მსახიობ ჯენიფერ გარნერს ეშინია, რომ მისი მეუღლე, ბენ აფლეკი უღალატებს. გავრცელებული ხმების თანახმად, ჯენიფერი ბენს არ ენდობა.
"ჯენიფერი 1 თვით მიემგზარება კლივლენდში და ბავშვებიც თან მიყავს. იგი შიშობს, რომ ამ დროის განმავლობაში ბენი უღალატებს", - აცხადებს წყვილის მეგობარი.
ბენ აფლეკი ბოლო დროს ბლეიკ ლაივლის დაუახლოვდა. ამასთან, მსახიობმა ყოფილ საყვარელზე, ჯენიფერ ლოპესზე საუბრებს მოუხშირა.
"ბენი კარგი მამა და ქმარია, თუმცა ძალიან უყვარს თავისი საქმე. ჯენიფერი გამუდმებით ამოწმებს მის ტელეფონს. მათი თანაცხოვრება არც ისეთი მყარია, როგორიც გარედან ჩანს", - აღნიშნავს წყარო.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.