პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ხალხის გასულელებას ცდილობენ, ეს, უბრალოდ, დიზაინერების შეკრებაა”
”ხალხის გასულელებას  ცდილობენ, ეს, უბრალოდ, დიზაინერების შეკრებაა”

ნა­ტა­ლია სა­მა­და­ლაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სი­ით ბა­ლე­რი­ნაა, ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა და ახალ­გაზ­რდო­ბა­ში თა­ვად გახ­ლდათ მო­დე­ლი.

სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს და­არ­სე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დის კვი­რე­უ­ლის ჩა­ტა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სპონ­სო­რე­ბის და­თან­ხმე­ბა გა­უ­ჭირ­და. მისი თქმით, ყვე­ლა ბიზ­ნეს­მე­ნი სა­ა­კაშ­ვილ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მის გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბო­და, ამი­ტომ მა­შინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით ბაქ­რა­ძის მე­უღ­ლე კვი­რე­უ­ლის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად მი­იწ­ვია.

ბოლო ერთი წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­დის კვი­რე­უ­ლი აღარ ტარ­დე­ბა. შე­მოდ­გო­მა­ზე ნა­ტა­ლია სა­მა­და­ლაშ­ვი­ლი გა­ნახ­ლე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­დის კვი­რე­ულს გვპირ­დე­ბა.

- რო­გორც ვი­ცით, თქვენ თა­ვად მა­ნე­კე­ნი იყა­ვით ახალ­გაზ­რდო­ბა­ში.

- 1970-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დის სახ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და და იქ მიწ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, რო­გორც მა­ნე­კე­ნი, ტან­საც­მლის დე­მონ­სტრა­ტო­რი. ვმოგ­ზა­უ­რობ­დი სა­ზღვარ­გა­რეთ: საფ­რან­გეთ­ში, ამე­რი­კა­ში, თურ­ქეთ­ში, მსოფ­ლი­ოს ქარ­თულ და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მოსს ვაც­ნობ­დით. ჩვე­ნე­ბა დიდ აჟი­ო­ტაჟს იწ­ვევ­და, ყვე­ლას მო­წონ­და. მა­შინ მოს­კო­ვი იყო ცენ­ტრი და მკე­რა­ვე­ბი თუ კონ­სტრუქ­ტო­რე­ბი იქ გა­დი­ოდ­ნენ პრაქ­ტი­კას. სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის აბ­რე­შუ­მი, შალი და ტრი­კო­ტა­ჟი ჰქონ­და. ქარ­ხნე­ბი მუ­შა­ობ­და და დი­ზა­ი­ნე­რე­ბი გვყავ­და. მა­შინ გა­მო­ვი­და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი მო­დის ჟურ­ნა­ლი და ქარ­თულ­მა მო­დამ გან­ვი­თა­რე­ბა და­ი­წყო. ტარ­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნე­ბი, სა­მოსს ჩვე­ნი მა­ნე­კე­ნე­ბი აჩ­ვე­ნებ­დნენ.

- ბა­ლე­რი­ნო­ბას მო­დე­ლო­ბა რა­ტომ არ­ჩი­ეთ?

- ცეკ­ვა და სცე­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ჩვე­ნე­ბე­ბი წე­ლი­წად­ში ოთხჯერ იმარ­თე­ბო­და და ელი­ტუ­რად მი­იჩ­ნე­ო­და. რუ­სე­თი­დან და სა­ზღვარ­გა­რე­თი­და­ნაც ჩა­მო­დი­ოდ­ნენ. ჩვე­ნე­ბე­ბი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში იმარ­თე­ბო­და. ნამ­დვი­ლი შოუ იყო. ყვე­ლა დი­ზა­ი­ნე­რი თა­ვის თე­მას აჩ­ვე­ნებ­და, ერთხელ ბრეჟნე­ვიც ჩა­მო­ვი­და და პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში ჩვე­ნე­ბას და­ეს­წრო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სფე­რო ძა­ლი­ან კარ­გად ვი­თარ­დე­ბო­და, ომი რომ არ და­წყე­ბუ­ლი­ყო. შემ­დეგ დამ­დგმე­ლი-ქო­რე­ოგ­რა­ფი გავ­ხდი და მო­დე­ლე­ბის­თვის მე­თო­დი­კა შევ­ქმე­ნი. შოუს ვდგამ­დი. რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი მღელ­ვა­რე­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­ი­წყო, არე­უ­ლო­ბამ ყვე­ლა­ფე­რი უკან და­წია და ყვე­ლა­ფე­რი და­ან­გრია.

- მას შემ­დეგ თით­ქმის 25 წელი გა­ვი­და, ახლა რა უშ­ლის ხელს ქარ­თუ­ლი მო­დის გან­ვი­თა­რე­ბას?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ზა­რი არ არის, არა­ფე­რი მუ­შა­ობს, არ გვაქვს ფაბ­რი­კე­ბი. ეროვ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია უნდა იქ­მნე­ბო­დეს, ად­გი­ლობ­რი­ვი მსუ­ბუ­ქი წარ­მო­ე­ბა უნდა გან­ვი­თარ­დეს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კონ­სტრუქ­ტო­რე­ბი, მკე­რა­ვე­ბი და დი­ზა­ი­ნე­რე­ბი უნდა გვყავ­დეს. არ გვაქვს ბა­ზა­რი და შე­სა­ბა­მი­სად, არ გვაქვს მოდა. სამ­წუ­ხა­როდ, რაც გვქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი და­ი­შა­ლა.

- თუმ­ცა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო მა­შინ გახ­სე­ნით, როცა სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ­სე­ბობ­და.

- 1995 წელს გა­მო­ვა­ცხა­დე კას­ტინ­გი და გავ­ხსე­ნი სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლი". მა­შინ მო­ვი­და დღეს ცნო­ბი­ლი ყვე­ლა მო­დე­ლი - თაკო ჩხე­ი­ძე, ლიკა კვა­რა­ცხე­ლია, კრის­ტი და სხვე­ბი. ხალ­ხს ფული ჰქონ­და, მაგ­რამ მა­ინც დამ­ცი­ნოდ­ნენ, რა დროს ეს არის, ყვე­ლა­ფე­რი უკან მი­დი­სო. ჩემი საქ­მე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ვას­წავ­ლი­დი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას, ეთი­კას, ეს­თე­ტი­კას, სი­ა­რულს, მე­ტყვე­ლე­ბი­სა და ქცე­ვის კულ­ტუ­რას.

შემ­დეგ პირ­ვე­ლი ავან­გარ­დუ­ლი მო­დის ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ტარ­და. საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, პირ­ვე­ლად მა­შინ გა­მოჩ­ნდა ავთო, ბერ­გე­რი, რა­ღაც გა­ზე­თე­ბის­გან და­ამ­ზა­დეს კო­ლექ­ცი­ე­ბი. ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი მღე­რო­და და მისი სიმ­ღე­რის სტი­ლით ხალ­ხი გა­ოც­და. ამით მო­მა­ვა­ლი დღე ჩან­და და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა ახალს. მა­შინ გა­მოჩ­ნდა მაკა ასა­თი­ა­ნი და მას ვეხ­მა­რე­ბო­დი. გა­მო­იკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე ტოპ­მო­დე­ლი. ისი­ნი იმ­დე­ნად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გახ­დნენ, მა­კამ რუ­სე­თის მო­დის კვი­რე­ულ­ზე წა­იყ­ვა­ნა. გო­გო­ნე­ბი თა­ვი­ან­თი კარ­გი გა­რეგ­ნო­ბი­თა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. მათ რუ­სუ­ლი პრე­სა "შავ მარ­გა­ლი­ტებს" უწო­დებ­და.

შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ზი­სი და­ი­წყო, ბევ­რი წა­ვი­და ქვეყ­ნი­დან, უსი­ნათ­ლო­ბა და გა­ჭირ­ვე­ბა იყო. ხალ­ხი თვით­გა­დარ­ჩე­ნა­ზე ფიქ­რობ­და და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ის, რაც დღეს ხდე­ბა მო­დის სფე­რო­ში, მა­შინ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სი­თავ­ხე­დის ბრა­ლია. იმ­ხე­ლა ინ­ფორ­მა­ცია წა­მო­ვი­და, უვი­ცო­ბის გამო არას­წო­რად მი­ი­ღეს ყვე­ლა­ფე­რი.

მო­დას სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რა უნდა ჰქონ­დეს, რაც ახლა ჩვენ არ გვაქვს. მე არ მრცხვე­ნია, როცა რამე არ ვიცი. "სწავ­ლა სი­ბე­რემ­დეო", ვის­წავ­ლი, რაც არ ვიცი. თა­ნა­მედ­რო­ვე თა­ო­ბამ ბევ­რი რამ არ იცის, არ არი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, მაგ­რამ მა­ინც წინ მი­დი­ან. ამით რა მი­ვი­ღეთ?! ფი­ას­კო. მო­მა­ვალ დღე­ზე არ ფიქ­რო­ბენ, ერთი დღით ვცხოვ­რობთ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

”ხალხის გასულელებას ცდილობენ, ეს, უბრალოდ, დიზაინერების შეკრებაა”

”ხალხის გასულელებას  ცდილობენ, ეს, უბრალოდ, დიზაინერების შეკრებაა”

ნატალია სამადალაშვილი, საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამოდელო სააგენტო "ნატალის'' ხელმძღვანელი, პროფესიით ბალერინაა, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებელი დაამთავრა და ახალგაზრდობაში თავად გახლდათ მოდელი.

სამოდელო სააგენტოს დაარსების შემდეგ საქართველოში მოდის კვირეულის ჩატარება გადაწყვიტა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სპონსორების დათანხმება გაუჭირდა. მისი თქმით, ყველა ბიზნესმენი სააკაშვილზე იყო დამოკიდებული და მის გარეშე არაფერი ხდებოდა, ამიტომ მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მეუღლე კვირეულის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიწვია.

ბოლო ერთი წელია, საქართველოს მოდის კვირეული აღარ ტარდება. შემოდგომაზე ნატალია სამადალაშვილი განახლებულ საქართველოს მოდის კვირეულს გვპირდება.

- როგორც ვიცით, თქვენ თავად მანეკენი იყავით ახალგაზრდობაში.

- 1970-იან წლებში საქართველოში მოდის სახლი ფუნქციონირებდა და იქ მიწვეული ვიყავი, როგორც მანეკენი, ტანსაცმლის დემონსტრატორი. ვმოგზაურობდი საზღვარგარეთ: საფრანგეთში, ამერიკაში, თურქეთში, მსოფლიოს ქართულ და თანამედროვე სამოსს ვაცნობდით. ჩვენება დიდ აჟიოტაჟს იწვევდა, ყველას მოწონდა. მაშინ მოსკოვი იყო ცენტრი და მკერავები თუ კონსტრუქტორები იქ გადიოდნენ პრაქტიკას. საქართველოს საკუთარი წარმოების აბრეშუმი, შალი და ტრიკოტაჟი ჰქონდა. ქარხნები მუშაობდა და დიზაინერები გვყავდა. მაშინ გამოვიდა პირველი ქართული მოდის ჟურნალი და ქართულმა მოდამ განვითარება დაიწყო. ტარდებოდა საერთაშორისო გამოფენები, სამოსს ჩვენი მანეკენები აჩვენებდნენ.

- ბალერინობას მოდელობა რატომ არჩიეთ?

- ცეკვა და სცენა ძალიან მიყვარდა. ჩვენებები წელიწადში ოთხჯერ იმართებოდა და ელიტურად მიიჩნეოდა. რუსეთიდან და საზღვარგარეთიდანაც ჩამოდიოდნენ. ჩვენებები რუსთაველის თეატრში იმართებოდა. ნამდვილი შოუ იყო. ყველა დიზაინერი თავის თემას აჩვენებდა, ერთხელ ბრეჟნევიც ჩამოვიდა და პიონერთა სასახლეში ჩვენებას დაესწრო. საქართველოში ეს სფერო ძალიან კარგად ვითარდებოდა, ომი რომ არ დაწყებულიყო. შემდეგ დამდგმელი-ქორეოგრაფი გავხდი და მოდელებისთვის მეთოდიკა შევქმენი. შოუს ვდგამდი. როდესაც პოლიტიკური მღელვარება და სამოქალაქო ომი დაიწყო, არეულობამ ყველაფერი უკან დაწია და ყველაფერი დაანგრია.

- მას შემდეგ თითქმის 25 წელი გავიდა, ახლა რა უშლის ხელს ქართული მოდის განვითარებას?

- საქართველოში ბაზარი არ არის, არაფერი მუშაობს, არ გვაქვს ფაბრიკები. ეროვნული პროდუქცია უნდა იქმნებოდეს, ადგილობრივი მსუბუქი წარმოება უნდა განვითარდეს, პროფესიონალი კონსტრუქტორები, მკერავები და დიზაინერები უნდა გვყავდეს. არ გვაქვს ბაზარი და შესაბამისად, არ გვაქვს მოდა. სამწუხაროდ, რაც გვქონდა, ყველაფერი დაიშალა.

- თუმცა სამოდელო სააგენტო მაშინ გახსენით, როცა საერთოდ არაფერი არსებობდა.

- 1995 წელს გამოვაცხადე კასტინგი და გავხსენი სააგენტო ''ნატალი''. მაშინ მოვიდა დღეს ცნობილი ყველა მოდელი - თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია, კრისტი და სხვები. ხალხს ფული ჰქონდა, მაგრამ მაინც დამცინოდნენ, რა დროს ეს არის, ყველაფერი უკან მიდისო. ჩემი საქმე ძალიან მიყვარდა. ვასწავლიდი ქორეოგრაფიას, ეთიკას, ესთეტიკას, სიარულს, მეტყველებისა და ქცევის კულტურას.

შემდეგ პირველი ავანგარდული მოდის ფესტივალი ჩატარდა. საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ ცნობილი დიზაინერები, პირველად მაშინ გამოჩნდა ავთო, ბერგერი, რაღაც გაზეთებისგან დაამზადეს კოლექციები. ირაკლი ჩარკვიანი მღეროდა და მისი სიმღერის სტილით ხალხი გაოცდა. ამით მომავალი დღე ჩანდა და საფუძველი ჩაეყარა ახალს. მაშინ გამოჩნდა მაკა ასათიანი და მას ვეხმარებოდი. გამოიკვეთა რამდენიმე ტოპმოდელი. ისინი იმდენად პროფესიონალები გახდნენ, მაკამ რუსეთის მოდის კვირეულზე წაიყვანა. გოგონები თავიანთი კარგი გარეგნობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. მათ რუსული პრესა ''შავ მარგალიტებს'' უწოდებდა.

შემდეგ საქართველოში კრიზისი დაიწყო, ბევრი წავიდა ქვეყნიდან, უსინათლობა და გაჭირვება იყო. ხალხი თვითგადარჩენაზე ფიქრობდა და არაპროფესიონალიზმი ჩამოყალიბდა, ის, რაც დღეს ხდება მოდის სფეროში, მაშინ ჩამოყალიბებული სითავხედის ბრალია. იმხელა ინფორმაცია წამოვიდა, უვიცობის გამო არასწორად მიიღეს ყველაფერი.

მოდას საკუთარი კულტურა უნდა ჰქონდეს, რაც ახლა ჩვენ არ გვაქვს. მე არ მრცხვენია, როცა რამე არ ვიცი. ''სწავლა სიბერემდეო'', ვისწავლი, რაც არ ვიცი. თანამედროვე თაობამ ბევრი რამ არ იცის, არ არიან პროფესიონალები, მაგრამ მაინც წინ მიდიან. ამით რა მივიღეთ?! ფიასკო. მომავალ დღეზე არ ფიქრობენ, ერთი დღით ვცხოვრობთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება