პარტნიორები:

    34 წლის მამაკაცმა მეტროში თვითმკვლელობა სცადა

    34 წლის მამაკაცმა მეტროში თვითმკვლელობა სცადა

    მეტროპოლიტენ "მარჯანიშვილის" სადგურზე რელსებში 34 წლის მამაკაცი ჩავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, შემთხვევა 15:03-ზე მოხდა. მამაკაცი მატარებლის გაჩერებულ შემადგენლობას ჩაუვარდა. მომხდარის გამო რელსებზე ძაბვა მოიხსნა, რათა ჩავარდნილი მოქალაქე ამოეყვანათ. მამაკაცის ლიანდაგებიდან ამოყვანის შემდეგ მეტროპოლიტენში მოძრაობა აღდგა.

    სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი 34 წლის არის და მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა, რადგან ფსიქიური აშლილობა აღენიშნებოდა.

    "ინტერპრესნიუსი"

    ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

    დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

    ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია