საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნესტან კირთაძე - "ასეთ ოპონენტებთან ჩემი საპრეზიდენტო შანსები სრულიად რეალურია"
ნესტან კირთაძე - "ასეთ ოპონენტებთან ჩემი საპრეზიდენტო შანსები სრულიად რეალურია"

ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი და ოსუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო მოძ­რა­ო­ბის პრე­ზი­დენ­ტი ნეს­ტან კირ­თა­ძე კენ­ჭს იყ­რის 2013 წლის ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში. ამის შე­სა­ხებ ნეს­ტან კირ­თა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, გა­უ­გე­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხრი­დან საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და­სა­ხე­ლე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტის­თვის ბრძო­ლა. და მი­აჩ­ნია, რომ მისი შან­სე­ბი რე­ა­ლუ­რია...

- წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პი­არ­კამ­პა­ნია ჯერ არ და­მი­წყია, მა­შინ და­ვი­წყებ, როცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი მოგ­ვარ­დე­ბა. ანუ რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ნეს­ტან კირ­თა­ძე რე­გის­ტრა­ცი­ას გა­ივ­ლის.

- რა­ტომ მი­ი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- ამ დროს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო, გა­დავ­წყვი­ტე ჩემი წვლი­ლი მეც შე­მე­ტა­ნა. ამ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ორი ფა­ვო­რი­ტი იქ­ნე­ბა გა­მოკ­ვე­თი­ლი: პირ­ვე­ლი - მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ი­დან და მე­ო­რე - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან, რო­მელ­საც თუნ­დაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი შან­სი აქვს. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ამ პრო­ცე­სებ­ში სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ უნდა ჩა­ერ­თონ. გარ­და ამი­სა, 96 %-იანი ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მოს­ვლის დრო წარ­სულს უნდა ჩა­ბარ­დეს, რად­გან ასე არ­ჩე­ულ ლი­დე­რებს ან სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფით ვი­შო­რებთ, ან რე­ვო­ლუ­ცია ხდე­ბა, ან მისი რე­ი­ტინ­გი 12%-მდე ვარ­დე­ბა, მერე კი ქუ­ჩა­ში დავ­სდევთ. ამას­თან, მე დიდი მოთ­მი­ნე­ბით ვე­ლო­დე­ბო­დი და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, თუ რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ და მარ­თა­ლი გი­თხრათ, ძა­ლი­ან გა­ვოც­დი, რო­დე­საც დღეს უკვე მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი წარ­მო­ად­გი­ნა. მე მისი, რო­გორც კო­ლე­გის, მეც­ნი­ე­რის, ან გნე­ბავთ დამ­წყე­ბი პო­ლი­ტი­კო­სის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მოვ­ხა­ტავ, მაგ­რამ ვე­რაფ­რით მივ­ხვდი, რა­ტომ უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად. ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია მისი პერ­სო­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ბეგ­რა­უნ­დის გა­რე­შე?!.

- თქვენ ამ­ბობთ, რომ მას მცი­რე შან­სე­ბი აქვს?

- დიახ, ოღონდ მე ვამ­ბობ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად მისი ლი­დე­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე. ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს ის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბა, რაც დღეს ასეა ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი, - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად ჯო­ხიც რომ წა­მო­ა­ყე­ნოს, მას უკვე დიდი შან­სი აქ­ვსო. რა გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს მარ­გვე­ლაშ­ვილს, ის რომ ფი­ლო­სო­ფო­სია და ირო­ნი­უ­ლი იუ­მო­რი აქვს?.. მე, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალ პო­ლი­ტი­კოსს, მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, თუნ­დაც ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, სუ­ლაც არ არის ისე­თი უუფ­ლე­ბო, რო­გორც მას დღეს მა­ვა­ნი ექ­სპერ­ტი ან სუ­ლაც კო­ა­ლი­ცია წარ­მო­ა­ჩენს. დღე­საც და ხვა­ლაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზი­დენ­ტი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღალ პოს­ტად რჩე­ბა. ამი­ტო­მაც ამ პოსტზე ისე­თი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მელ­საც მო­სა­ლოდ­ნე­ლი კრი­ზი­სე­ბის გან­მუხ­ტვა შე­უძ­ლია, რო­გორც სა­ში­ნაო, ისე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ნესტან კირთაძე - "ასეთ ოპონენტებთან ჩემი საპრეზიდენტო შანსები სრულიად რეალურია"

ნესტან კირთაძე - "ასეთ ოპონენტებთან ჩემი საპრეზიდენტო შანსები სრულიად რეალურია"

ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი ნესტან კირთაძე კენჭს იყრის 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ ნესტან კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გაუგებარი აღმოჩნდა კოალიცია "ქართული ოცნების" მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა. და მიაჩნია, რომ მისი შანსები რეალურია...

- წინასაარჩევნო პიარკამპანია ჯერ არ დამიწყია, მაშინ დავიწყებ, როცა ოფიციალური საკითხები მოგვარდება. ანუ როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ნესტან კირთაძე რეგისტრაციას გაივლის.

- რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- ამ დროს, როდესაც ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები დაიწყო, გადავწყვიტე ჩემი წვლილი მეც შემეტანა. ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ორი ფავორიტი იქნება გამოკვეთილი: პირველი - მმართველი კოალიციიდან და მეორე - ნაციონალური მოძრაობიდან, რომელსაც თუნდაც ადმინისტრაციული რესურსებიდან გამომდინარე ძალიან სერიოზული შანსი აქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროცესებში სხვა პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერთონ. გარდა ამისა, 96 %-იანი ხმათა უმრავლესობით ქვეყნის სათავეში მოსვლის დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს, რადგან ასე არჩეულ ლიდერებს ან სამხედრო შეიარაღებული ჯგუფით ვიშორებთ, ან რევოლუცია ხდება, ან მისი რეიტინგი 12%-მდე ვარდება, მერე კი ქუჩაში დავსდევთ. ამასთან, მე დიდი მოთმინებით ველოდებოდი და ვაკვირდებოდი, თუ როგორ გაგრძელდებოდა პოლიტიკური პროცესები ოქტომბრის არჩევნების შემდგომ და მართალი გითხრათ, ძალიან გავოცდი, როდესაც დღეს უკვე მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი წარმოადგინა. მე მისი, როგორც კოლეგის, მეცნიერის, ან გნებავთ დამწყები პოლიტიკოსის მიმართ პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, რატომ უნდა გამოეცხადებინათ ის პრეზიდენტობის კანდიდატად. ვინმეს წარმოუდგენია მისი პერსონა პოლიტიკური ბეგრაუნდის გარეშე?!.

- თქვენ ამბობთ, რომ მას მცირე შანსები აქვს?

- დიახ, ოღონდ მე ვამბობ ქართული ოცნების, კონკრეტულად მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ძალიან მაწუხებს ის პოლიტიკური რეალობა, რაც დღეს ასეა ფორმულირებული, - ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად ჯოხიც რომ წამოაყენოს, მას უკვე დიდი შანსი აქვსო. რა გამოცდილება აქვს მარგველაშვილს, ის რომ ფილოსოფოსია და ირონიული იუმორი აქვს?.. მე, როგორც პროფესიონალ პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, თუნდაც ახალი კონსტიტუციით, სულაც არ არის ისეთი უუფლებო, როგორც მას დღეს მავანი ექსპერტი ან სულაც კოალიცია წარმოაჩენს. დღესაც და ხვალაც, საქართველოში პრეზიდენტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პოსტად რჩება. ამიტომაც ამ პოსტზე ისეთი ადამიანი უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მოსალოდნელი კრიზისების განმუხტვა შეუძლია, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა