პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილის "საპრეზიდენტო" შანსები და იდუმალებით მოცული პირადი ცხოვრება
გიორგი მარგველაშვილის "საპრეზიდენტო" შანსები და იდუმალებით მოცული პირადი ცხოვრება

"ვინ არის გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და რას შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დოთ მის­გან?" - ეს კი­თხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მას შემ­დეგ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რაც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს, 44 წლის გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტი. 1993-1994 წლებ­ში ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კერ­ძოდ - პრა­ღა­ში, სო­ცი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. მისი პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა იწყე­ბა კომ­პა­ნია "კავ­კა­სუს თრე­ველ­ში". 1992-1994 წლებ­ში ამ კომ­პა­ნი­ა­ში სამ­თო გი­დის (ჯგუ­ფის ლი­დე­რი) პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შრო­მით ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში კი­დევ ერთი კო­მერ­ცი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა - "ბიზ­ნეს დღი­უ­რე­ბი" ფი­გუ­რი­რებს: პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ამ კომ­პა­ნი­ა­ში 1994-1995 წლებ­ში, მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სად მუ­შა­ობ­და.

ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტში ("ჯიპა") გა­ა­ტა­რა. ამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 2000 წელს მი­ვი­და და 2006 წლამ­დე რექ­ტო­რის პოსტზე მუ­შა­ობ­და. შემ­დეგ, "ჯი­პა­ში" კვლე­ვი­თი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. 2010-დან 2012 წლამ­დე დღე­ვან­დე­ლი მი­ნის­ტრი ისევ "ჯი­პას" რექ­ტო­რი გახ­ლდათ. 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა. 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში კი ვიცე-პრე­მი­ე­რის პოს­ტიც შე­უ­თავ­სეს. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სრულ­ყო­ფი­ლად ფლობს ორ უცხო ენას - ინ­გლი­სურ­სა და რუ­სულს.

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არ სა­უბ­რობს, ამი­ტომ მის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა ვერ­სია არ­სე­ბობს. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლის თა­ნახ­მად, საყ­ვა­რელ ქალ­ბა­ტონ­თან, მაკა ჩი­ჩუ­ას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მაკა ჩი­ჩუ­ას შე­სა­ხებ მხო­ლოდ ის იცი­ან, რომ ვი­ზა­ჟის­ტია და რამ­დე­ნი­მე თვის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკ­ში" მუ­შა­ობ­და. მას სა­სიმ­ღე­რო გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს. "ელექტრო­ტალ­ღე­ბი" - ასე ჰქვია სიმ­ღე­რას და ვი­დე­ორ­გოლს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ეთერ­ში ტრი­ა­ლებ­და...

"გი­ორ­გის ყვე­ლა კარ­გად იც­ნობს. მას ჩემი აზ­რით, აქვს ყვე­ლა ის თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც კარგ პრე­ზი­დენტს უნდა ჰქონ­დეს. ეს იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია. მას აქვს შე­სა­ფე­რი­სი გა­ნათ­ლე­ბა, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა, ასე­ვე, კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უნი­კა­ლუ­რია. არის კარ­გი ანა­ლი­ტი­კო­სი, ექ­სპერ­ტი. თუ რა­ი­მე გა­მი­ჭირ­დე­ბა, ყო­ველ­თვის რჩე­ვის­თვის გი­ორ­გის და მას­თან ერ­თად, სულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს მივ­მარ­თავ. გარ­და ამი­სა, ის მა­გა­რი ოპო­ნენ­ტია, არა­ფერს შე­გარ­ჩენს და გა­პა­ტი­ებს. მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასეთ ადა­მი­ანს ვიც­ნობ", - ასე და­ა­ხა­სი­ა­თა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის პოსტზე წარ­დგე­ნი­სას.

რას ფიქ­რო­ბენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და მისი ლი­დე­რის არ­ჩე­ვან­ზე პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი?..

გია ნო­დია:

- მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ იქი­დან მახ­სოვს, ინ­სტი­ტუ­ტში ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­მოც­დებს რომ აბა­რებ­და. ის და ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. გი­ორ­გი ჩემი სტუ­დენ­ტი არ იყო და კარ­გად არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ვიცი, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი, ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, ხში­რად სა­უბ­რობ­და ფი­ლო­სო­ფი­ა­ზე... მას­ზე კარ­გი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს, მაგ­რამ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ხმას არ მივ­ცემ. მარ­თა­ლია, პო­ლი­ტი­კუ­რად ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სი არას­დროს ყო­ფი­ლა. ეს ადა­მი­ა­ნი პრე­მი­ერ­მა პი­რა­დი სიმ­პა­თი­ის მი­ხედ­ვით აირ­ჩია. პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ის არმ­ქო­ნე ადა­მი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად და­ა­სა­ხე­ლა ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის არმ­ქო­ნე პრე­მი­ერ­მა.

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე:

- გი­ორ­გის დიდი ხა­ნია, ვიც­ნობ. ერთ კლას­შიც ვი­ყა­ვით და ერთ კურ­სზეც. ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კაცი იყო. 1988 წელს იმ მცი­რე­რი­ცხო­ვან ჯგუფ­ში იყო, რო­მელ­მაც კომ­კავ­ში­რის კრი­ტი­კა გა­ბე­და. მერე ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­უ­პი­რის­პირ­და კი­დეც. კომ­კავ­ში­რი მა­შინ ისე­თი­ვე მონ­სტრი გახ­ლდათ, რო­გო­რიც სულ ცოტა ხნის წინ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"' იყო. გი­ორ­გის ძა­ლი­ან კარ­გი მე­ნე­ჯმენ­ტის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. 1990-იან წლებ­ში მან დე­ნი­ელ კუ­ნინ­თან და ტედ ჯონსთან ერ­თად, პრაქ­ტი­კუ­ლად აა­წყო NDI-ის (ეროვ­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი) სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სი. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ასე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი რომ არის, სწო­რედ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. "ჯი­პას" რექ­ტო­რი რომ იყო, მას­თან და­ახ­ლო­ე­ბით 6 წელი ვი­მუ­შა­ვე. ძა­ლი­ან კარგ პი­რო­ბებს ქმნი­და პრო­ფე­სო­რე­ბის­თვის. ლექ­ტო­რებს სრულ პე­და­გო­გი­ურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას აძ­ლევ­და და სტუ­დენ­ტებ­საც ყო­ველ­მხრივ უწყობ­და ხელს. მოკ­ლედ, 1988 წლის ან­ტი­საბ­ჭო­თა მოძ­რა­ო­ბით და­წყე­ბუ­ლი, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის რექ­ტო­რო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყო­ველ­თვის კარ­გი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და მე­ნე­ჯე­რი იყო. მისი სი­ხის­ტე მისი პლუ­სიც არის, რად­გან არ ეში­ნია მძი­მე ბრძო­ლა­ში ჩაბ­მის. ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია ის, რომ კახა ბენ­დუ­ქი­ძეს კარ­გად შე­ას­რუ­ლე­ბი­ნა კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი.

სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი:

- შე­გახ­სე­ნებთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე ძნე­ლად და­სა­თან­ხმე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა აღ­მოჩ­ნდა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნი­სას. რო­გორც ჩანს, მარ­გვე­ლაშ­ვილს სწო­რედ ეს გა­მო­არ­ჩევს ზო­გი­ერ­თი კო­ლე­გის­გან. გარ­და ამი­სა, ეჭვგა­რე­შეა გი­ორ­გის გა­ნათ­ლე­ბა, მა­ღა­ლი კულ­ტუ­რა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მრწამ­სი. ჩემ­თვის მისი კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ხე­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ იყო. უფრო მე­ტიც, რა­ღაც მე­ნიშ­ნა კი­დეც, რო­დე­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრსა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი დავა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­და­წყვი­ტა.

- რა და­ვას გუ­ლის­ხმობთ?

- და­ვას შრო­მის კო­დექსთან და­კავ­ში­რე­ბით. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის ავ­ტო­რიც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრია, პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მო­ი­წო­ნა. ხოლო მას შემ­დეგ, რაც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­აკ­რი­ტი­კა, პრე­მი­ერ­მა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს და­უ­ჭი­რა მხა­რი.

- თქვე­ნი აზ­რით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პერ­სო­ნას მი­აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას თუ ისევ ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა გან­მსა­ზღვრე­ლი?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ რამ­დე­ნად გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა ეს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ეს უკვე მო­მავ­ლის გა­და­სა­წყვე­ტია. მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და­სა­ხელ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას იმ მო­თხოვ­ნებს წა­უ­ყე­ნებს, რაც აქამ­დე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­მართ ჰქონ­და. თუ ხალ­ხის მო­ლო­დი­ნი არ გა­მარ­თლდა და და­ნა­პი­რე­ბი არ შეს­რულ­და, ეს ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ი­ტინგზე პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, მარ­გვე­ლაშ­ვილს გა­ცი­ლე­ბით მეტი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს, ვიდ­რე მის კონ­კუ­რენ­ტებს, თუნ­დაც - რე­სურ­სის კუ­თხით. ამი­ტომ, თუ არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბამ­დე გარ­კვე­ულ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ვერ მო­ა­ხერ­ხებს და სა­ერ­თო წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე ვერ შე­თანხდე­ბა, წარ­მა­ტე­ბა­ზე ფიქ­რიც კი არ შე­ეძ­ლე­ბა.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბას და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი რო­გორ შეხ­ვდე­ბი­ან?

- თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა სა­ა­კაშ­ვილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე, უნდა ვი­ფიქ­როთ, რომ და­სავ­ლე­თი მარ­გვე­ლაშ­ვილ­საც კარ­გად მი­ი­ღებს. მას ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში სა­ა­კაშ­ვილ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი აქვს. მარ­თა­ლია, ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ის თა­ნამ­შრომ­ლობ­და ამე­რი­კის დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუტ­თან და მუ­შა­ობ­და "ჯი­პა­ში".

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი მარგველაშვილის "საპრეზიდენტო" შანსები და იდუმალებით მოცული პირადი ცხოვრება

გიორგი მარგველაშვილის "საპრეზიდენტო" შანსები და იდუმალებით მოცული პირადი ცხოვრება

"ვინ არის გიორგი მარგველაშვილი და რას შეიძლება ველოდოთ მისგან?" - ეს კითხვა საზოგადოებაში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს, 44 წლის გიორგი მარგველაშვილს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1993-1994 წლებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, კერძოდ - პრაღაში, სოციოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მისი პირველი სამუშაო გამოცდილება იწყება კომპანია "კავკასუს თრეველში". 1992-1994 წლებში ამ კომპანიაში სამთო გიდის (ჯგუფის ლიდერი) პოზიციაზე მუშაობდა. მარგველაშვილის შრომით ბიოგრაფიაში კიდევ ერთი კომერციული დაწესებულება - "ბიზნეს დღიურები" ფიგურირებს: პრეზიდენტობის კანდიდატი ამ კომპანიაში 1994-1995 წლებში, მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ("ჯიპა") გაატარა. ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2000 წელს მივიდა და 2006 წლამდე რექტორის პოსტზე მუშაობდა. შემდეგ, "ჯიპაში" კვლევითი დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2010-დან 2012 წლამდე დღევანდელი მინისტრი ისევ "ჯიპას" რექტორი გახლდათ. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან ბიძინა ივანიშვილის კაბინეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა. 2013 წლის თებერვალში კი ვიცე-პრემიერის პოსტიც შეუთავსეს. მარგველაშვილი სრულყოფილად ფლობს ორ უცხო ენას - ინგლისურსა და რუსულს.

ცნობილი ფაქტია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, ამიტომ მის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულის თანახმად, საყვარელ ქალბატონთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად ცხოვრობს. ჟურნალისტებმა მაკა ჩიჩუას შესახებ მხოლოდ ის იციან, რომ ვიზაჟისტია და რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია "პიკში" მუშაობდა. მას სასიმღერო გამოცდილებაც აქვს. "ელექტროტალღები" - ასე ჰქვია სიმღერას და ვიდეორგოლს, რომელიც წლების წინ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ტრიალებდა...

"გიორგის ყველა კარგად იცნობს. მას ჩემი აზრით, აქვს ყველა ის თვისება, რომელიც კარგ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. ეს იდეალური ვარიანტია. მას აქვს შესაფერისი განათლება, კრეატიულობა, ასევე, კრიზისულ სიტუაციაში უნიკალურია. არის კარგი ანალიტიკოსი, ექსპერტი. თუ რაიმე გამიჭირდება, ყოველთვის რჩევისთვის გიორგის და მასთან ერთად, სულ რამდენიმე ადამიანს მივმართავ. გარდა ამისა, ის მაგარი ოპონენტია, არაფერს შეგარჩენს და გაპატიებს. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანს ვიცნობ", - ასე დაახასიათა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატის პოსტზე წარდგენისას.

რას ფიქრობენ "ქართული ოცნებისა" და მისი ლიდერის არჩევანზე პოლიტოლოგები?..

გია ნოდია:

- მარგველაშვილი ჯერ კიდევ იქიდან მახსოვს, ინსტიტუტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე გამოცდებს რომ აბარებდა. ის და ირაკლი კაკაბაძე თანაკლასელები და მეგობრები იყვნენ. გიორგი ჩემი სტუდენტი არ იყო და კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცი, რომ ინტელექტუალი, ჭკვიანი ადამიანი იყო, ხშირად საუბრობდა ფილოსოფიაზე... მასზე კარგი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას არ მივცემ. მართალია, პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური ადამიანი იყო, მაგრამ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა. ეს ადამიანი პრემიერმა პირადი სიმპათიის მიხედვით აირჩია. პოლიტიკური ბიოგრაფიის არმქონე ადამიანი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა ასევე პოლიტიკური გამოცდილების არმქონე პრემიერმა.

ირაკლი კაკაბაძე:

- გიორგის დიდი ხანია, ვიცნობ. ერთ კლასშიც ვიყავით და ერთ კურსზეც. ყოველთვის ძალიან ნიჭიერი და განათლებული კაცი იყო. 1988 წელს იმ მცირერიცხოვან ჯგუფში იყო, რომელმაც კომკავშირის კრიტიკა გაბედა. მერე ამ ორგანიზაციას დაუპირისპირდა კიდეც. კომკავშირი მაშინ ისეთივე მონსტრი გახლდათ, როგორიც სულ ცოტა ხნის წინ, "ნაციონალური მოძრაობა"' იყო. გიორგის ძალიან კარგი მენეჯმენტის გამოცდილება აქვს. 1990-იან წლებში მან დენიელ კუნინთან და ტედ ჯონსთან ერთად, პრაქტიკულად ააწყო NDI-ის (ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი) საქართველოს ოფისი. ეს ორგანიზაცია საქართველოში დღეს ასეთი გავლენიანი რომ არის, სწორედ მისი დამსახურებაა. "ჯიპას" რექტორი რომ იყო, მასთან დაახლოებით 6 წელი ვიმუშავე. ძალიან კარგ პირობებს ქმნიდა პროფესორებისთვის. ლექტორებს სრულ პედაგოგიურ დამოუკიდებლობას აძლევდა და სტუდენტებსაც ყოველმხრივ უწყობდა ხელს. მოკლედ, 1988 წლის ანტისაბჭოთა მოძრაობით დაწყებული, უმაღლესი განათლების ინსტიტუტის რექტორობით დამთავრებული, ყოველთვის კარგი პროფესიონალი და მენეჯერი იყო. მისი სიხისტე მისი პლუსიც არის, რადგან არ ეშინია მძიმე ბრძოლაში ჩაბმის. ამის კარგი მაგალითია ის, რომ კახა ბენდუქიძეს კარგად შეასრულებინა კანონის მოთხოვნები.

სოსო ცისკარიშვილი:

- შეგახსენებთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი მარგველაშვილი ყველაზე ძნელად დასათანხმებელი პიროვნება აღმოჩნდა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას. როგორც ჩანს, მარგველაშვილს სწორედ ეს გამოარჩევს ზოგიერთი კოლეგისგან. გარდა ამისა, ეჭვგარეშეა გიორგის განათლება, მაღალი კულტურა, ინტელექტუალური პოტენციალი და მოქალაქეობრივი მრწამსი. ჩემთვის მისი კანდიდატურის დასახელება მოულოდნელი არ იყო. უფრო მეტიც, რაღაც მენიშნა კიდეც, როდესაც პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრსა და განათლების მინისტრებს შორის არსებული დავა ძალიან მარტივად გადაწყვიტა.

- რა დავას გულისხმობთ?

- დავას შრომის კოდექსთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტი, რომლის ავტორიც იუსტიციის მინისტრია, პარლამენტმა პირველი მოსმენით მოიწონა. ხოლო მას შემდეგ, რაც მარგველაშვილმა კანონპროექტი გააკრიტიკა, პრემიერმა განათლების მინისტრს დაუჭირა მხარი.

- თქვენი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს საზოგადოება მარგველაშვილის პერსონას მიაქცევს ყურადღებას თუ ისევ ივანიშვილის ფაქტორი იქნება განმსაზღვრელი?

- რასაკვირველია, ივანიშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენად გადამწყვეტი იქნება ეს არჩევნებამდე, ეს უკვე მომავლის გადასაწყვეტია. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილი დასახელდა, საზოგადოება მას იმ მოთხოვნებს წაუყენებს, რაც აქამდე "ქართული ოცნების" მიმართ ჰქონდა. თუ ხალხის მოლოდინი არ გამართლდა და დანაპირები არ შესრულდა, ეს ივანიშვილის რეიტინგზე პირდაპირ აისახება. ნებისმიერ შემთხვევაში, მარგველაშვილს გაცილებით მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე მის კონკურენტებს, თუნდაც - რესურსის კუთხით. ამიტომ, თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გარკვეულ კოორდინაციას ვერ მოახერხებს და საერთო წარმომადგენელზე ვერ შეთანხდება, წარმატებაზე ფიქრიც კი არ შეეძლება.

- როგორ გგონიათ, საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილის გამარჯვებას დასავლელი პარტნიორები როგორ შეხვდებიან?

- თუ გავითვალისწინებთ, რა პოპულარობა მოიპოვა სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უნდა ვიფიქროთ, რომ დასავლეთი მარგველაშვილსაც კარგად მიიღებს. მას ამერიკასა და ევროპაში სააკაშვილზე არანაკლები კომუნიკაციები აქვს. მართალია, ამერიკული უნივერსიტეტი არ აქვს დამთავრებული, მაგრამ ის თანამშრომლობდა ამერიკის დემოკრატიულ ინსტიტუტთან და მუშაობდა "ჯიპაში".

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა