ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების შესაბამისი პატივით დაკრძალვას მიესალმება. ჟურნალისტის თქმით, მსგავსი რამ წინა ხელისუფლების დროს არ მომხდარა. ამის შესახებ მეტრეველი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.
"სააკაშვილის მომხრეებს მინდა ვკითხო: ოდესმე თუ გასჩენიათ პროტესტის გრძნობა, მათ ბელადს არასდროს რომ არ დაუკრძალავს სათანადო პატივით ავღანეთში დაღუპული ბიჭები. ის კი არა თავიდან, ფაქტობრივად ჩუმად ამარხინებდა მათ. ოჯახის წევრებს კომენტარის გაკეთებას უკრძალავდნენ, ჟურნალისტებს კი - კადრების გადაღებას. როგორ შეგიძლიათ მას მხარს უჭერდეთ, ვერაფრით ვხვდები!
იმიტომ რომ ეშინოდა, ხალხი ავღანეთში ჯარის გაგზავნის წინააღმდეგი არ წასულიყო.. სხვა ახსნა არ მაქვს.
მე თავად ვარ ჟურნალისტი და კარგად ვიცი, რის უფლებას გვაძლევდნენ და რის არა. აეროპორტში არ გვიშვებდნენ კადრების გადასაღებად.
დღეს რაც მოხდა, ეს არის სათანადო პატივის მიგება და ამას არასდროს აკეთებდა მიშა!", - წერს მერაბ მეტრეველი.
ავღანეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი სამხედრო მოსამსახურე - სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს.
სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც ავღანეთიდან საქართველოში ცხედრების გადმოსვენება მოხდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 10.30 საათზე დაეშვა.
ავღანეთის მისიაში 22 ქართველი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.
იხილეთ ვიდეო: "ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი სამხედრო ჩამოასვენეს"
"სამხედრო პატივის გარეშე..."