პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქიამ გურჯაანის რაიონში ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 100 პროცენტით გაანადგურა
სტიქიამ გურჯაანის რაიონში ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 100 პროცენტით გაანადგურა

ძლი­ერ­მა წვი­მამ და სე­ტყვამ ვე­ნა­ხე­ბი და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის ოთხ სო­ფელ­ში სრუ­ლად გა­ა­ნად­გუ­რა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი სტი­ქი­ის ზო­ნი­დან იტყო­ბი­ნე­ბა, სე­ტყვამ და ძლი­ერ­მა წვი­მამ ვე­ჯინს, კო­ლაგს, ბა­კურ­ცი­ხე­სა და კარ­დე­ნახს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი და გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯონი ოსი­აშ­ვი­ლი. ოსი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ვე­ჯინ­ში, კო­ლაგ­ში, ბა­კურ­ცი­ხე­სა და კარ­დე­ნახ­ში ვე­ნა­ხე­ბი და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი 100 პრო­ცენ­ტით გა­ნად­გურ­და.

გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე რამ­დე­ნი­მე და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯახ­ში მი­ვი­და და ვი­თა­რე­ბას ად­გილ­ზე გა­ეც­ნო. "სტი­ქი­ის მას­შტა­ბე­ბი არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა 2012 წლის 19 ივ­ლი­სის სტი­ქი­ას. ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნი­ლია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ბოტ­კო­ველ­მა.

წვი­მის­გან გა­მოწ­ვე­ულ­მა ნი­აღ­ვარ­მა სოფ­ლებ­ში ათე­უ­ლო­ბით სახ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი და სარ­და­ფე­ბი დატ­ბო­რა, სა­დაც ამ­ჟა­მად სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და წყალს ტუმ­ბა­ვენ. სოფ­ლებს ელექ­ტო­რე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა. ამ დრო­ის­თვის თბი­ლი­სი-ბა­კურ­ცი­ხე-თე­ლა­ვის მთა­ვარ მა­გის­ტრალ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ნი­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სტიქიამ გურჯაანის რაიონში ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 100 პროცენტით გაანადგურა

სტიქიამ გურჯაანის რაიონში ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 100 პროცენტით გაანადგურა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გურჯაანის რაიონის ოთხ სოფელში სრულად გაანადგურა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სტიქიის ზონიდან იტყობინება, სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ვეჯინს, კოლაგს, ბაკურციხესა და კარდენახს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

ადგილზე იმყოფებიან კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ბოტკოველი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ჯონი ოსიაშვილი. ოსიაშვილის განცხადებით, ვეჯინში, კოლაგში, ბაკურციხესა და კარდენახში ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 100 პროცენტით განადგურდა.

გუბერნატორის მოადგილე რამდენიმე დაზარალებულ ოჯახში მივიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. "სტიქიის მასშტაბები არ ჩამოუვარდება 2012 წლის 19 ივლისის სტიქიას. ცენტრალური ხელისუფლების გარეშე წარმოუდგენილია დაზარალებული მოსახლეობის დახმარება", - აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

წვიმისგან გამოწვეულმა ნიაღვარმა სოფლებში ათეულობით სახლის პირველი სართული და სარდაფები დატბორა, სადაც ამჟამად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და წყალს ტუმბავენ. სოფლებს ელექტორენერგია არ მიეწოდება. ამ დროისთვის თბილისი-ბაკურციხე-თელავის მთავარ მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა