ქუთაისში, ჭავჭავაძის 51 ნომრის მაცხოვრებლები, მათი კორპუსის წინ მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. ისინი ქუთაისის ყოფილ მერს და პარლამენტის დეპუტატს, გია თევდორაძეს ჭაჭავაძეზე არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო ფლობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივების თქმით, თევდორაძის ლობის ქვეშ მყოფმა ედიშერ თავხელიძემ კანონის გვერდის ავლით შეიძინა 56 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც უახლოეს მომავალში მარკეტისა და სასოსისეს მშენებლობას გეგმავს.
"ბავშვებს სათამაშო ადგილი აღარ დარჩებათ. ყველა ზომას მივმართავთ, ბავშვები სკოლაში აღარ წავლენ, შიმშილობას დავიწყებთ და ჩვენს ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობას არ დავუშვებთ, ვინც არ უნდა ლობირებდეს მას. საკუთარ მიწას ბავშვები თავად დაიცავენ", - ამბობენ აქტივისტები.