მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახური წყევლა - რამ დაღუპა კენედების კლანი
ოჯახური წყევლა - რამ დაღუპა კენედების კლანი

ინ­დო­ე­ლე­ბი ამას ცუდ კარ­მას ეძა­ხი­ან, ქრის­ტი­ა­ნე­ბი - ოჯა­ხურ წყევ­ლას. ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა ეს ამ­ბა­ვი ცრურ­წმე­ნად მი­იჩ­ნი­ოს, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხის ის­ტო­რია, რო­მელ­თა წევ­რე­ბიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით არ მომ­კვდა­რან, ყვე­ლა­ზე ურ­წმუ­ნო სკეპ­ტი­კო­სებ­შიც კი ეჭვს იწ­ვევს. ამა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად უბე­დუ­რი კლა­ნე­ბის ცნო­ბილ ამ­ბებს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

კე­ნე­დე­ბის კლა­ნი

წყევ­ლა: უც­ნა­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბით სიკ­ვდი­ლი და ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა

ვინ და­წყევ­ლა: მაკ­ნორ­მა­ნის გვა­რის ქა­ლებ­მა

მი­ზე­ზი: მკვლე­ლო­ბა

1850 წელს ტე­ხას­ში პატ­რიკ კე­ნე­დის ბან­და სერ მაკ­ნორ­მა­ნის დი­ლი­ჟანსს და­ეს­ხა თავს. ლედი მაკ­ნორ­მანს თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ქორ­წილ­ში მიჰ­ყავ­და. ნა­დავ­ლი ძვირ­ფა­სი იყო - დი­ლი­ჟან­სი მდი­და­რი სა­პა­ტარ­ძლოს მზით­ვით იყო დატ­ვირ­თუ­ლი, მაგ­რამ ბან­დი­ტე­ბი ნა­ქურ­დალს არ დას­ჯერ­დნენ. თა­ვი­დან მე­ეტ­ლე და მთე­ლი ამა­ლა ამოჟ­ლი­ტეს, შემ­დეგ ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც, ეტყო­ბა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს ბან­დი­ტებს. სიკ­ვდი­ლის წინ დედა-შვილ­მა მკვლე­ლე­ბი და­წყევ­ლა... რვა წლის შემ­დეგ პატ­რიკ კე­ნე­დი 35 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და თა­ვის ცოლ მერი ჯო­ან­სა და ახალ­შო­ბილ ვაჟ პატ­რიკ ჯო­ზეფს ური­გო მემ­კვიდ­რე­ო­ბა არ და­უ­ტო­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პატ­რიკ კე­ნე­დის მემ­კვიდ­რე­ე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არ იყ­ვნენ, მაკ­ნორ­მა­ნე­ბის წყევ­ლა მათ­ზეც გა­და­ვი­და.

პატ­რი­კის შვი­ლი­შვილ­მა, პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლმა ჯო­ზეფ პატ­რიკ­მა ცხოვ­რე­ბა ინ­ვა­ლი­დო­ბა­ში გან­ლია, მისი შვი­ლე­ბი კი ერთი მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით იღუ­პე­ბოდ­ნენ.

ჯო­ზეფ პატ­რი­კის ქა­ლიშ­ვი­ლი როზ­მა­რი სა­გი­ჟეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა: 1941 წელს წა­რუ­მა­ტებ­ლად გა­უ­კე­თეს ლო­ბო­ტო­მია, რის შემ­დე­გაც აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი და­კარ­გა და უმარ­თა­ვი გახ­და. უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, კეტ­ლი­ნი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს დაქვრივ­და, ხოლო 1948 წელს ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში მოხ­ვდა. ჯო­ზე­ფის ვაჟი სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ა­ში მო­ხა­ლი­სედ ჩა­ე­წე­რა, 1944 წელს გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო მისი თვითმფრი­ნა­ვი ჰა­ერ­ში აფეთ­ქდა. მე­ო­რე ვაჟი - ჯონი, აშშ-ის 35-ე პრე­ზი­დენ­ტი, 1963 წელს ჩა­ცხრი­ლეს. ხუთი წლის შემ­დეგ, 1968 წელს, არაბ­მა ფა­ნა­ტი­კოს­მა ჯო­ზე­ფის კი­დევ ერთი ვაჟი, სე­ნა­ტო­რი და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი რო­ბერ­ტი მოკ­ლა. ძმებ­ში ყვე­ლა­ზე უმ­ცროს­მა, ედუ­არ­დმა, დიდ­ხანს იცო­ცხლა და 77 წლის ასაკ­ში ტვი­ნის სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი­სა, მის ცხოვ­რე­ბას თავ­გა­და­სავ­ლე­ბის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია: 1969 წელს, როცა 37 წლის ედუ­არ­დი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დან­ტი იყო, მისი მან­ქა­ნა ხი­დი­დან გა­და­ვარ­და. მან­ქა­ნა­ში მისი საყ­ვა­რე­ლი მერი ჯო კო­პეჩ­ნე იჯდა. კე­ნე­დიმ ნა­პირ­ზე გა­მო­ცუ­რა, მაგ­რამ ქალი არ გა­და­არ­ჩი­ნა. ამ ამ­ბის გამო პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძელს გა­მო­ე­თხო­ვა, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა მას ნა­ძი­რა­ლა უწო­დეს.

ჯო­ზეფ პატ­რი­კის შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც არ გა­უ­მარ­თლათ. რო­ბერტ კე­ნე­დის ვაჟი დე­ვი­დი მო­ზარ­დო­ბი­სას ნარ­კო­ტი­კებს მი­ე­ძა­ლა, 1984 წელს კი სა­სიკ­ვდი­ლო დო­ზით და­ი­ღუ­პა.

დე­ვიდ ჯო­ზე­ფის ძმა 1973 წელს ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში მოყ­ვა და სას­წა­უ­ლით გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. რო­ბერ­ტის კი­დევ ერთი ვაჟი, მა­იკ­ლი, 1997 წელს თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლის დროს სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იმ­ტვრა.

ჯო­ნი­სა და ჟაკ­ლინ კე­ნე­დის ვაჟი ჯონ ფი­ცჯე­რალდ-უმ­ცრო­სი 1999 წელს ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა: თვითმფრი­ნა­ვი, რომ­ლი­თაც ის და მისი ცოლი მიფ­რი­ნავ­დნენ, ოკე­ა­ნე­ში ჩა­ვარ­და.

წყევ­ლა დღემ­დე გრძელ­დე­ბა: ერთი წლის წინ, სა­კუ­თარ სახ­ლში რო­ბერტ კე­ნე­დი-უმ­ცრო­სის ცოლ­მა თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ოჯახური წყევლა - რამ დაღუპა კენედების კლანი

ოჯახური წყევლა - რამ დაღუპა კენედების კლანი

ინდოელები ამას ცუდ კარმას ეძახიან, ქრისტიანები - ოჯახურ წყევლას. ვიღაცამ შეიძლება ეს ამბავი ცრურწმენად მიიჩნიოს, მაგრამ ზოგიერთი ოჯახის ისტორია, რომელთა წევრებიც მრავალი წლის განმავლობაში ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარან, ყველაზე ურწმუნო სკეპტიკოსებშიც კი ეჭვს იწვევს. ამაში დასარწმუნებლად უბედური კლანების ცნობილ ამბებს შემოგთავაზებთ.

კენედების კლანი

წყევლა: უცნაური დაავადებებით სიკვდილი და ავტოკატასტროფა

ვინ დაწყევლა: მაკნორმანის გვარის ქალებმა

მიზეზი: მკვლელობა

1850 წელს ტეხასში პატრიკ კენედის ბანდა სერ მაკნორმანის დილიჟანსს დაესხა თავს. ლედი მაკნორმანს თავისი ქალიშვილი ქორწილში მიჰყავდა. ნადავლი ძვირფასი იყო - დილიჟანსი მდიდარი საპატარძლოს მზითვით იყო დატვირთული, მაგრამ ბანდიტები ნაქურდალს არ დასჯერდნენ. თავიდან მეეტლე და მთელი ამალა ამოჟლიტეს, შემდეგ ქალები, რომლებმაც, ეტყობა, წინააღმდეგობა გაუწიეს ბანდიტებს. სიკვდილის წინ დედა-შვილმა მკვლელები დაწყევლა... რვა წლის შემდეგ პატრიკ კენედი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა და თავის ცოლ მერი ჯოანსა და ახალშობილ ვაჟ პატრიკ ჯოზეფს ურიგო მემკვიდრეობა არ დაუტოვა. მიუხედავად იმისა, რომ პატრიკ კენედის მემკვიდრეები დამნაშავეები არ იყვნენ, მაკნორმანების წყევლა მათზეც გადავიდა.

პატრიკის შვილი­შვილმა, პარალიზებუ­ლმა ჯოზეფ პატრიკმა ცხოვრება ინვალიდობაში განლია, მისი შვილები კი ერთი მეორის მიყოლებით იღუპებოდნენ.

ჯოზეფ პატრიკის ქალიშვილი როზმარი საგიჟეთში გარდაიცვალა: 1941 წელს წარუმატებლად გაუკეთეს ლობოტომია, რის შემდეგაც აზროვნების უნარი დაკარგა და უმართავი გახდა. უმცროსი ქალიშვილი, კეტლინი, მეორე მსოფლიო ომის დროს დაქვრივდა, ხოლო 1948 წელს ავიაკატასტროფაში მოხვდა. ჯოზეფის ვაჟი სამხედრო ავიაციაში მოხალისედ ჩაეწერა, 1944 წელს გაურკვეველი მიზეზების გამო მისი თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა. მეორე ვაჟი - ჯონი, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი, 1963 წელს ჩაცხრილეს. ხუთი წლის შემდეგ, 1968 წელს, არაბმა ფანატიკოსმა ჯოზეფის კიდევ ერთი ვაჟი, სენატორი და პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტი მოკლა. ძმებში ყველაზე უმცროსმა, ედუარდმა, დიდხანს იცოცხლა და 77 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. მიუხედავად ბუნებრივი სიკვდილისა, მის ცხოვრებას თავგადასავლების გარეშე არ ჩაუვლია: 1969 წელს, როცა 37 წლის ედუარდი პრეზიდენტობის კანდიდანტი იყო, მისი მანქანა ხიდიდან გადავარდა. მანქანაში მისი საყვარელი მერი ჯო კოპეჩნე იჯდა. კენედიმ ნაპირზე გამოცურა, მაგრამ ქალი არ გადაარჩინა. ამ ამბის გამო პრეზიდენტის სავარძელს გამოეთხოვა, საინფორმაციო საშუალებებმა მას ნაძირალა უწოდეს.

ჯოზეფ პატრიკის შვილიშვილებსაც არ გაუმართლათ. რობერტ კენედის ვაჟი დევიდი მოზარდობისას ნარკოტიკებს მიეძალა, 1984 წელს კი სასიკვდილო დოზით დაიღუპა.

დევიდ ჯოზეფის ძმა 1973 წელს ავიაკატასტროფაში მოყვა და სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. რობერტის კიდევ ერთი ვაჟი, მაიკლი, 1997 წელს თხილამურებით სრიალის დროს სასიკვდილოდ დაიმტვრა.

ჯონისა და ჟაკლინ კენედის ვაჟი ჯონ ფიცჯერალდ-უმცროსი 1999 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა: თვითმფრინავი, რომლითაც ის და მისი ცოლი მიფრინავდნენ, ოკეანეში ჩავარდა.

წყევლა დღემდე გრძელდება: ერთი წლის წინ, საკუთარ სახლში რობერტ კენედი-უმცროსის ცოლმა თავი ჩამოიხრჩო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა