მოდელი როზი ჰანტინგტონ-უიტლი ჟურნალ The Edit-ის ახალი ნომრის გმირი გახდა. მოდელმა გამოცემას ინტერვიუ მისცა და ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მან ცნობილი ბრენდების, Saint Laurent-ის, Miu Miu-ს და Dolce&Gabbana-ს უახლესი კოლექციები წარმოადგინა. 26 წლის ბრიტანელი მოდელი ინტერვიუს დროს საკმაოდ გულახდილი იყო.
ჯეისონ სტეტჰემთან ურთიერთობის შესახებ: "მე და ჯეისონი ყოველთვის ვამხიარულებთ ერთმანეთს. დროის დიდ ნაწილს სიცილში ვატარებთ. აღარ მაინტერესებს სხვა ბიჭები, გვერდით მყავს მამაკაცი, რომელიც მჭირდება".
კინოკარიერის შესახებ: "ძალიან მინდა ისტორიულ დრამაში ან ტიპიურ ბრიტანულ კომედიაში თამაში. ერთადერთი, რაც არ მინდა, ვულგარული როლების განსახიერებაა. კინოში თამაშს შევძლებდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამერიკული კომედიების უმეტესობა სექსზეა."
წონის შესახებ: "ბავშვობაში ერთგვარი მსუქანი ლეკვი ვიყავი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - მე გავიზარდე და თითქოს თვალსა და ხელს შუა გავხდი".
მეგობრების შესახებ: "მეგობრების ვიწრო წრე მყავს და მათ ძალიან ვუფრთხილდები".
მომზადებულია The Edit-ის მიხედვით.