Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია მოეწყობა
თბილისში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია მოეწყობა

თბი­ლის­ში, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან, მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის მო­თხოვ­ნით აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, აქ­ცია მიზ­ნად მა­რი­ხუ­ა­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას არ ისა­ხავს. "ჩვენ გვსურს სო­ლი­და­რო­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის­თვის ცი­ხე­ში სას­ჯელს იხ­დი­ან და ვი­თხოვთ, შე­წყდეს სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა მათ მი­მართ. მა­რი­ხუ­ა­ნა უნდა გა­მო­ი­ყოს იმ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­დან, რომ­ლის მოხ­მა­რე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლია და უნდა მოხ­დეს მისი დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია", - აცხა­დე­ბენ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

მა­თი­ვე თქმით, დღეს მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, მა­რი­ხუ­ა­ნის შე­ნახ­ვა, რო­მე­ლიც მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კია, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით 11 წლამ­დე ის­ჯე­ბა, რაც გა­ცი­ლე­ბით მე­ტია სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის­თვის გან­სა­ზღვრულ სას­ჯე­ლებ­ზე.

"რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ აქ­ცი­ას, 10 000 ადა­მი­ა­ნი გა­მოთ­ქვამს სურ­ვილს, რომ მო­ვი­დეს აქ­ცი­ა­ზე. ასე­ვე მივ­მარ­თავთ მე­რი­ას, რომ თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა უფ­ლე­ბა გვქონ­დეს გზის გა­და­კეტვის. აქ­ცი­ა­ზე არ იქ­ნე­ბა გა­მოს­ვლე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი", - აღ­ნიშ­ნა­ვენ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

მა­თი­ვე თქმით, ისი­ნი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ხე­და­ვენ პო­ზი­ტი­ურ სიგ­ნა­ლებს ამ სა­კი­თხის მი­მართ.

აქ­ცია 2 ივ­ნისს, 16:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თბილისში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია მოეწყობა

თბილისში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია მოეწყობა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია მიზნად მარიხუანის პოპულარიზაციას არ ისახავს. "ჩვენ გვსურს სოლიდარობა გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მარიხუანის მოხმარებისთვის ციხეში სასჯელს იხდიან და ვითხოვთ, შეწყდეს სამართლებრივი დევნა მათ მიმართ. მარიხუანა უნდა გამოიყოს იმ ნარკოტიკული ნივთიერებებიდან, რომლის მოხმარება სისხლის სამართლებრივი დანაშაულია და უნდა მოხდეს მისი დეკრიმინალიზაცია", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მათივე თქმით, დღეს მოქმედი კანონით, მარიხუანის შენახვა, რომელიც მსუბუქი ნარკოტიკია, თავისუფლების აღკვეთით 11 წლამდე ისჯება, რაც გაცილებით მეტია სხვა მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის განსაზღვრულ სასჯელებზე.

"რაც შეეხება უშუალოდ აქციას, 10 000 ადამიანი გამოთქვამს სურვილს, რომ მოვიდეს აქციაზე. ასევე მივმართავთ მერიას, რომ თუ საჭირო იქნება უფლება გვქონდეს გზის გადაკეტვის. აქციაზე არ იქნება გამოსვლები და განცხადებები", - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

მათივე თქმით, ისინი ახალი ხელისუფლებისგან ხედავენ პოზიტიურ სიგნალებს ამ საკითხის მიმართ.

აქცია 2 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"