იმერეთის რეგიონში მიწის ნაკვეთის მხოლოდ 56%-ია დამუშავებული, რეგიონში მცხოვრებთა 44% კი ხვნა-თესვას სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებს. ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ განაცხადა, მან კი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგებლებისგან მიიღო.
გამგებლების განმარტებით, მოსახლეობას მიღებული არ აქვს ვაუჩერები, რომლითაც მიწის ნაკვეთი უნდა დაამუშავონ. მიწის ნაკვეთის დამუშავების პრობლემა არასაკმარისი ტრაქტორების გამოც შეიქმნა.