Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”მას ბევრად მეტი კარგი თვისება აქვს, ვიდრე მე და ვისურვებდი, მეც მასავით კარგი ვიყო”
”მას ბევრად მეტი კარგი თვისება აქვს, ვიდრე მე და ვისურვებდი, მეც მასავით კარგი ვიყო”

რამ­დე­ნი­მე წლის წინ თბი­ლის­ში ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­დნენ ტე­ლე­წამ­ყვან სა­ლო­მე არ­შბა­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ობ კახა მი­ქი­აშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავ­ზე, რო­მე­ლიც ოჯა­ხის შექ­მნით დაგ­ვირ­გვინ­და. ცნო­ბი­ლი წყვი­ლის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის დიდი იყო. სა­ლო­მე პრე­სას არ სწყა­ლობს და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე ყო­ველ­თვის უარს ამ­ბობს, სა­მა­გი­ე­როდ, კა­ხაა გახ­სნი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან. ჩვენც სწო­რედ მას შე­ვეხ­მი­ა­ნეთ, რათა მათი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ თქვენ­თვის მეტი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვე­წო­დე­ბი­ნა. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ წყვილს გო­გო­ნა - თი­ნა­თი­ნი შე­ე­ძი­ნა, რო­მე­ლიც კა­ხას­თვის მე­ო­რე შვი­ლია, მას 7 წლის ანას­ტა­სი­აც ჰყავს, დებს ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ.

კახა მი­ქი­აშ­ვი­ლი:

- მად­ლო­ბა ღმერ­თს, თე­ატ­რა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვაგ­რძე­ლებ, საკ­მა­ოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ ამ მხრივ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში მივ­დი­ვართ გას­ტრო­ლებ­ზე ფი­ნეთ­სა და თურ­ქეთ­ში, გარ­და ამი­სა, ბა­ტო­ნი ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი იღებს ფილ­მს სა­ხელ­წო­დე­ბით "სახ­ლი, რო­მე­ლიც ფან­ჯრი­დან გა­ი­პა­რა", რო­მელ­შიც ძი­რი­თა­დად "თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის" მსა­ხი­ო­ბე­ბი ვთა­მა­შობთ, გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი და ნინო ქა­თა­მა­ძე იქ­ნე­ბი­ან, სწო­რედ ამ ფილ­მით შედ­გე­ბა მათი კი­ნო­დე­ბი­უ­ტი. მა­ყუ­რე­ბე­ლი ფილ­მის ნახ­ვი­სას ბევ­რს იცი­ნებს, მაგ­რამ მას­ში ცოტა სევ­და და ის რე­ა­ლო­ბაც იქ­ნე­ბა გად­მო­ცე­მუ­ლი, რო­მელ­შიც გვი­წევს ცხოვ­რე­ბა და რის გა­მოც სახ­ლი იპა­რე­ბა ფან­ჯრი­დან. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია და­ვა­მა­ტო, რომ ყო­ფილ პო­ლი­ცი­ელ კახა ქავ­თა­რა­ძეს გან­ვა­სა­ხი­ე­რებ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ფილმშიც კახა მქვია.

ოჯა­ხის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი...

- არ მიყ­ვარს, როცა მშობ­ლებს სა­კუ­თა­რი შვი­ლი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ჰგო­ნი­ათ და აქე­ბენ, ამი­ტომ გა­ფე­ტი­შე­ბუ­ლი მა­მის პო­ზი­ცი­ი­დან ვერ გა­მო­ვალ, თუმ­ცა გე­ტყვით, რომ თი­ნა­თი­ნი მალე ერთი წლის გახ­დე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა, ხა­ლი­სი­ა­ნი და ჭკვი­ა­ნი. სულ მიკ­ვირს, მე რა­ნა­ი­რად მყავს ასე­თი კე­თი­ლი შვი­ლი (იღი­მის). ეტყო­ბა, სა­ლო­მეს გე­ნე­ტი­კა და ნი­ჭი­ე­რე­ბა უფრო ჭარ­ბობს მას­ში. სა­წყის ეტაპ­ზე, როცა პა­ტა­რა იყო, უფრო აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი მის აღ­ზრდა­ში ჩარ­თუ­ლი, ახლა, რო­გორც კი დროს გა­მოვ­ნა­ხავ, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სი­ა­მოვ­ნე­ბას არ ვიკ­ლებ. რო­დე­საც დაღ­ლი­ლი ხარ ან პრობ­ლე­მა გაქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ში­ნაა კარ­გი პა­ტა­რას­თან ყოფ­ნა, ერთს რომ გა­გი­ღი­მებს და ხელს მო­გის­ვამს, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­წყდე­ბა ადა­მი­ანს, ამი­ტომ არას­დროს და­მი­წუ­წუ­ნია იმის გამო, რომ ბავ­შვს ბევ­რი დრო და ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა...

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩემს უფ­როს შვი­ლს, ანას­ტა­სი­ას, ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს თი­ნას­თან, მარ­თა­ლია, ის მხო­ლოდ 7 წლი­საა, მაგ­რამ უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნი­ვით ეპყრო­ბა და ეკონ­ტაქ­ტე­ბა დას, ეფე­რე­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე იტა­ლი­ი­დან სა­ჩუ­ქა­რი ჩა­მო­უ­ტა­ნა, ხში­რად კი­თხუ­ლობს და მო­დის მის სა­ნა­ხა­ვად. გულ­წრფე­ლად მი­ხა­რია, რომ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ერ­თმა­ნე­თი­სად­მი. მი­ნა­ხავს, როცა უფ­რო­სი შვი­ლი დედ­მა­მიშ­ვილ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობს ხოლ­მე, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ გაგ­ვი­მარ­თლა, ანას­ტა­სია ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რი და შეგ­ნე­ბუ­ლი ბავ­შვია და ალ­ბათ სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო.

მე­ო­რე შვილ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მი­ორ­მა­გა, სა­ნამ მამა გავ­ხდე­ბო­დი, თუ მხო­ლოდ ჩემს თავ­ზე ვფიქ­რობ­დი, ჩემს ჩაც­მა­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე, ახლა, როცა გას­ტროლ­ზე მივ­დი­ვარ, პირ­ველ რიგ­ში, იმას ვფიქ­რობ, ბავ­შვებს რა ვუ­ყი­დო, რა სჭირ­დე­ბათ და მერე, თუ დრო და ფი­ნან­სე­ბი მრჩე­ბა, სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­წყებ ზრუნ­ვას.

მე­უღ­ლე - სა­ლო­მე

- სა­ლო­მე "ჯი-ემ-ჯი ქალ­თა კლუბ­ში" მუ­შა­ობს, სა­დაც გა­და­ცე­მა "დღის აკორ­დი" ეკა სო­სე­ლი­ას­თან ერ­თად მიჰ­ყავ­და, ეკა ცოტა ხნის წინ დედა გახ­და, ეთერ­ში ჯერ არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, ამი­ტომ ახლა სა­ლო­მეს ნიკა წუ­ლუ­კი­ძე უწევს პარტნი­ო­რო­ბას, ასე­ვე კვი­რა­ში ერთხელ კუ­ლი­ნა­რი­ულ გა­და­ცე­მა "უცხო სურ­ნელს" უძღვე­ბა. სა­ლო­მეს დედა ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა, როცა თა­ვად სამ­სა­ხურ­შია, ბავ­შვზე მისი ოჯა­ხი ზრუ­ნავს, ძიძა კარ­გია, მაგ­რამ უკე­თე­სია, პა­ტა­რა ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­ი­ზარ­დოს, ჯერ­ჯე­რო­ბით ამას ვა­ხერ­ხებთ და ვნა­ხოთ, მო­მა­ვალ­ში რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი.

გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო ფუნ­ქცი­ე­ბი

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლო­მეს კული­ნა­რო­ბას, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან ის ამ მხრივ მე­ტად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იყო, ამი­ტომ ნელ-ნელა სწავ­ლობს რა­ღა­ცე­ბის მომ­ზა­დე­ბას. ისე, რამ­დე­ნი­მე კერ­ძი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მოს­დის და ამას ჩემი მე­გობ­რე­ბიც აღი­ა­რე­ბენ. ადა­მი­ანს რომ მო­შივ­დე­ბა, ისე­თი კარ­გი რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბას შეძ­ლებს, თვი­თო­ნაც გა­უკ­ვირ­დე­ბა, ამას სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გე­უბ­ნე­ბით. ხან­და­ხან მეც ვმზა­რე­უ­ლობ. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ფირ­მო კერ­ძე­ბი არ მაქვს, მაგ­რამ ბორშჩს, ჩა­ქა­ფულს, ოს­ტრის, სო­უზს, ლო­ბი­ოს კარ­გად ვამ­ზა­დებ, ვინც მი­ირ­თმევს ჩემს ნა­ხე­ლავს, მოს­წონთ და იმე­დია, არ მა­ტყუ­ე­ბენ (იღი­მე­ბა). კე­თე­ბის დროს მთა­ვა­რია, არ იჩ­ქა­რო და სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღო პრო­ცე­სის­გან, ამ შემ­თხვე­ვა­ში კერ­ძიც გემ­რი­ე­ლი გა­მო­დის, კერძს ყო­ველ­თვის ეტყო­ბა, გუ­ლი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი თუ არა.

უპ­რე­ტენ­ზიო ქმა­რი

- სა­ნამ დავ­ქორ­წინ­დე­ბო­დი, ოჯ­ახის წევ­რე­ბის­გან ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ხში­რად მი­საყ­ვე­დუ­რია იმის გამო, თუ რამე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი არ მხვდე­ბო­და, მაგ­რამ ახლა ასე აღარ ვარ, ამ მხრივ ცუდი შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი უფრო ვი­ყა­ვი, ვიდ­რე ქმა­რი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

”მას ბევრად მეტი კარგი თვისება აქვს, ვიდრე მე და ვისურვებდი, მეც მასავით კარგი ვიყო”

”მას ბევრად მეტი კარგი თვისება აქვს, ვიდრე მე და ვისურვებდი, მეც მასავით კარგი ვიყო”

რამდენიმე წლის წინ თბილისში ბევრს ლაპარაკობდნენ ტელეწამყვან სალომე არშბასა და თავისუფალი თეატრის მსახიობ კახა მიქიაშვილის სიყვარულის ამბავზე, რომელიც ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. ცნობილი წყვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდი იყო. სალომე პრესას არ სწყალობს და ინტერვიუებზე ყოველთვის უარს ამბობს, სამაგიეროდ, კახაა გახსნილი ჟურნალისტებთან. ჩვენც სწორედ მას შევეხმიანეთ, რათა მათი ოჯახური ცხოვრების შესახებ თქვენთვის მეტი ინფორმაცია მოგვეწოდებინა. დაახლოებით ერთი წლის წინ წყვილს გოგონა - თინათინი შეეძინა, რომელიც კახასთვის მეორე შვილია, მას 7 წლის ანასტასიაც ჰყავს, დებს ერთმანეთთან ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ.

კახა მიქიაშვილი:

- მადლობა ღმერთს, თეატრალურ საქმიანობას ვაგრძელებ, საკმაოდ დაკავებული ვარ ამ მხრივ, რამდენიმე დღეში მივდივართ გასტროლებზე ფინეთსა და თურქეთში, გარდა ამისა, ბატონი ავთო ვარსიმაშვილი იღებს ფილმს სახელწოდებით "სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა", რომელშიც ძირითადად "თავისუფალი თეატრის" მსახიობები ვთამაშობთ, გამონაკლისი მხოლოდ ნინო ანანიაშვილი და ნინო ქათამაძე იქნებიან, სწორედ ამ ფილმით შედგება მათი კინოდებიუტი. მაყურებელი ფილმის ნახვისას ბევრს იცინებს, მაგრამ მასში ცოტა სევდა და ის რეალობაც იქნება გადმოცემული, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და რის გამოც სახლი იპარება ფანჯრიდან. მეტს ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ის შემიძლია დავამატო, რომ ყოფილ პოლიციელ კახა ქავთარაძეს განვასახიერებ, ამ შემთხვევაში ფილმშიც კახა მქვია.

ოჯახის მთავარი საზრუნავი...

- არ მიყვარს, როცა მშობლებს საკუთარი შვილი ყველაზე გამორჩეული ჰგონიათ და აქებენ, ამიტომ გაფეტიშებული მამის პოზიციიდან ვერ გამოვალ, თუმცა გეტყვით, რომ თინათინი მალე ერთი წლის გახდება, ძალიან კარგი გოგოა, ხალისიანი და ჭკვიანი. სულ მიკვირს, მე რანაირად მყავს ასეთი კეთილი შვილი (იღიმის). ეტყობა, სალომეს გენეტიკა და ნიჭიერება უფრო ჭარბობს მასში. საწყის ეტაპზე, როცა პატარა იყო, უფრო აქტიურად ვიყავი მის აღზრდაში ჩართული, ახლა, როგორც კი დროს გამოვნახავ, მასთან ურთიერთობის სიამოვნებას არ ვიკლებ. როდესაც დაღლილი ხარ ან პრობლემა გაქვს, განსაკუთრებით მაშინაა კარგი პატარასთან ყოფნა, ერთს რომ გაგიღიმებს და ხელს მოგისვამს, ყველაფერი გავიწყდება ადამიანს, ამიტომ არასდროს დამიწუწუნია იმის გამო, რომ ბავშვს ბევრი დრო და ყურადღება სჭირდება...

რასაკვირველია, ჩემს უფროს შვი­ლს, ანასტასიას, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს თინასთან, მართალია, ის მხოლოდ 7 წლისაა, მაგრამ უფროსი ადამიანივით ეპყრობა და ეკონტაქტება დას, ეფერება, რამდენჯერმე იტალიიდან საჩუქარი ჩამოუტანა, ხშირად კითხულობს და მოდის მის სანახავად. გულწრფელად მიხარია, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთისადმი. მინახავს, როცა უფროსი შვილი დედმამიშვილზე ეჭვიანობს ხოლმე, ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვიმართლა, ანასტასია ძალიან გონიერი და შეგნებული ბავშვია და ალბათ სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო.

მეორე შვილმა პასუხისმგებლობა გამიორმაგა, სანამ მამა გავხდებოდი, თუ მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობდი, ჩემს ჩაცმასა და სიამოვნებაზე, ახლა, როცა გასტროლზე მივდივარ, პირველ რიგში, იმას ვფიქრობ, ბავშვებს რა ვუყიდო, რა სჭირდებათ და მერე, თუ დრო და ფინანსები მრჩება, საკუთარ თავზე ვიწყებ ზრუნვას.

მეუღლე - სალომე

- სალომე "ჯი-ემ-ჯი ქალთა კლუბში" მუშაობს, სადაც გადაცემა "დღის აკორდი" ეკა სოსელიასთან ერთად მიჰყავდა, ეკა ცოტა ხნის წინ დედა გახდა, ეთერში ჯერ არ დაბრუნებულა, ამიტომ ახლა სალომეს ნიკა წულუკიძე უწევს პარტნიორობას, ასევე კვირაში ერთხელ კულინარიულ გადაცემა "უცხო სურნელს" უძღვება. სალომეს დედა ძალიან ეხმარება, როცა თავად სამსახურშია, ბავშვზე მისი ოჯახი ზრუნავს, ძიძა კარგია, მაგრამ უკეთესია, პატარა ოჯახის წევრებთან გაიზარდოს, ჯერჯერობით ამას ვახერხებთ და ვნახოთ, მომავალში როგორ წარიმართება მოვლენები.

განაწილებული საოჯახო ფუნქციები

- რაც შეეხება სალომეს კული­ნა­რობას, ოჯახის წევრებისგან ის ამ მხრივ მეტად განებივრებული იყო, ამიტომ ნელ-ნელა სწავლობს რაღაცების მომზადებას. ისე, რამდენიმე კერძი ძალიან გემრიელი გამოსდის და ამას ჩემი მეგობრებიც აღიარებენ. ადამიანს რომ მოშივდება, ისეთი კარგი რაღაცების გაკეთებას შეძლებს, თვითონაც გაუკვირდება, ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით. ხანდახან მეც ვმზარეულობ. ჯერჯერობით საფირმო კერძები არ მაქვს, მაგრამ ბორშჩს, ჩაქაფულს, ოსტრის, სოუზს, ლობიოს კარგად ვამზადებ, ვინც მიირთმევს ჩემს ნახელავს, მოსწონთ და იმედია, არ მატყუებენ (იღიმება). კეთების დროს მთავარია, არ იჩქარო და სიამოვნება მიიღო პროცესისგან, ამ შემთხვევაში კერძიც გემრიელი გამოდის, კერძს ყოველთვის ეტყობა, გულითაა გაკეთებული თუ არა.

უპრეტენზიო ქმარი

- სანამ დავქორწინდებოდი, ოჯ­ახის წევრებისგან ყველანაირად გა­ნებივრებული ვიყავი, ხშირად მისაყვედურია იმის გამო, თუ რამე მოწესრიგებული არ მხვდებოდა, მაგრამ ახლა ასე აღარ ვარ, ამ მხრივ ცუდი შვილი და შვილიშვილი უფრო ვიყავი, ვიდრე ქმარი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება