თავისუფლების მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიებიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 12 დაშავებული ადამიანი გადაიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ყველა დაშავებული პირი მიმდებარე სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. ნინო სამადაშვილის ინფორმაციით, გადაყვანილი პირები მსუბუქად არიან დაშავებული.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 16 ბრიგადაა მობილიზებული.