პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილი - ამ ჯოჯოხეთზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ახალ მთავრობას
თამარ ჩერგოლეიშვილი - ამ ჯოჯოხეთზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ახალ მთავრობას

ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი დღე­ვან­დელ აქ­ცი­ას "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მთავ­რო­ბას აკის­რებს.

"თუ გსურ­დათ, გე­ნა­ხათ ჯო­ჯო­ხე­თი რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე უნდა მდგა­რი­ყა­ვით.

ამ ჯო­ჯო­ხეთ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ახალ მთავ­რო­ბას რო­მელ­მაც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბად შე­რა­ცხა ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტე­ბი და ამით არა­თუ მათი ლე­გი­ტი­მა­ცია მო­ახ­დი­ნა, არა­მედ მწვა­ნე შუქი აუნ­თო მათ შემ­დგომ აგ­რე­სი­ას.

ამ ჯო­ჯო­ხეთ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, რო­მელ­მაც ვერ და­გეგ­მა ოპე­რა­ცია. პო­ლი­ცია არ იყო საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. შავ­რაზ­მე­ლებ­მა და "ტა­ბუ­რეტ­კე­ბით" შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მღვდლებ­მა იო­ლად მო­ა­ხერ­ხეს მათი კორ­დო­ნის გარ­ღვე­ვა.

LGBT პი­რე­ბი, რო­გორც კეთ­როვ­ნე­ბი ისე შე­ყა­რეს ყვი­თელ ავ­ტო­ბუ­სებ­ში და იქა­უ­რო­ბას გა­ა­რი­დეს - ცხა­დია ეს უკე­თე­სია, ვიდ­რე მათი ცემა. მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ ვერ შეძ­ლო უზ­რუნ­ვე­ლე­ყო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა - გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ღა­რი­ბაშ­ვი­ლის უუ­ნა­რო­ბი­სა, მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა რი­გით პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ­ლე­ბიც ჩემს დაც­ვას ცდი­ლობ­დნენ გა­ვე­შე­ბუ­ლი ბრბოს­გან - ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლო, შე ბოზო - ყვი­როდ­ნენ ისი­ნი.

პო­ზი­ტი­უ­რი ისაა, რომ გა­ირ­კვა - როცა უნ­დათ, ჩემი გვა­რის სწო­რად წარ­მოთ­ქმაც შე­უძ­ლი­ათ.

რო­გორც ვიცი, LGBT პი­რე­ბი ახ­ლაც არ არი­ან უსაფრ­თხოდ", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

თამარ ჩერგოლეიშვილი - ამ ჯოჯოხეთზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ახალ მთავრობას

თამარ ჩერგოლეიშვილი - ამ ჯოჯოხეთზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ახალ მთავრობას

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დღევანდელ აქციას "ფეისბუქით" ეხმაურება და განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.

"თუ გსურდათ, გენახათ ჯოჯოხეთი როგორ გამოიყურება, თავისუფლების მოედანზე უნდა მდგარიყავით.

ამ ჯოჯოხეთზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ახალ მთავრობას რომელმაც პოლიტპატიმრებად შერაცხა ფუნდამენტალისტები და ამით არათუ მათი ლეგიტიმაცია მოახდინა, არამედ მწვანე შუქი აუნთო მათ შემდგომ აგრესიას.

ამ ჯოჯოხეთზე პასუხისმგებლობა ეკისრება ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ვერ დაგეგმა ოპერაცია. პოლიცია არ იყო საკმარისი რაოდენობით მობილიზებული. შავრაზმელებმა და "ტაბურეტკებით" შეიარაღებულმა მღვდლებმა იოლად მოახერხეს მათი კორდონის გარღვევა.

LGBT პირები, როგორც კეთროვნები ისე შეყარეს ყვითელ ავტობუსებში და იქაურობას გაარიდეს - ცხადია ეს უკეთესია, ვიდრე მათი ცემა. მაგრამ ფაქტია, რომ ქართულმა სახელმწიფომ ვერ შეძლო უზრუნველეყო მოქალაქეების ფუნდამენტური უფლება - გამოხატვის თავისუფლება.

მიუხედავად ღარიბაშვილის უუნარობისა, მადლობა მინდა ვუთხრა რიგით პოლიციელებს, რომლებიც ჩემს დაცვას ცდილობდნენ გავეშებული ბრბოსგან - ჩერგოლეიშვილო, შე ბოზო - ყვიროდნენ ისინი.

პოზიტიური ისაა, რომ გაირკვა - როცა უნდათ, ჩემი გვარის სწორად წარმოთქმაც შეუძლიათ.

როგორც ვიცი, LGBT პირები ახლაც არ არიან უსაფრთხოდ", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს