მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბანქო "რუსულ მაფიაში" ქართველი "კანონიერი ქურდები" მოხვდნენ
ბანქო "რუსულ მაფიაში" ქართველი "კანონიერი ქურდები" მოხვდნენ

აშშ-ში რუ­სე­თის კვლე­ვით­მა ინ­სტი­ტუტ­მა სა­თა­მა­შო ბან­ქო და­ბეჭ­და სა­ხელ­წო­დე­ბით "რუ­სუ­ლი მა­ფია". თი­თო­ე­ულ ბან­ქო­ზე რუ­სე­თის კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი გა­მო­სა­ხეს, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი მოხ­ვდა - ზაქ­რო კა­ლა­შო­ვი ("კა­რო­ლი"), ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი (ვა­ლე­ტი") და ტა­რი­ელ ონი­ა­ნი (ჯვრის ათი­ა­ნი).

ბან­ქოს კონ­გრეს­მე­ნებს, ასე­ვე სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცე­მენ, ანუ მათ, ვინც "მტერს სა­ხე­ზე უნდა იც­ნობ­დეს".

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ბან­ქომ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს, ვი­ნა­ი­დან კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ­თა კამ­პა­ნი­ა­ში რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო­ში "ედი­ნა­ია რო­სი­ას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბიც მოხ­ვდნენ, მათ შო­რის ან­დრეი სკო­ჩი და ვლა­დის­ლავ რეზ­ნი­კი. ბან­ქო­ზე გა­მო­სა­ხულ­ნი არი­ან ასე­ვე ე.წ. "ალუ­მი­ნის მეფე" მი­ხე­ილ ჩერ­ნოი და მისი ძმა "კრი­მი­ნა­ლუ­რი ხა­ზი­ნა­და­რი", "სამ­რე­ცხაო მა­ფი­ის პატ­რო­ნი" ლევ ჩერ­ნოი, Trans-CIS Commodities-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლეონ ლანი და FBI-ს ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო კრი­მი­ნალ­თა "ათე­უ­ლის" წევ­რი სე­მი­ონ მო­გი­ლე­ვი­ჩი ("ტუ­ზე­ბი").

"რუ­სუ­ლი მა­ფი­ის" "და­მებს" შო­რის მოხ­ვდნენ ფი­ნანსთა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ალექ­სეი კუზ­ნე­ცო­ვის ცოლი ჟანა ბუ­ლო­კი, კომ­პა­ნია ФИНАМ-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვიქ­ტორ რემ­შა და მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რი ტევ­ფიკ არი­ფი.

პრო­ექ­ტის ავ­ტორ­თა ვა­რა­უ­დით, ბან­ქო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს რუ­სუ­ლე­ნო­ვან კრი­მი­ნა­ლებ­თან უფრო ეფექ­ტურ ბრძო­ლა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც სულ უფრო გავ­ლე­ნი­ა­ნი ხდე­ბი­ან ამე­რი­კა­ში. "რუ­სულ მა­ფი­ას" ყო­ველ­წლი­უ­რად ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და­ე­მა­ტე­ბა და თა­ვი­დან და­ი­ბეჭ­დე­ბა.

ბან­ქო სულ 48 ადა­მი­ანს აერ­თი­ა­ნებს. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, აშშ-ში მოღ­ვა­წობს, 15% კი - ეს­პა­ნეთ­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ბანქო "რუსულ მაფიაში" ქართველი "კანონიერი ქურდები" მოხვდნენ

ბანქო "რუსულ მაფიაში" ქართველი "კანონიერი ქურდები" მოხვდნენ

აშშ-ში რუსეთის კვლევითმა ინსტიტუტმა სათამაშო ბანქო დაბეჭდა სახელწოდებით "რუსული მაფია". თითოეულ ბანქოზე რუსეთის კანონიერი ქურდები გამოსახეს, მათ შორის რამდენიმე ქართველი მოხვდა - ზაქრო კალაშოვი ("კაროლი"), ლაშა შუშანაშვილი (ვალეტი") და ტარიელ ონიანი (ჯვრის ათიანი).

ბანქოს კონგრესმენებს, ასევე სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს საჩუქრად გადასცემენ, ანუ მათ, ვინც "მტერს სახეზე უნდა იცნობდეს".

არ არის გამორიცხული, ბანქომ სერიოზული საერთაშორისო სკანდალი გამოიწვიოს, ვინაიდან კრიმინალურ ავტორიტეტთა კამპანიაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში "ედინაია როსიას" წარმომადგენელი დეპუტატებიც მოხვდნენ, მათ შორის ანდრეი სკოჩი და ვლადისლავ რეზნიკი. ბანქოზე გამოსახულნი არიან ასევე ე.წ. "ალუმინის მეფე" მიხეილ ჩერნოი და მისი ძმა "კრიმინალური ხაზინადარი", "სამრეცხაო მაფიის პატრონი" ლევ ჩერნოი, Trans-CIS Commodities-ს დამფუძნებელი ლეონ ლანი და FBI-ს ყველაზე სახიფათო კრიმინალთა "ათეულის" წევრი სემიონ მოგილევიჩი ("ტუზები").

"რუსული მაფიის" "დამებს" შორის მოხვდნენ ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალექსეი კუზნეცოვის ცოლი ჟანა ბულოკი, კომპანია ФИНАМ-ის დამფუძნებელი ვიქტორ რემშა და მულტიმილიონერი ტევფიკ არიფი.

პროექტის ავტორთა ვარაუდით, ბანქო სამართალდამცავებს რუსულენოვან კრიმინალებთან უფრო ეფექტურ ბრძოლაში დაეხმარება, რომლებიც სულ უფრო გავლენიანი ხდებიან ამერიკაში. "რუსულ მაფიას" ყოველწლიურად ახალი სახეები დაემატება და თავიდან დაიბეჭდება.

ბანქო სულ 48 ადამიანს აერთიანებს. მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, აშშ-ში მოღვაწობს, 15% კი - ესპანეთში.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ