პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიკო სადუნიშვილი - "...და ამის მერე კიდევ იტყვით, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო?!"
თიკო სადუნიშვილი - "...და ამის მერე კიდევ იტყვით, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო?!"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნილ ტენ­დენ­ცი­ებ­ზე წერს.

"ჩვენ­მა მშობ­ლებ­მა და ჩვენ­მა თა­ო­ბამ ბევ­რი წელი იცხოვ­რა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც კა­ნო­ნი არ კა­ნო­ნობ­და, ადა­მი­ა­ნებს შო­რის მომ­ხდარ კონ­ფლიქ­ტებს ე.წ. "ქურ­დე­ბი" აგ­ვა­რებ­დნენ, "კაი ბი­ჭის" დები სა­მუ­და­მოდ ქა­ლიშ­ვი­ლე­ბად რჩე­ბოდ­ნენ, მა­შინ­დე­ლი სა­სა­უბ­რო ლექ­სი­კო­ნი კი ძი­რი­თა­დად რუ­სუ­ლი "ჟარ­გო­ნე­ბის­გან" შედ­გე­ბო­და. 9 წელი კი­დევ ცოტა იყო მენ­ტა­ლი­ტე­ტის შე­საც­ვლე­ლად. მო­დით ვა­ღი­ა­როთ, ჩვენ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ისევ დევს და თუ ნე­ბას დაგ­ვრთავთ, ყვე­ლა­ფერს იმ წუ­თი­დან გა­ვაგ­რძე­ლებთ, სა­დაც დაგ­ვა­პა­უ­ზეს, თან ზუს­ტად ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით, რო­გორც ეს ადრე გა­მოგ­ვდი­ო­და. ჩემი შვი­ლი 11 წლი­საა, მან არ იცის რას ნიშ­ნავს კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, ძვე­ლი ბიჭი, კაი ბიჭი და მე ეს მე­ა­მა­ყე­ბა! როცა გვეს­მის ფრა­ზა "წარ­სულ­ში დავ­ბრუნ­დე­ბით" ეს ხომ ჰა­ე­რი­დან არ მო­დის?! ჩვენ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ და ყვე­ლას გვყავს ნაც­ნო­ბი ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი თუ დღე­საც პა­ტი­მა­რი, ნარ­კო­მა­ნი თუ წამ­ლით გა­პა­რუ­ლი მე­გო­ბა­რი, მოკ­ლუ­ლი ან სხვი­სი მკვლე­ლი. საქ­მის კურ­სში თუ არ ხართ, მა­შინ მე გე­ტყვით: ცი­ხე­ში მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბი ისევ ქურ­დო­ბა­ზე აოც­ნებ­დნენ, ჩვე­ნი სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი ისევ ინ­სუ­ლი­ნის "შპ­რი­ცე­ბით" მი­მო­ი­ფან­ტა. გა­და­ხე­დეთ უახ­ლო­ეს წარ­სულს, რამ­დე­ნი და­ა­ყა­ჩა­ღეს, რამ­დე­ნი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, რამ­დე­ნი მოკ­ლეს და ამის მერე კი­დევ იტყვით ოც­ნე­ბას კაცი არ მო­უკ­ლავ­სო?!", - წერს თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებს, რომ­ლე­ბიც ამ პოსტს კო­მენ­ტა­რებს უკე­თე­ბენ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"და სა­ერ­თოდ ვის­წავ­ლოთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მოს­მე­ნა, ეს რა დე­ვი­ზი გაქვთ ოც­ნე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებს - Кто не с нами, тот против нас :)))", - წერს სა­დუ­ნიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

თიკო სადუნიშვილი - "...და ამის მერე კიდევ იტყვით, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო?!"

თიკო სადუნიშვილი - "...და ამის მერე კიდევ იტყვით, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო?!"

ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილ ტენდენციებზე წერს.

"ჩვენმა მშობლებმა და ჩვენმა თაობამ ბევრი წელი იცხოვრა ქვეყანაში, სადაც კანონი არ კანონობდა, ადამიანებს შორის მომხდარ კონფლიქტებს ე.წ. "ქურდები" აგვარებდნენ, "კაი ბიჭის" დები სამუდამოდ ქალიშვილებად რჩებოდნენ, მაშინდელი სასაუბრო ლექსიკონი კი ძირითადად რუსული "ჟარგონებისგან" შედგებოდა. 9 წელი კიდევ ცოტა იყო მენტალიტეტის შესაცვლელად. მოდით ვაღიაროთ, ჩვენში ეს ყველაფერი ისევ დევს და თუ ნებას დაგვრთავთ, ყველაფერს იმ წუთიდან გავაგრძელებთ, სადაც დაგვაპაუზეს, თან ზუსტად ისეთივე წარმატებით, როგორც ეს ადრე გამოგვდიოდა. ჩემი შვილი 11 წლისაა, მან არ იცის რას ნიშნავს კანონიერი ქურდი, ძველი ბიჭი, კაი ბიჭი და მე ეს მეამაყება! როცა გვესმის ფრაზა "წარსულში დავბრუნდებით" ეს ხომ ჰაერიდან არ მოდის?! ჩვენ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას გვყავს ნაცნობი ამნისტირებული თუ დღესაც პატიმარი, ნარკომანი თუ წამლით გაპარული მეგობარი, მოკლული ან სხვისი მკვლელი. საქმის კურსში თუ არ ხართ, მაშინ მე გეტყვით: ციხეში მყოფი პატიმრები ისევ ქურდობაზე აოცნებდნენ, ჩვენი სადარბაზოები ისევ ინსულინის "შპრიცებით" მიმოიფანტა. გადახედეთ უახლოეს წარსულს, რამდენი დააყაჩაღეს, რამდენი გააუპატიურეს, რამდენი მოკლეს და ამის მერე კიდევ იტყვით ოცნებას კაცი არ მოუკლავსო?!", - წერს თიკო სადუნიშვილი.

ტელეწამყვანი "ქართული ოცნების მხარდამჭერებს, რომლებიც ამ პოსტს კომენტარებს უკეთებენ, განსხვავებული აზრის უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

"და საერთოდ ვისწავლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა, ეს რა დევიზი გაქვთ ოცნების მხარდამჭერებს - Кто не с нами, тот против нас :)))", - წერს სადუნიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს