პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საია" - ნაცვლიშვილისთვის ამ გამოძიების მინდობა არასწორია
"საია" - ნაცვლიშვილისთვის ამ გამოძიების მინდობა არასწორია

უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბია "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია" სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში აქ­ტი­ურ როლს თა­მა­შობს. მათი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მუ­დამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის არე­ალ­ში ექ­ცე­ო­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გან­ვლი­ლი დღე­ე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა შსს-ს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გელა ხვე­დე­ლი­ძის და­პა­ტიმ­რე­ბა იყო. ამ საქ­მე­ში გელა ხვე­დე­ლი­ძის გარ­და პრო­კუ­რა­ტუ­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლის გვა­რიც ფი­გუ­რი­რებ­და. სწო­რედ ამ თე­მა­ზე და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი სა­ი­ას თავ­მჯდო­მა­რე კახა კო­ჟო­რი­ძეს­თან.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გელა ხვე­დე­ლი­ძის და­პა­ტიმ­რე­ბა სწო­რი ნა­ბი­ჯი იყო. მაგ­რამ, გვა­ფიქ­რებს ის, რომ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­მო­ძი­ე­ბის კუ­რი­რე­ბას მო­ახ­დენს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი. ჩემი აზ­რით, ნაც­ვლიშ­ვი­ლის­თვის ამ გა­მო­ძი­ე­ბის მინ­დო­ბა არას­წო­რია. რა თქმა უნდა, შე­საძ­ლოა ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლოა, თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მას ბრა­ლი მი­უ­ძღვის, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ არ წავა. როცა ნაც­ვლიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბობს კი­თხვის ნიშ­ნე­ბი, მის­თვის ამ საქ­მის ჩა­ბა­რე­ბა არა­თუ გა­ფან­ტავს არ­სე­ბულ კი­თხვებს, არა­მედ უფრო გა­ამ­ძაფ­რებს.

- 17 მა­ისს ჰო­მო­ფო­ბი­ის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით "იდენ­ტო­ბა" აწყობს აქ­ცი­ას, სა­დაც სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც გა­მოვ­ლენ. თუ აპი­რებთ აქ­ცი­ის მო­ნი­ტო­რინგს?

- კი, ვა­პი­რებთ, რომ და­ვაკ­ვირ­დეთ და გა­ვა­კე­თებთ გან­ცხა­დე­ბას ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად. ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბის ად­რე­სა­ტი იქ­ნე­ბა პო­ლი­ცია, რათა მათ გა­მო­ი­ყე­ნონ ყვე­ლა კა­ნო­ნი­ე­რი ბერ­კე­ტი, ამ აქ­ცი­ამ მშვი­დო­ბი­ა­ნად რომ ჩა­ი­ა­როს და და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს, რად­გან და­პი­რის­პი­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს.

- რიგი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა ამა­ვე დღეს აპი­რებს ამ აქ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მსვლე­ლო­ბის მო­წყო­ბას. ეს ხომ არ ზრდის პრო­ვო­კა­ცი­ის საფრ­თხეს?

- ზო­გა­დად არ ვიცი, ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი რას აპი­რე­ბენ, თუმ­ცა ესეც გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა და მა­თაც აქვთ უფ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი გა­აპ­რო­ტეს­ტონ, მაგ­რამ აქ არის ერთი რამ: აზ­რის გა­მო­ხატ­ვას აქვს თა­ვი­სი ფორ­მა და ზღვა­რი. თუ ეს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი "იდენ­ტო­ბის" აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ გა­მო­ავ­ლე­ნენ ძა­ლა­დო­ბას, აგ­რე­სი­ას, შე­უ­რა­ცხყო­ფას (თუნ­დაც სი­ტყვი­ერს), ეს ცხა­დია და­უშ­ვე­ბე­ლია, მაგ­რამ ის, რომ მა­თაც გა­მო­ხა­ტონ პრო­ტეს­ტი, მი­უ­ღე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის.

- კახა, რა შე­ფა­სე­ბას გა­ა­კე­თებ­დი "ლა ტრუფ­ფე"-ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე?

- არ ვიცი, ამ ეტაპ­ზე რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. ერთი, რისი თქმაც შე­მიძ­ლია, არის ის, რომ ძა­ლა­დო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ჩვენ არ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი, რომ ვთქვათ - ვინ არ­ღვევ­და კა­ნონს და ვინ არა. ამი­ტომ ვე­ლო­დე­ბით, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­ვა­კე­თებთ გან­ცხა­დე­ბას.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"საია" - ნაცვლიშვილისთვის ამ გამოძიების მინდობა არასწორია

"საია" - ნაცვლიშვილისთვის ამ გამოძიების მინდობა არასწორია

უკანასკნელი წლებია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოვლენების შეფასებაში აქტიურ როლს თამაშობს. მათი რეკომენდაციები მუდამ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში ექცეოდა. შეიძლება ითქვას, განვლილი დღეების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა შსს-ს მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის დაპატიმრება იყო. ამ საქმეში გელა ხვედელიძის გარდა პროკურატურის მაღალჩინოსნის ლაშა ნაცვლიშვილის გვარიც ფიგურირებდა. სწორედ ამ თემაზე დავიწყეთ საუბარი საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძესთან.

- ხელისუფლების მხრიდან გელა ხვედელიძის დაპატიმრება სწორი ნაბიჯი იყო. მაგრამ, გვაფიქრებს ის, რომ მთავარმა პროკურატურამ მედიის საშუალებებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიების კურირებას მოახდენს მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. ჩემი აზრით, ნაცვლიშვილისთვის ამ გამოძიების მინდობა არასწორია. რა თქმა უნდა, შესაძლოა ის აბსოლუტურად უდანაშაულოა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მას ბრალი მიუძღვის, ბუნებრივია, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ არ წავა. როცა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ არსებობს კითხვის ნიშნები, მისთვის ამ საქმის ჩაბარება არათუ გაფანტავს არსებულ კითხვებს, არამედ უფრო გაამძაფრებს.

- 17 მაისს ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით "იდენტობა" აწყობს აქციას, სადაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებიც გამოვლენ. თუ აპირებთ აქციის მონიტორინგს?

- კი, ვაპირებთ, რომ დავაკვირდეთ და გავაკეთებთ განცხადებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ჩვენი განცხადების ადრესატი იქნება პოლიცია, რათა მათ გამოიყენონ ყველა კანონიერი ბერკეტი, ამ აქციამ მშვიდობიანად რომ ჩაიაროს და დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, რადგან დაპირისპირების საშიშროება არსებობს.

- რიგი უფლებადამცველი ორგანიზაციებისა ამავე დღეს აპირებს ამ აქციის საწინააღმდეგო მსვლელობის მოწყობას. ეს ხომ არ ზრდის პროვოკაციის საფრთხეს?

- ზოგადად არ ვიცი, ეს ორგანიზაციები რას აპირებენ, თუმცა ესეც გამოხატვის თავისუფლებაა და მათაც აქვთ უფლება, ნებისმიერი საკითხი გააპროტესტონ, მაგრამ აქ არის ერთი რამ: აზრის გამოხატვას აქვს თავისი ფორმა და ზღვარი. თუ ეს უფლებადამცველები "იდენტობის" აქციის მონაწილეების მიმართ გამოავლენენ ძალადობას, აგრესიას, შეურაცხყოფას (თუნდაც სიტყვიერს), ეს ცხადია დაუშვებელია, მაგრამ ის, რომ მათაც გამოხატონ პროტესტი, მიუღებელი ნამდვილად არ არის.

- კახა, რა შეფასებას გააკეთებდი "ლა ტრუფფე"-ში მომხდარ ინციდენტზე?

- არ ვიცი, ამ ეტაპზე როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ძალადობა დაუშვებელია. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, რომ ვთქვათ - ვინ არღვევდა კანონს და ვინ არა. ამიტომ ველოდებით, როგორ წარიმართება გამოძიება და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ