ათავისუფლებენ თუ არა ქუთაისის მერიიდან 300 ადამიანს?

ათავისუფლებენ თუ არა ქუთაისის მერიიდან 300 ადამიანს?

ქუთაისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე ქალაქის მერიის ახალ შტატებს დაამტკიცებს, რომლის შედეგადაც 300 ადამიანს სამსახურიდან გაუშვებენ, ამბობს ქუთაისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, ბესიკ მიქელთაძე. მისი თქმით, ამდენი ადამიანის უაპელაციოდ გათავისუფლება დანაშაულის ტოლფასია და მათი რესოციალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს.

"უმუშევარი დარჩება 300 -მდე ადამიანი, შესაბამისად მათი ოჯახის წევრებს - 1500 -მდე ქუთაისელს მოაკლდება სარჩო-სანოვაგე, დიდი უმრავლესობა მივა შიმშილის ზღვარზე. ეს კი ქალაქის მოსახლეობის 1 პროცენტზე მეტია," - ამბობს ბესიკ მიქელთაძე.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა