საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ორგანიზაცია "იდენტობის" აქციას "ფეისბუქით" ეხმაურება. ამ თემას ხაჩიძე რამდენიმე პოსტს უძღვნის.
"ჰეი euronews! BBC News! CNN!
როგორც ვატყობ, დღეს თქვენი პაციენტები ვართ...
დაგვეხმარეთ plz, მასშტაბურად მოვიჭრათ თავი...
ღმერთო, თვალყური გვადევნე!
მისამართი: საქართველო, რუსთაველის გამზირი, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ.
"ხმალი ავლესოთ ქართველებო!
ხმალი ავლესოთ!"
ვგიჟდები მლესავ ერზე...
და იეღოველებს როდის ვცემთ?...", - წერს ხაჩიძე.
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლგბტ საზოგადოების უფლებების დამცველი ორგანიზაცია "იდენტობა" პარლამენტის ყოფილ შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. თავისუფლების მოედნისა და პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ სასულიერო პირები და მრევლი, რომლებიც ლგბტ აქტივისტების აქციას აპოტესტებენ.
ამ დროისთვის თავისფლების მოედანი გადაკეტილია ყველა მიმართულებით, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები და მიმდებარე პერიმეტრზე ათეულობით პოლიციელია განლაგებული.
ერთ-ერთი ვერსიით, ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფლეშმობი მერიის ძველ შენობასთან გაიმართება.