სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩიორა თაქთაქიშვილი - ეს გახდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების გარდაუვალი საწინდარი
ჩიორა თაქთაქიშვილი - ეს გახდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების გარდაუვალი საწინდარი

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვას "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილს წა­კი­თხუ­ლიც კი არ აქვს კა­ნო­ნი "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ"!!!!! ისეთ აბ­სურ­დებს ლა­პა­რა­კობს! ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის კა­ნო­ნით აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ა­ნო, ვერ შე­მო­დი­ან აფხა­ზე­თი­დან "სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეო"????!!

ამან უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უპი­რო­ბოდ გახ­დე­ბა აფხა­ზე­თის და სა­მა­ჩაბ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად აღი­ა­რე­ბის გარ­და­უ­ვა­ლი სა­წინ­და­რი??!!!!!

იმის ღირ­სი მა­ინც არ არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს არ­თმე­ვენ, ეუბ­ნე­ბი­ან, თურ­მე სა­ქარ­თვე­ლო­სი აღარ არის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზეთ­ში და სა­მა­ჩაბ­ლო­ში გა­მა­ვა­ლი სა­ზღვა­რი, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებს წა­კი­თხუ­ლი მა­ინც ჰქონ­დეს ის, რის შეც­ვლა­საც აპი­რებს?!", - წერს თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

პარ­ლა­მენ­ტმა დღე­ვან­დელ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მუ­შა­ო­ბა "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვით გა­ნა­ახ­ლა.

მთავ­რო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შეს­ვლის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს. ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირი, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით დად­გე­ნილ წესს და­არ­ღვევს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის ნაც­ვლად, 400 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პი­რის მიერ პირ­ველ ჯერ­ზე ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შეს­ვლის წე­სის დარ­ღვე­ვის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი სან­ქცი­ის ნაც­ვლად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. სის­ხლი­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შეს­ვლის წე­სის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის კი იმ შემ­თხვე­ვა­ში დად­გე­ბა, თუ ასე­თი ქმე­დე­ბა პირ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის შე­ფარ­დე­ბის შემ­დე­გაც ჩა­ი­დი­ნა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კა­ნო­ნის გა­მე­ო­რე­ბით დამ­რღვე­ვი ან სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის სა­ფუძ­ველ­ზე და­ჯა­რიმ­დე­ბა ან შე­ე­ფარ­დე­ბა ერთ წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ჩიორა თაქთაქიშვილი - ეს გახდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების გარდაუვალი საწინდარი

ჩიორა თაქთაქიშვილი - ეს გახდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების გარდაუვალი საწინდარი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ზაქარია ქუცნაშვილს წაკითხულიც კი არ აქვს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"!!!!! ისეთ აბსურდებს ლაპარაკობს! ოკუპირებული ტერიტორიების კანონით აფხაზეთში მცხოვრებლები ზარალდებიანო, ვერ შემოდიან აფხაზეთიდან "საქართველოს ტერიტორიაზეო"????!!

ამან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც უპირობოდ გახდება აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გარდაუვალი საწინდარი??!!!!!

იმის ღირსი მაინც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს საზღვარს ართმევენ, ეუბნებიან, თურმე საქართველოსი აღარ არის რუსეთ-საქართველოს აფხაზეთში და სამაჩაბლოში გამავალი საზღვარი, რომ ამ გადაწყვეტილების მიმღებს წაკითხული მაინც ჰქონდეს ის, რის შეცვლასაც აპირებს?!", - წერს თაქთაქიშვილი.

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მუშაობა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვით განაახლა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ლიბერალიზებას გულისხმობს. ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება. სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში კანონის გამეორებით დამრღვევი ან სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდება ან შეეფარდება ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს