მოვხვდით. ერთი წელი ვსწავლობდი სტუდიაში, ქორეოგრაფიას, მუსიკის თეორიას და ვოკალს. უცხოელი პედაგოგები გვყავდა. ბერა ძალიან მეგობრული ადამიანია და ყოველთვის მხარში გვედგა, გვეხმარებოდა. პროექტის დამთავრების შემდეგ მე და მარიკომ სხვა გზით გადავწყვიტეთ წასვლა და კონკურსში მოვედით, ახლა არ ვიცი, იქ რა ხდება.

- რატომ მაინცდამაინც "საქართველოს ვარსკვლავი"?

- დიდი ხანი ვემზადებოდი კონკურსისთვის. საქართველოში მხოლოდ კონკურსი თუ დაგეხმარება მომღერალს, რომ წინ წაიწიო. მართალი გითხრათ, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ პროექტში მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ პირველად "საქართველოს ვარსკვლავის" კასტინგი დაიწყო. მაინც არ ვაპირებდი გასვლას, ვმერყეობდი. მერე კასტინგიც დამთავრდა, მაგრამ ერთ კვირაში ახალი, მესამე კასტინგი დაამატეს. ვიფიქრე, ჩემი ბედია-მეთქი. მოვედი, გამიმართლა და დავრჩი პროექტში.

- როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება ამ რამდენიმე კვირაში?

- ქუჩაში ხალხი მცნობს, ჟურნალებს ინტერვიუებს ვაძლევ. თავში არ ამვარდნია ეს ყველაფერი. მომზადებული ვიყავი, რომ ოდესღაც რაღაცას გავაკეთებდი და ხალხი გამიცნობდა. წლების წინ ჩემი ბენდი მყავდა, ქავერებს ვწერდით, მაგრამ მივხვდით, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და მალე დავიშალეთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება