პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუშიზმებიდან" "მიშიზმებამდე" - ანუ როცა კალიგულა ნერონი გგონია
"ბუშიზმებიდან" "მიშიზმებამდე" - ანუ როცა კალიგულა ნერონი გგონია

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ბუში-უმ­ცრო­სი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლით, რო­გორც ლი­დე­რით, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო და მას "ჩვე­ნი დრო­ის გმირს უწო­დებ­და". თვი­თონ ბუში-უმ­ცრო­სი თა­ვი­სი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და არამ­დგრა­დი ფსი­ქი­კის პრე­ზი­დენ­ტი, მის უხერ­ხულ "ფრთი­ან" გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ზე კი, რო­მელ­საც "ბუ­შიზ­მე­ბი" უწო­დეს, მსოფ­ლიო დღემ­დე იცი­ნის. პრე­ზი­დენ­ტის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე წიგ­ნიც კი გა­მოს­ცეს მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი სა­თა­უ­რით "ერ­თპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი დოქ­ტრი­ნა". უმც­როსი ბუში ხში­რად ჩა­ვარ­დნი­ლა ერ­თობ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში: ავ­სტრა­ლი­ა­ში ვი­ზი­ტი­სას ავ­სტრა­ლი­ე­ლებს ავ­სტრი­ე­ლე­ბი უწო­და, მექ­სი­კა­ში კი ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრა: კო­მენ­ტარს არც ინ­გლი­სუ­რად მოგ­ცემთ, არც მექ­სი­კუ­რა­დო(!). თვი­თონ­ვე აღი­ა­რებს, რომ მის­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი "ლა­მაზ­სუ­რა­თე­ბი­ა­ნი წიგ­ნია". ცნო­ბი­ლია, რომ ბუში სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი­სას არც უცენ­ზუ­რო სი­ტყვებ­ზე ამ­ბობს უარს. ამე­რი­კე­ლი კო­ლე­გის მსგავ­სად, პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი­სას ხში­რად უშ­ვებს შეც­დო­მას და რო­გორც წესი, სწო­რედ მა­შინ უვარ­დე­ბა კოვ­ზი ნა­ცარ­ში, როცა ინ­ტე­ლექ­ტით თა­ვის გა­მო­ჩე­ნას ცდი­ლობს. მარ­თა­ლია, ის ხში­რად ამა­ყობს, სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რეო, მაგ­რამ მისი "ფრთი­ა­ნი ფრა­ზე­ბი", რო­მელ­საც "მი­შიზ­მე­ბი" შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს, სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო­ზე მე­ტყვე­ლებს; ერთ-ერთი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლი­სას თქვა: "ბა­თუ­მი ისე­თი­ვე სა­ოც­რე­ბა უნდა გახ­დეს, რო­გორც "ბა­ბი­ლო­ნის ბა­ღე­ბიო". ფე­რე­ი­და­ნი­დან ჩა­მო­სულ­მა კი სი­ა­მა­ყით წარ­მოთ­ქვა: რა კარ­გი ქარ­თვე­ლე­ბი ვნა­ხე იქ, 300 წე­ლია "სუ­ლი­კოს" მღე­რი­ა­ნო. ახალ­გაზ­რდებ­თან ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის სი­ტყვე­ბი "მი­ე­ცით ნი­ჭ­სა გზა ფარ­თო", შოთა რუს­თა­ველს მი­ა­წე­რა. სა­ერ­თოდ, "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის თე­მას სა­ა­კაშ­ვი­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რულ "მარ­გა­ლი­ტებ­ში" დიდი და სა­მარ­ცხვი­ნო ად­გი­ლი უკა­ვია. ცი­ტი­რე­ბი­სას შეც­დო­მას ხში­რად უშ­ვებს: რა­ბა­თის გახ­სნი­სას თქვა: "იყო არა­ბეთს როს­ტე­ვან... მა­ღა­ლი, უხვი, და­ბა­ლი". ახ­ლა­ხან მისი კი­დევ ერთი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი წი­აღსვლა დას­რულ­და კრა­ხით, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და­სა­ხე­ლე­ბა ასე შე­ა­ფა­სა: ეს იგი­ვეა, როცა ნე­რონ­მა თა­ვი­სი ცხე­ნი შე­იყ­ვა­ნა სე­ნატ­შიო. ასე გა­და­აქ­ცია რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი კა­ლი­გუ­ლა ნე­რო­ნად (თუმ­ცა მერე ბო­დი­შიც მო­ი­ხა­და ამ შეც­დო­მის­თვის). პრე­ზი­დენ­ტის­თვის უცხო არც უხე­ში გა­მოთ­ქმე­ბია: პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას ერთ-ერთ ოპო­ზი­ცი­ო­ნერს უთხრა: ნუ აჩ­მა­ხე­ბო, თუმ­ცა, სტუ­დენ­ტებ­თან ამ მხრივ ისე­თი კო­რი­ან­ტე­ლი და­ა­ყე­ნა, სა­კუ­თარ თავ­საც გა­და­ა­ჭარ­ბა: თქვა, რომ ჭორ­ვი­ლას იდე­ა­ზე უბ­რა­ლოდ, გული ერე­ვა (ადრე ქარ­თულ გა­ზე­თებ­ზე ერე­ო­და გული), ხოლო თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში პო­ლი­ცი­ის მიერ ახალ­გაზ­რდე­ბის და­ხოც­ვის ფაქ­ტე­ბი ასე შე­ა­ფა­სა: ის, რომ ქუ­ჩა­ში ხალ­ხს ხო­ცავ­დნენ ისე­თი­ვე სი­მარ­თლეა, რო­გორც ის, რომ მე ძუ­ძუ­ებს ვა­ჭამ­დიო.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

oceola
1

ტიპები ამერიკის პრეზიდენტების გაშავებაზე გადავიდნენ მიშას გამო )))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ბუშიზმებიდან" "მიშიზმებამდე" - ანუ როცა კალიგულა ნერონი გგონია

"ბუშიზმებიდან" "მიშიზმებამდე" - ანუ როცა კალიგულა ნერონი გგონია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი მიხეილ სააკაშვილით, როგორც ლიდერით, აღფრთოვანებული იყო და მას "ჩვენი დროის გმირს უწოდებდა". თვითონ ბუში-უმცროსი თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ინტელექტისა და არამდგრადი ფსიქიკის პრეზიდენტი, მის უხერხულ "ფრთიან" გამონათქვამებზე კი, რომელსაც "ბუშიზმები" უწოდეს, მსოფლიო დღემდე იცინის. პრეზიდენტის ინტელექტუალურ მონაცემებზე წიგნიც კი გამოსცეს მრავლისმეტყველი სათაურით "ერთპროცენტიანი დოქტრინა". უმც­როსი ბუში ხშირად ჩავარდნილა ერთობ უხერხულ მდგომარეობაში: ავსტრალიაში ვიზიტისას ავსტრალიელებს ავსტრიელები უწოდა, მექსიკაში კი ჟურნალისტებს უთხრა: კომენტარს არც ინგლისურად მოგცემთ, არც მექსიკურადო(!). თვითონვე აღიარებს, რომ მისთვის ყველაზე კარგი "ლამაზსურათებიანი წიგნია". ცნობილია, რომ ბუში საჯარო გამოსვლებისას არც უცენზურო სიტყვებზე ამბობს უარს. ამერიკელი კოლეგის მსგავსად, პრეზიდენტი სააკაშვილი საჯარო გამოსვლებისას ხშირად უშვებს შეცდომას და როგორც წესი, სწორედ მაშინ უვარდება კოვზი ნაცარში, როცა ინტელექტით თავის გამოჩენას ცდილობს. მართალია, ის ხშირად ამაყობს, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრეო, მაგრამ მისი "ფრთიანი ფრაზები", რომელსაც "მიშიზმები" შეიძლება ეწოდოს, სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს; ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას თქვა: "ბათუმი ისეთივე საოცრება უნდა გახდეს, როგორც "ბაბილონის ბაღებიო". ფერეიდანიდან ჩამოსულმა კი სიამაყით წარმოთქვა: რა კარგი ქართველები ვნახე იქ, 300 წელია "სულიკოს" მღერიანო. ახალგაზრდებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე გრიგოლ ორბელიანის სიტყვები "მიეცით ნიჭსა გზა ფართო", შოთა რუსთაველს მიაწერა. საერთოდ, "ვეფხისტყაოსნის თემას სააკაშვილის ლიტერატურულ "მარგალიტებში" დიდი და სამარცხვინო ადგილი უკავია. ციტირებისას შეცდომას ხშირად უშვებს: რაბათის გახსნისას თქვა: "იყო არაბეთს როსტევან... მაღალი, უხვი, დაბალი". ახლახან მისი კიდევ ერთი ინტელექტუალური წიაღსვლა დასრულდა კრახით, საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება ასე შეაფასა: ეს იგივეა, როცა ნერონმა თავისი ცხენი შეიყვანა სენატშიო. ასე გადააქცია რომის იმპერატორი კალიგულა ნერონად (თუმცა მერე ბოდიშიც მოიხადა ამ შეცდომისთვის). პრეზიდენტისთვის უცხო არც უხეში გამოთქმებია: პარლამენტში გამოსვლისას ერთ-ერთ ოპოზიციონერს უთხრა: ნუ აჩმახებო, თუმცა, სტუდენტებთან ამ მხრივ ისეთი კორიანტელი დააყენა, საკუთარ თავსაც გადააჭარბა: თქვა, რომ ჭორვილას იდეაზე უბრალოდ, გული ერევა (ადრე ქართულ გაზეთებზე ერეოდა გული), ხოლო თბილისის ქუჩებში პოლიციის მიერ ახალგაზრდების დახოცვის ფაქტები ასე შეაფასა: ის, რომ ქუჩაში ხალხს ხოცავდნენ ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ მე ძუძუებს ვაჭამდიო.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)