სპორტი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით ამართლებს ნინო მუმლაძე საკუთარი გმირის საქციელს
რით ამართლებს ნინო მუმლაძე საკუთარი გმირის საქციელს

ნინო მუმ­ლა­ძეს, რო­მე­ლიც სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" სტო­მა­ტო­ლო­გი ნა­თი­ას როლს ას­რუ­ლებს, მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და. სპექ­ტაკლში პირ­ვე­ლად 4 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მა­ნამ­დე კი "კონ­ცერ­ტებს" შინ მარ­თავ­და. შე­სა­ბა­მი­სად, სას­ცე­ნო გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან­ვე და­ი­წყო, 13 წლი­სა კი მიხ­ვდა, რომ იმა­ზეც უნდა ეფიქ­რა, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად...

მა­კი­ა­ჟი და სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- სხვა­დას­ხვა ვი­ზა­ჟის­ტთან მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა ხში­რად მი­წევს და უკვე თა­ვა­დაც ვის­წავ­ლე, ჩემს სა­ხეს რო­გო­რი მა­კი­ა­ჟი უხ­დე­ბა. თუ ზა­ფხულ­ში ზღვა­ზე ვარ, ძი­რი­თა­დად, უმა­კი­ა­ჟოდ დავ­დი­ვარ - იქ ყოფ­ნი­სას ნამ­ზე­უ­რის მი­ღე­ბა­ზე უფრო მე­ტად ვფიქ­რობ, ვიდ­რე - ტო­ნა­ლუ­რი კრე­მის წას­მა­ზე...

ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­ხის კან­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვა არ მჭირ­დე­ბა. მთა­ვა­რია, მა­კი­ა­ჟის ქვეშ ისე­თი სა­ცხი მეს­ვას, რო­მე­ლიც ჩემი კა­ნის ტიპს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ძი­ლის წინ მა­კი­ა­ჟის მო­შო­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

თმის ფერი და ვარ­ცხნი­ლო­ბა

- თმა არა­სო­დეს შე­მი­ღე­ბავს. ჯერ ერთი, სა­ღე­ბა­ვი თმის სტრუქ­ტუ­რას არ­ღვევს და მე­ო­რეც: ეს ფუ­ლი­სა და დრო­ის ფუჭ ხარ­ჯვად მი­მაჩ­ნია. ალ­ბათ, თმას მხო­ლოდ მა­შინ შე­ვი­ღე­ბავ, როცა ბევ­რი ჭა­ღა­რა მექ­ნე­ბა.

ვარ­ცხნი­ლო­ბა­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ჩა­მი­ტა­რე­ბია, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ბუ­ნებ­რი­ვი კუ­ლუ­ლე­ბი მიხ­დე­ბა. სა­ერ­თოდ, ბუ­ნებ­რი­ო­ბის მომ­ხრე ვარ, მაგ­რამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის, ხან­და­ხან სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩა­რე­ვე­ბიც სა­ჭი­როა. ხუ­ჭუ­ჭა თმა რთუ­ლად "და­სა­ლა­გე­ბე­ლია", მაგ­რამ ამას და­მო­უ­კი­დებ­ლად ვა­ხერ­ხებ. ზოგ­ჯერ სა­ლონ­საც ვსტუმ­რობ და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან.

სე­რი­ალ­ში ისე­თი ვარ­ცხნი­ლო­ბა მაქვს, გე­გო­ნე­ბა, თმა ხე­ლის ერთი მოს­მით შე­ვი­კა­რი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ლაქ­საც ვი­ყე­ნებ, ჟე­ლე­საც და საკ­მა­ოდ ბევრ თმის სა­მაგრსაც (იცი­ნის).

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- ამ­ჟა­მა­დაც დი­ე­ტას ვი­ცავ. ვინც ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბას თვალ­ყურს ადევ­ნებს, ალ­ბათ ახ­სოვს, რომ სე­რი­ა­ლის - "ჩვე­ნი ოფი­სი" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წო­ნა­ში ძა­ლი­ან მო­ვი­მა­ტე. შემ­დეგ "real TV"-ზე წამ­ყვა­ნად ვმუ­შა­ობ­დი. ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ელე­ნე გი­ორ­გა­ძე მო­ვიწ­ვიე. მან მი­თხრა: სხვებს რჩე­ვებს რომ აძ­ლევ, არ გინ­და, ჩემ­თან, კლი­ნი­კა­ში თა­ვად მოხ­ვი­დე და და­გეხ­მა­როო? შე­მო­თა­ვა­ზე­ბამ გა­მა­ხა­რა, რად­გა­ნაც წო­ნა­ში დაკ­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. ძა­ლი­ან მკაც­რი დი­ე­ტა და­ვი­ცა­ვი. და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე დამ­ჭირ­და, რათა მიზ­ნის­თვის მი­მეღ­წია.

- და სა­ბო­ლოო ჯამ­ში წო­ნა­ში რამ­დე­ნი კილო და­ი­კე­ლი?

- 20 კილო. დი­ე­ტის დაც­ვა რთუ­ლი იყო, მაგ­რამ სა­ა­მი­სოდ ნე­ბის­ყო­ფა მეყო. ექი­მის მი­თი­თე­ბას ზუს­ტად ვას­რუ­ლებ­დი. ცეკ­ვა მიყ­ვარს, მაგ­რამ ვარ­ჯი­ში - არა. წო­ნა­ში რომ და­ვი­კე­ლი, სხე­ულს ფორ­მა­ში მოყ­ვა­ნა სჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ შარ­შან ზა­ფხულ­ში აუზ­სა და ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე აქ­ტი­უ­რად დავ­დი­ო­დი. ზა­ფხუ­ლის მერე, სხე­უ­ლის ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად არა­ვი­თა­რი ძა­ლის­ხმე­ვა არ დამ­ჭირ­ვე­ბია, მაგ­რამ სე­რი­ალ­ში გა­მოვ­ჩნდი თუ არა, რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მით ისევ მო­ვი­მა­ტე. ეტყო­ბა, დღის რე­ჟი­მი ამე­რია და სას­წრა­ფოდ, დი­ე­ტას მივ­მარ­თე. ზედ­მე­ტი 3 კი­ლოგ­რა­მის მო­შო­რე­ბა შე­და­რე­ბით ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა, თან - დი­ე­ტას ვარ­ჯი­შიც მი­ვაშ­ვე­ლე.

სა­მო­სი

- მგო­ნი, პირ­ვე­ლად ვთა­მა­შობ ისეთ პერ­სო­ნაჟს, რომ­ლის სა­მო­სიც გარ­კვე­ულ­წი­ლად, ჩემი ჩაც­მის სტილს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სა­ერ­თოდ, უპი­რა­ტე­სო­ბას კონ­სერ­ვა­ტი­ულ სტილს ვა­ნი­ჭებ. ნა­თი­ას მსგავ­სად, ღრმა დე­კოლ­ტე მეც მიყ­ვარს. შე­იძ­ლე­ბა, ხან­და­ხან "და­ხუ­რუ­ლი" სა­მო­სიც მეც­ვას, მაგ­რამ ასეთ დროს მკვეთ­რი მა­კი­ა­ჟი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. რაც არ მიყ­ვარს, ეს ძა­ლი­ან ჭრე­ლი სა­მო­სია.

აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, სამ­კა­უ­ლი...

- მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა მიყ­ვარს და ვცდი­ლობ, სა­მო­სის შე­სა­ფე­რი­სი სამ­კა­უ­ლი გა­ვი­კე­თო. ზო­გა­დად, სა­ყუ­რე ძა­ლი­ან მომ­წონს და ყო­ველ­თვის მი­კე­თია, რა­საც ყელ­სა­ბა­მებ­ზე ვერ ვი­ტყვი. ბე­ჭე­დი და სა­მა­ჯუ­რიც მიყ­ვარს... თუ წი­თე­ლი ჩან­თა მი­ჭი­რავს, წი­თელ სათ­ვა­ლეს ვი­კე­თებ. მაქვს შავი და ყა­ვის­ფე­რი სათ­ვა­ლეც. ქა­მარს იშ­ვი­ა­თად ვი­ყე­ნებ - გა­აჩ­ნია, რო­გო­რი კაბა მაც­ვია.

საქ­მე

- ვიდ­რე სე­რი­ალ­ში ნა­თი­ას როლ­ზე და­მამ­ტკი­ცებ­დნენ, 5 თვე აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი. სე­რი­ა­ლის გარ­და, არ­სად ვმუ­შა­ობ. ეს ცუ­დია, რად­გან ადრე თუ გვი­ან, ჩემი როლი "ამო­ი­წუ­რე­ბა" და სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნა დამ­ჭირ­დე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობ, ნა­თი­ას როლი მალე "ამო­ი­წუ­რე­ბა"? სე­რი­ალ­ში მის გა­მო­ჩე­ნას ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელ­თა აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა...

- იმე­დი მაქვს, რომ სე­რი­ალ­ში კი­დევ დიდ­ხანს ვიქ­ნე­ბი (იცი­ნის). სი­მარ­თლე გი­თხრათ, რა მოხ­დე­ბა, წი­ნას­წარ არ ვიცი, მაგ­რამ არა მგო­ნია, ნა­თია და­თოს ცო­ლად გაჰ­ყვეს.

- ნინო, პირ­ვე­ლად სე­რი­ალ­ში - "ჩვე­ნი ოფი­სი" ფა­ნა­ტი­კო­სი და ფე­მი­ნის­ტი ნუ­ნუ­კას რო­ლით გა­მოჩ­ნდი, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯახს "ან­გრევ". რო­მე­ლი როლი უფრო მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა?

- იმას, რომ ნუ­ნუ­კა ფე­მი­ნის­ტი იყო, ნა­თია კი ოჯახს ან­გრევს, ჩემ­თვის, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რად­გან ნუ­ნუ­კას როლს მსუ­ბუ­ქი ჟან­რის სე­რი­ალ­ში ვთა­მა­შობ­დი, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბის­გან დიდ ძა­ლის­ხმე­ვას არ მო­ი­თხოვ­და; "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ვის როლს შე­ვას­რუ­ლებ­დი, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არც ამას ჰქონ­და: თა­ვად ეს სე­რი­ა­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და "რე­ა­ლუ­რია"! ისე ვმუ­შა­ობთ, რო­გორც მხატ­ვრულ ფილმზე. ფაქ­ტობ­რი­ვად, კი­ნო­გა­და­ღე­ბე­ბი გვაქვს და კვი­რა­ში 2 ფილ­მს ვუშ­ვებთ. ცხა­დია, ეს გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე "სი­ტუ­ა­ცი­ურ კო­მე­დი­ა­ზე" (რო­გო­რიც "ჩვე­ნი ოფი­სი" იყო) მუ­შა­ო­ბა. უფრო მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ, ყვე­ლა დე­ტალ­ზე წი­ნას­წარ ვფიქ­რობ, ყო­ვე­ლი სი­ტყვის თქმი­სას ბუ­ნებ­რი­ვი უნდა ვიყო...

- ზოგ­ჯერ პერ­სო­ნა­ჟის ლან­ძღვი­დან მისი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბის ლან­ძღვა­ზე გა­და­დი­ან...

- ჯერ­ჯე­რო­ბით, პი­რა­დად ჩემ­თვის არა­ვის უგი­ნე­ბია. ძი­რი­თა­დად, ნა­თი­ას წყევ­ლი­ან. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­ღაც წერ­და, - და­ულ­პეს ეგ ძუ­ძუ­ე­ბიო! ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ცი­ნე. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ძუ­ძუ­ე­ბი ჩე­მია და არა - ნა­თი­ა­სი, მაგ­რამ ის ადა­მი­ა­ნი ხომ ნა­თი­ას წყევ­ლის და არა ნინო მუმ­ლა­ძეს (იცი­ნის)?! ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა ისე არ და­უ­კარ­გავთ, რომ ვერ მიხ­ვდნენ - ნინო მუმ­ლა­ძე არა­ფერ შუ­ა­შია! კარ­გია, რომ ჩემ­მა გმირ­მა მა­ყუ­რებ­ლე­ბის ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია და ნა­თი­ას საქ­ცი­ე­ლი ასე აღელ­ვებთ. გარ­კვე­ულ­წი­ლად, ეს ჩემ­თვის კომ­პლი­მენ­ტია, ე.ი. როლს და­მა­ჯე­რებ­ლად ვას­რუ­ლებ.

- ნა­თი­ას საქ­ცი­ელს ამარ­თლებ?

- ნა­თი­ამ ცოლ­შვი­ლი­ან კაც­თან გა­ა­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, და­თოს ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე თვა­ლი და­ხუ­ჭა. ვფიქ­რობ, ის ემო­ცი­ე­ბით მოქ­მე­დებს და არა - ტვი­ნით, მაგ­რამ ვერც იმას ვი­ტყვით, რომ შტე­რია. ამ შემ­თხვე­ვა­ში, გრძნო­ბებს აჰ­ყვა და რე­ა­ლო­ბას "გა­ექ­ცა". მისი რო­მა­ნის შე­სა­ხებ იმა­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა შე­ი­ტყო, ვიდ­რე თა­ვად უნ­დო­და... თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად, ნა­თი­ას და­თოს­თვის ოჯა­ხის დან­გრე­ვა არც უფიქ­რია და ცო­ლის მი­ტო­ვე­ბას არც დათო აპი­რებ­და...

ოჯა­ხი

- ოჯახ­ში 5 ქალი ვართ: მე, ჩემი და, რო­მე­ლიც ჩემ­ზე 4 წლით უმ­ცრო­სია (ის რუ­სუ­ლი დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­ლავთ), მუ­სი­კო­სი დედა, დე­ი­და (სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი) და ბე­ბია, რო­მე­ლიც ოჯა­ხურ სით­ბოს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვი­ნარ­ჩუ­ნებს.

სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ბუა - 8 წლი­სას, 12 წლის ასაკ­ში კი მა­მაც გარ­და­მეც­ვა­ლა. ჰოდა, მას შემ­დეგ ქა­ლე­ბი ერ­თად ვცხოვ­რობთ - ოჯახ­ში "ქა­ლუ­რი კო­ლექ­ტი­ვი" გვაქვს (იცი­ნის).

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

- რე­ა­ლუ­რად, ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არას­დროს აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ, რო­გორ­შიც ჩემი გმი­რია და ალ­ბათ, არც არას­დროს აღ­მოვ­ჩნდე­ბი. გა­მო­გი­ტყდე­ბით და ვიც­ნობ ცო­ლი­ან მა­მა­კა­ცებს, რომ­ლებ­საც ჩემ მი­მართ სიმ­პა­თი­ე­ბი გა­მო­უ­ხა­ტავთ, მაგ­რამ ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბის სურ­ვი­ლი არ მაქვს. თუკი მა­მა­კა­ცი არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვცდი­ლობ, სა­შუ­ა­ლე­ბა არ მივ­ცე, რომ დიდ­ხანს მდი­ოს და "მე­პაკ­ლო­ნი­კოს". თა­ვი­დან­ვე ვაგ­რძნო­ბი­ნებ, რომ ჯო­ბია, შე­მეშ­ვას. იმ გო­გო­ნე­ბის საქ­ცი­ე­ლი მა­ღი­ზი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს "წვე­ლი­ან". მი­მაჩ­ნია, რომ ეს კარ­გი ადა­მი­ა­ნის საქ­ცი­ე­ლი არ არის.

- შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა? შენს ყუ­რა­დღე­ბას რო­გო­რი ბი­ჭე­ბი იქ­ცე­ვენ?

- ამ ეტაპ­ზე, არა­ფე­რი ხდე­ბა. ხში­რად ისე­თი ადა­მი­ა­ნი გვიყ­ვარ­დე­ბა, რო­მელ­ზეც ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დით - ეს ჩვენ­და უნე­ბუ­რად ხდე­ბა. ალ­ბათ, მთა­ვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბის კარ­გად აწყო­ბა და ნდო­ბაა...

დას­ვე­ნე­ბა და გარ­თო­ბა

- აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა მიყ­ვარს. ვცდი­ლობ, შვე­ბუ­ლე­ბა ზღვა­ზე, მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რო და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ კლუბ­ში ვი­ა­რო. ქა­ლაქ­გა­რეთ ხმა­უ­რი­ა­ნი გას­ვლაც მიყ­ვარს, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ამ ყვე­ლაფ­რით ვიღ­ლე­ბი და მირ­ჩევ­ნია, შინ ვიყო, ფილ­მს ვუ­ყუ­რო, წიგ­ნი წა­ვი­კი­თხო, რა­ღაც დავ­ხა­ტო, დავ­წე­რო... ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, კუ­ლი­ნა­რი­ამ გა­მი­ტა­ცა: სხვა ქვეყ­ნე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლოც მა­ინ­ტე­რე­სებს, კერ­ძებს სა­კუ­თა­რი ფან­ტა­ზი­ი­თაც ვამ­ზა­დებ...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რით ამართლებს ნინო მუმლაძე საკუთარი გმირის საქციელს

რით ამართლებს ნინო მუმლაძე საკუთარი გმირის საქციელს

ნინო მუმლაძეს, რომელიც სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" სტომატოლოგი ნათიას როლს ასრულებს, მსახიობობა ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა. სპექტაკლში პირველად 4 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა, მანამდე კი "კონცერტებს" შინ მართავდა. შესაბამისად, სასცენო გარეგნობაზე ზრუნვა ადრეული ბავშვობიდანვე დაიწყო, 13 წლისა კი მიხვდა, რომ იმაზეც უნდა ეფიქრა, თუ როგორ გამოიყურება ყოველდღიურად...

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- სხვადასხვა ვიზაჟისტთან მაკიაჟის გაკეთება ხშირად მიწევს და უკვე თავადაც ვისწავლე, ჩემს სახეს როგორი მაკიაჟი უხდება. თუ ზაფხულში ზღვაზე ვარ, ძირითადად, უმაკიაჟოდ დავდივარ - იქ ყოფნისას ნამზეურის მიღებაზე უფრო მეტად ვფიქრობ, ვიდრე - ტონალური კრემის წასმაზე...

ჯერჯერობით, სახის კანზე განსაკუთრებული ზრუნვა არ მჭირდება. მთავარია, მაკიაჟის ქვეშ ისეთი საცხი მესვას, რომელიც ჩემი კანის ტიპს შეესაბამება, ძილის წინ მაკიაჟის მოშორება აუცილებელია.

თმის ფერი და ვარცხნილობა

- თმა არასოდეს შემიღებავს. ჯერ ერთი, საღებავი თმის სტრუქტურას არღვევს და მეორეც: ეს ფულისა და დროის ფუჭ ხარჯვად მიმაჩნია. ალბათ, თმას მხოლოდ მაშინ შევიღებავ, როცა ბევრი ჭაღარა მექნება.

ვარცხნილობაზე ექსპერიმენტები ჩამიტარებია, მაგრამ მეუბნებიან, რომ ყველაზე მეტად ბუნებრივი კულულები მიხდება. საერთოდ, ბუნებრიობის მომხრე ვარ, მაგრამ მრავალფეროვნებისთვის, ხანდახან სპეციალური ჩარევებიც საჭიროა. ხუჭუჭა თმა რთულად "დასალაგებელია", მაგრამ ამას დამოუკიდებლად ვახერხებ. ზოგჯერ სალონსაც ვსტუმრობ და სპეციალისტები მეხმარებიან.

სერიალში ისეთი ვარცხნილობა მაქვს, გეგონება, თმა ხელის ერთი მოსმით შევიკარი. სინამდვილეში, ლაქსაც ვიყენებ, ჟელესაც და საკმაოდ ბევრ თმის სამაგრსაც (იცინის).

ვარჯიში და დიეტა

- ამჟამადაც დიეტას ვიცავ. ვინც ჩემს შემოქმედებას თვალყურს ადევნებს, ალბათ ახსოვს, რომ სერიალის - "ჩვენი ოფისი" დასრულების შემდეგ წონაში ძალიან მოვიმატე. შემდეგ "real TV"-ზე წამყვანად ვმუშაობდი. ერთ-ერთ გადაცემაში ელენე გიორგაძე მოვიწვიე. მან მითხრა: სხვებს რჩევებს რომ აძლევ, არ გინდა, ჩემთან, კლინიკაში თავად მოხვიდე და დაგეხმაროო? შემოთავაზებამ გამახარა, რადგანაც წონაში დაკლებას დამოუკიდებლად ვერ ვახერხებდი. ძალიან მკაცრი დიეტა დავიცავი. დაახლოებით 6 თვე დამჭირდა, რათა მიზნისთვის მიმეღწია.

- და საბოლოო ჯამში წონაში რამდენი კილო დაიკელი?

- 20 კილო. დიეტის დაცვა რთული იყო, მაგრამ საამისოდ ნებისყოფა მეყო. ექიმის მითითებას ზუსტად ვასრულებდი. ცეკვა მიყვარს, მაგრამ ვარჯიში - არა. წონაში რომ დავიკელი, სხეულს ფორმაში მოყვანა სჭირდებოდა, ამიტომ შარშან ზაფხულში აუზსა და ტრენაჟორებზე აქტიურად დავდიოდი. ზაფხულის მერე, სხეულის ფორმის შესანარჩუნებლად არავითარი ძალისხმევა არ დამჭირვებია, მაგრამ სერიალში გამოვჩნდი თუ არა, რამდენიმე კილოგრამით ისევ მოვიმატე. ეტყობა, დღის რეჟიმი ამერია და სასწრაფოდ, დიეტას მივმართე. ზედმეტი 3 კილოგრამის მოშორება შედარებით ადვილი აღმოჩნდა, თან - დიეტას ვარჯიშიც მივაშველე.

სამოსი

- მგონი, პირველად ვთამაშობ ისეთ პერსონაჟს, რომლის სამოსიც გარკვეულწილად, ჩემი ჩაცმის სტილს შეესაბამება. საერთოდ, უპირატესობას კონსერვატიულ სტილს ვანიჭებ. ნათიას მსგავსად, ღრმა დეკოლტე მეც მიყვარს. შეიძლება, ხანდახან "დახურული" სამოსიც მეცვას, მაგრამ ასეთ დროს მკვეთრი მაკიაჟი მაქვს გაკეთებული. რაც არ მიყვარს, ეს ძალიან ჭრელი სამოსია.

აქსესუარები, სამკაული...

- მრავალფეროვნება მიყვარს და ვცდილობ, სამოსის შესაფერისი სამკაული გავიკეთო. ზოგადად, საყურე ძალიან მომწონს და ყოველთვის მიკეთია, რასაც ყელსაბამებზე ვერ ვიტყვი. ბეჭედი და სამაჯურიც მიყვარს... თუ წითელი ჩანთა მიჭირავს, წითელ სათვალეს ვიკეთებ. მაქვს შავი და ყავისფერი სათვალეც. ქამარს იშვიათად ვიყენებ - გააჩნია, როგორი კაბა მაცვია.

საქმე

- ვიდრე სერიალში ნათიას როლზე დამამტკიცებდნენ, 5 თვე აბსოლუტურად უმუშევარი ვიყავი. სერიალის გარდა, არსად ვმუშაობ. ეს ცუდია, რადგან ადრე თუ გვიან, ჩემი როლი "ამოიწურება" და სამსახურის ძებნა დამჭირდება.

- როგორ ფიქრობ, ნათიას როლი მალე "ამოიწურება"? სერიალში მის გამოჩენას ტელემაყურებელთა აჟიოტაჟი მოჰყვა...

- იმედი მაქვს, რომ სერიალში კიდევ დიდხანს ვიქნები (იცინის). სიმართლე გითხრათ, რა მოხდება, წინასწარ არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, ნათია დათოს ცოლად გაჰყვეს.

- ნინო, პირველად სერიალში - "ჩვენი ოფისი" ფანატიკოსი და ფემინისტი ნუნუკას როლით გამოჩნდი, "ჩემი ცოლის დაქალებში" მოსიყვარულე ოჯახს "ანგრევ". რომელი როლი უფრო მეტად საინტერესოა?

- იმას, რომ ნუნუკა ფემინისტი იყო, ნათია კი ოჯახს ანგრევს, ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნუნუკას როლს მსუბუქი ჟანრის სერიალში ვთამაშობდი, რომელიც მსახიობისგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვდა; "ჩემი ცოლის დაქალებში" ვის როლს შევასრულებდი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ამას ჰქონდა: თავად ეს სერიალი ძალიან საინტერესო და "რეალურია"! ისე ვმუშაობთ, როგორც მხატვრულ ფილმზე. ფაქტობრივად, კინოგადაღებები გვაქვს და კვირაში 2 ფილმს ვუშვებთ. ცხადია, ეს გაცილებით საინტერესოა, ვიდრე "სიტუაციურ კომედიაზე" (როგორიც "ჩვენი ოფისი" იყო) მუშაობა. უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ყველა დეტალზე წინასწარ ვფიქრობ, ყოველი სიტყვის თქმისას ბუნებრივი უნდა ვიყო...

- ზოგჯერ პერსონაჟის ლანძღვიდან მისი როლის შემსრულებელი მსახიობის ლანძღვაზე გადადიან...

- ჯერჯერობით, პირადად ჩემთვის არავის უგინებია. ძირითადად, ნათიას წყევლიან. სოციალურ ქსელში ვიღაც წერდა, - დაულპეს ეგ ძუძუებიო! ძალიან ბევრი ვიცინე. სინამდვილეში, ეს ძუძუები ჩემია და არა - ნათიასი, მაგრამ ის ადამიანი ხომ ნათიას წყევლის და არა ნინო მუმლაძეს (იცინის)?! ჯერჯერობით, საქართველოში რეალობის შეგრძნება ისე არ დაუკარგავთ, რომ ვერ მიხვდნენ - ნინო მუმლაძე არაფერ შუაშია! კარგია, რომ ჩემმა გმირმა მაყურებლების ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია და ნათიას საქციელი ასე აღელვებთ. გარკვეულწილად, ეს ჩემთვის კომპლიმენტია, ე.ი. როლს დამაჯერებლად ვასრულებ.

- ნათიას საქციელს ამართლებ?

- ნათიამ ცოლშვილიან კაცთან გააბა ურთიერთობა, დათოს ოჯახურ მდგომარეობაზე თვალი დახუჭა. ვფიქრობ, ის ემოციებით მოქმედებს და არა - ტვინით, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ შტერია. ამ შემთხვევაში, გრძნობებს აჰყვა და რეალობას "გაექცა". მისი რომანის შესახებ იმაზე მეტმა ადამიანმა შეიტყო, ვიდრე თავად უნდოდა... თუ დააკვირდებით, თავდაპირველად, ნათიას დათოსთვის ოჯახის დანგრევა არც უფიქრია და ცოლის მიტოვებას არც დათო აპირებდა...

ოჯახი

- ოჯახში 5 ქალი ვართ: მე, ჩემი და, რომელიც ჩემზე 4 წლით უმცროსია (ის რუსული დრამატული თეატრის მსახიობი გახლავთ), მუსიკოსი დედა, დეიდა (საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელი) და ბებია, რომელიც ოჯახურ სითბოს წლების განმავლობაში გვინარჩუნებს.

სამწუხაროდ, ბაბუა - 8 წლისას, 12 წლის ასაკში კი მამაც გარდამეცვალა. ჰოდა, მას შემდეგ ქალები ერთად ვცხოვრობთ - ოჯახში "ქალური კოლექტივი" გვაქვს (იცინის).

პირადი ცხოვრება

- რეალურად, ისეთ სიტუაციაში არასდროს აღმოვჩენილვარ, როგორშიც ჩემი გმირია და ალბათ, არც არასდროს აღმოვჩნდები. გამოგიტყდებით და ვიცნობ ცოლიან მამაკაცებს, რომლებსაც ჩემ მიმართ სიმპათიები გამოუხატავთ, მაგრამ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის დაწყების სურვილი არ მაქვს. თუკი მამაკაცი არ მაინტერესებს, ვცდილობ, საშუალება არ მივცე, რომ დიდხანს მდიოს და "მეპაკლონიკოს". თავიდანვე ვაგრძნობინებ, რომ ჯობია, შემეშვას. იმ გოგონების საქციელი მაღიზიანებს, რომლებიც თაყვანისმცემლებს "წველიან". მიმაჩნია, რომ ეს კარგი ადამიანის საქციელი არ არის.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? შენს ყურადღებას როგორი ბიჭები იქცევენ?

- ამ ეტაპზე, არაფერი ხდება. ხშირად ისეთი ადამიანი გვიყვარდება, რომელზეც ვერასოდეს ვიფიქრებდით - ეს ჩვენდა უნებურად ხდება. ალბათ, მთავარი ურთიერთობის კარგად აწყობა და ნდობაა...

დასვენება და გართობა

- აქტიური დასვენება მიყვარს. ვცდილობ, შვებულება ზღვაზე, მეგობრებთან ერთად გავატარო და რაც შეიძლება მეტ კლუბში ვიარო. ქალაქგარეთ ხმაურიანი გასვლაც მიყვარს, თუმცა ზოგჯერ ამ ყველაფრით ვიღლები და მირჩევნია, შინ ვიყო, ფილმს ვუყურო, წიგნი წავიკითხო, რაღაც დავხატო, დავწერო... ბოლო რამდენიმე წელია, კულინარიამ გამიტაცა: სხვა ქვეყნების სამზარეულოც მაინტერესებს, კერძებს საკუთარი ფანტაზიითაც ვამზადებ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება