პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სმარტფონები სამხედროებს სნაიპერების აღმოჩენაში დაეხმარება
სმარტფონები სამხედროებს სნაიპერების აღმოჩენაში დაეხმარება

ამე­რი­კის ვან­დერ­ბილ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ჟინ­რებ­მა სტან­დარ­ტუ­ლი სმარ­ტფო­ნე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა შექ­მნეს, რო­მელ­საც სნა­ი­პე­რე­ბი­სა და მსრო­ლე­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა შე­უძ­ლია.

ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სნა­ი­პე­რე­ბის აღ­მომ­ჩე­ნი ხელ­სა­წყო­ე­ბის შექ­მნა­ზე ათო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა. მსგავ­სი სის­ტე­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს მისი იარ­ღი­დან გას­რო­ლი­სას წარ­მოქ­მნი­ლი ხმით აფიქ­სი­რებს. მა­ყუ­ჩი­ა­ნი შაშ­ხა­ნის შემ­თხვე­ვა­შიც კი, გას­რო­ლი­სას წარ­მოქ­ნილ დარ­ტყმის ტალ­ღას სა­კუ­თა­რი ხმა აქვს. ათე­უ­ლო­ბით მგრძნო­ბი­ა­რე მიკრო­ფო­ნის, ზუს­ტი სა­ა­თი­სა და მიკ­როპ­რო­ცე­სო­რის­გან შემ­დგა­რი სამ­ხედ­რო სის­ტე­მე­ბი, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სნა­ი­პე­რის პო­ზი­ცი­ას საკ­მა­ოდ ზუს­ტად აფიქ­სი­რებს.

ექ­ვსი წლის წინ, ვან­დერ­ბილ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტთა ჯგუფ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სნა­ი­პე­რე­ბის აღ­მომ­ჩე­ნი კომ­პაქ­ტუ­რი სის­ტე­მა ჯა­რის­კა­ცე­ბის ჩა­ფხუ­ტებ­ზე გა­ნა­თავ­სა.

რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა სის­ტე­მა დახ­ვე­წეს და ამ­ჟა­მად ის სტან­დარ­ტუ­ლი სმარ­ტფო­ნის ერთ-ერთ ფუნ­ქცი­ას წარ­მო­ად­გენს. სპე­ცი­ა­ლუ­რი მცი­რე ზო­მის მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც სმარ­ტფონს Bluetooth-ით უკავ­შირ­დე­ბა, მიკრო­ფო­ნე­ბით და დე­ტექ­ტო­რე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი. გას­რო­ლი­სას წარ­მოქ­მნილ ხმას სწო­რედ ის აფიქ­სი­რებს. მიკ­როპ­რო­ცე­სო­რის მიერ გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კი სმარ­ტფო­ნის ეკ­რან­ზე აი­სა­ხე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ popmech.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

სმარტფონები სამხედროებს სნაიპერების აღმოჩენაში დაეხმარება

სმარტფონები სამხედროებს სნაიპერების აღმოჩენაში დაეხმარება

ამერიკის ვანდერბილტის უნივერსიტეტის ინჟინრებმა სტანდარტული სმარტფონებისთვის სპეციალური პროგრამა შექმნეს, რომელსაც სნაიპერებისა და მსროლელების აღმოჩენა შეუძლია.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ, მოწინააღმდეგის სნაიპერების აღმომჩენი ხელსაწყოების შექმნაზე ათობით მილიონი დოლარი დახარჯა. მსგავსი სისტემების უმეტესობა მოწინააღმდეგეს მისი იარღიდან გასროლისას წარმოქმნილი ხმით აფიქსირებს. მაყუჩიანი შაშხანის შემთხვევაშიც კი, გასროლისას წარმოქნილ დარტყმის ტალღას საკუთარი ხმა აქვს. ათეულობით მგრძნობიარე მიკროფონის, ზუსტი საათისა და მიკროპროცესორისგან შემდგარი სამხედრო სისტემები, მოწინააღმდეგის სნაიპერის პოზიციას საკმაოდ ზუსტად აფიქსირებს.

ექვსი წლის წინ, ვანდერბილტის უნივერსიტეტის სპეციალისტთა ჯგუფმა მოწინააღმდეგის სნაიპერების აღმომჩენი კომპაქტური სისტემა ჯარისკაცების ჩაფხუტებზე განათავსა.

რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად სპეციალისტებმა სისტემა დახვეწეს და ამჟამად ის სტანდარტული სმარტფონის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს. სპეციალური მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც სმარტფონს Bluetooth-ით უკავშირდება, მიკროფონებით და დეტექტორებითაა აღჭურვილი. გასროლისას წარმოქმნილ ხმას სწორედ ის აფიქსირებს. მიკროპროცესორის მიერ გადამუშავებული ინფორმაცია კი სმარტფონის ეკრანზე აისახება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ popmech.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე