სიმსივნის განვითარების რისკის შესამცირებლად, 37 წლის მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ ორივე სარძევე ჯირკვალი უკვე ამოიკვეთა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ახალი ოპერაციისთვის ემზადება. მსახიობს საკვერცხეებს ამოაჭრიან.
დიაგნოზის მიხედვით, რომელიც მსახიობს ექიმებმა დაუსვეს, არსებობს 50%-იანი ალბათობა იმისა, რომ ანჯელინას საკვერცხეების კიბო განუვითარდეს. სწორედ ამ დიაგნოზით გარდაიცვალა 2007 წელს ვარსკვლავის დედა.
ცოტა ხნის წინ გავრცელებულ გულახდილ წერილში, ჯოლი წერდა, რომ გადაწყვიტა ”დაიწყოს მკერდიდან, ვინაიდან მის შემთხვევაში მკერდის კიბოს განვითარების რისკი, საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკზე გაცილებით მაღალია და ამასთან, ეს ოპერაცია ბევრად უფრო რთულია”.
ახლა, როდესაც სარძევე ჯირკვლების ამოჭრის პროცედურამ წარმატებით ჩაიარა, შემდეგ ეტაპზე გადასვლა უკვე შესაძლებელია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმებს სურთ, რომ ანჯელინას ოპერაცია იქამდე გაუკეთონ, სანამ ვარსკვლავს 40 წელი შეუსრულდება.
უკვე რამდენიმე დღეა მსახიობის ისტორია გავლენიანი გამოცემების პირველ გვერდებზეა. ჟურნალი Time-ი ანჯელინა ჯოლის მთელ ნომერს უძღვნის.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.