პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია მაისაშვილი მთავრობას - "თქვენს იმპოტენტურობაზე ჩუმად აღარ ვიქნები"
გია მაისაშვილი მთავრობას - "თქვენს იმპოტენტურობაზე ჩუმად აღარ ვიქნები"

"ლი­დერ­თა სკო­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ეკო­ნო­მის­ტი გია მა­ი­საშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას უვი­ცო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამის შე­სა­ხებ მა­ი­საშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

"უხერ­ხემ­ლო­ბა, უვი­ცო­ბა და გა­უ­თა­ვე­ბელ ტრა­ბა­ხი აუ­ტა­ნე­ლია. ეს ჩემი ქვე­ყა­ნაა, ბა­ტო­ნო ახა­ლო მთავ­რო­ბავ, თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, მის­თვის მი­ტი­რია, მის­თვის მი­ო­მია, სის­ხლი მიღ­ვრია, მის­წავ­ლია და თქვენს იმ­პო­ტენ­ტუ­რო­ბა­ზე ჩუ­მად აღარ ვიქ­ნე­ბი.

ბრძო­ლის უნა­რი და სურ­ვი­ლი არას­დროს გამ­ნე­ლე­ბია, მაგ­რამ სიბ­რძნეა სა­ჭი­რო ასე­თი მწი­რე რე­სურ­სე­ბით ამ ავად­მყო­ფურ პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მას რომ და­უ­პი­რის­პირ­დე, სა­დაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბი კი არა ფარ­დის მიღ­მა ძა­ლე­ბი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის, ე.წ. პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის მეშ­ვე­ო­ბით და­გი­პი­რის­პირ­დე­ბი­ან. არა­და ნად­გურ­დე­ბა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და პატ­რო­ნი არ ჩანს", - წერს მა­ი­საშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2008 წლის 5 იან­ვრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გია მა­ი­საშ­ვილ­მა, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

გია მაისაშვილი მთავრობას - "თქვენს იმპოტენტურობაზე ჩუმად აღარ ვიქნები"

გია მაისაშვილი მთავრობას - "თქვენს იმპოტენტურობაზე ჩუმად აღარ ვიქნები"

"ლიდერთა სკოლის" ხელმძღვანელი, ეკონომისტი გია მაისაშვილი საქართველოს მთავრობას უვიცობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მაისაშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.

"უხერხემლობა, უვიცობა და გაუთავებელ ტრაბახი აუტანელია. ეს ჩემი ქვეყანაა, ბატონო ახალო მთავრობავ, თქვენგან განსხვავებით, მისთვის მიტირია, მისთვის მიომია, სისხლი მიღვრია, მისწავლია და თქვენს იმპოტენტურობაზე ჩუმად აღარ ვიქნები.

ბრძოლის უნარი და სურვილი არასდროს გამნელებია, მაგრამ სიბრძნეა საჭირო ასეთი მწირე რესურსებით ამ ავადმყოფურ პოლიტიკურ სისტემას რომ დაუპირისპირდე, სადაც დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეები კი არა ფარდის მიღმა ძალები მარიონეტების, ე.წ. პოლიტიკური ელიტის მეშვეობით დაგიპირისპირდებიან. არადა ნადგურდება ჩვენი ქვეყანა და პატრონი არ ჩანს", - წერს მაისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გია მაისაშვილმა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, მონაწილეობა მიიღო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს