მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსწავლემ ორივე ფეხი მაგიდაზე დაგიდოთ, მოგეწონებოდათ?"
"მოსწავლემ ორივე ფეხი მაგიდაზე დაგიდოთ, მოგეწონებოდათ?"

აბა­შის მე -2 სა­ჯა­რო სკო­ლის მე -12 კლა­სელ ლე­ვან ჩი­ქო­ვანს მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა ინგა ზა­სე­იშ­ვილ­მა სა­კონ­ტრო­ლოს წე­რის დროს ნაშ­რო­მი თავ­ზე გა­და­ა­ხია. ამ ფაქ­ტის გამო ოჯახ­მა უკვე მი­მარ­თა აბა­შის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს. სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ჯილ­და ცო­მა­ი­ას თქმით, ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ საკ­ლა­სო ოთახ­ში შე­სუ­ლებს მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, რომ არა­ნა­ი­რი ცე­მის ფაქ­ტი არ იყო, მან­და­ტუ­რე­ბი კი კო­მენ­ტა­რის­გან თავს იკა­ვე­ბენ. 30 მას­წავ­ლებ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა უკვე დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა. ლე­ვან ჩი­ქო­ვა­ნის დედა, ამა­ვე სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლი და პედ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, თი­ნა­თინ შა­ლი­კაშ­ვი­ლი დი­რექ­ტო­რო­ბის­თვის იბ­რძვის.

პე­და­გოგ ინგა ზა­სე­იშ­ვი­ლის გა­ცხა­დე­ბით, ლე­ვან ჩი­ქო­ვა­ნი გა­მოც­და­ზე მი­ცე­მუ­ლი შე­ნიშ­ვნის გამო და­უ­პი­რის­პირ­და. აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე კი ამ­ბობს, რომ მოს­წავ­ლის­თვის ხელი არ და­ურ­ტყამს და მხო­ლოდ ფურ­ცლის გა­მორ­თმე­ვას ცდი­ლობ­და, რა დრო­საც ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ი­ხა. "თქვენ რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი იყოთ და მოს­წავ­ლემ ორი­ვე ფეხი მა­გი­და­ზე და­გი­დოთ, მო­გე­წო­ნე­ბო­დათ? თით­ქმის ყო­ველ დი­ლით მო­დის ეს ბავ­შვი, მო­აქვს გან­ცხა­დე­ბე­ბი, მი­მარ­თვე­ბი, აკ­რავს სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფა­ზე, კლას­შიც შე­მო­აქვს და იწყე­ბა გა­წევ-გა­მო­წე­ვა მას­სა და კლა­სე­ლებს შო­რის", - ამ­ბობს ინგა ზა­სე­იშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"მოსწავლემ ორივე ფეხი მაგიდაზე დაგიდოთ, მოგეწონებოდათ?"

"მოსწავლემ ორივე ფეხი მაგიდაზე დაგიდოთ, მოგეწონებოდათ?"

აბაშის მე -2 საჯარო სკოლის მე -12 კლასელ ლევან ჩიქოვანს მათემატიკის მასწავლებელმა ინგა ზასეიშვილმა საკონტროლოს წერის დროს ნაშრომი თავზე გადაახია. ამ ფაქტის გამო ოჯახმა უკვე მიმართა აბაშის პოლიციის განყოფილებასა და მედიასაშუალებებს. სკოლის დირექტორის, ჯილდა ცომაიას თქმით, ინციდენტის შემდეგ საკლასო ოთახში შესულებს მოსწავლეებმა განუცხადეს, რომ არანაირი ცემის ფაქტი არ იყო, მანდატურები კი კომენტარისგან თავს იკავებენ. 30 მასწავლებლის განცხადებით, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დაპირისპირება უკვე დიდი ხანია გრძელდება. ლევან ჩიქოვანის დედა, ამავე სკოლის მასწავლებლი და პედსაბჭოს თავმჯდომარე, თინათინ შალიკაშვილი დირექტორობისთვის იბრძვის.

პედაგოგ ინგა ზასეიშვილის გაცხადებით, ლევან ჩიქოვანი გამოცდაზე მიცემული შენიშვნის გამო დაუპირისპირდა. აღნიშნულ ფაქტზე კი ამბობს, რომ მოსწავლისთვის ხელი არ დაურტყამს და მხოლოდ ფურცლის გამორთმევას ცდილობდა, რა დროსაც ნამუშევარი გაიხა. "თქვენ რომ მასწავლებელი იყოთ და მოსწავლემ ორივე ფეხი მაგიდაზე დაგიდოთ, მოგეწონებოდათ? თითქმის ყოველ დილით მოდის ეს ბავშვი, მოაქვს განცხადებები, მიმართვები, აკრავს საინფორმაციო დაფაზე, კლასშიც შემოაქვს და იწყება გაწევ-გამოწევა მასსა და კლასელებს შორის", - ამბობს ინგა ზასეიშვილი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა