მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ ლარად გაყიდული დევნილთა ცხოვრება
ერთ ლარად გაყიდული დევნილთა ცხოვრება

ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან დევ­ნი­ლი გუ­რამ გუთ­ნი­აშ­ვი­ლი ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და ყო­ფილ მი­ნის­ტრ კობა სუ­ბე­ლი­ანს უჩი­ვის და აცხა­დებს, რომ მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბით წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დევ­ნი­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი დიდი ფული "მო­ტე­ხა".

გუ­რამ გუთ­ნი­აშ­ვი­ლი: "2011 წლის 15 აგ­ვის­ტოს ვაჟა-ფშა­ვე­ლას პროს­პექ­ტზე მდე­ბა­რე (აწ დან­გრე­უ­ლი) სას­ტუმ­რო "აფხა­ზე­თი­დან" დევ­ნი­ლე­ბი ისე გა­მოგ­ვა­სახ­ლეს, კა­ნო­ნით გან­კუთ­ვნი­ლი კომ­პენ­სა­ცი­აც არ მოგ­ვცეს. შე­ნო­ბა­ში 242 ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და, მათ და­სა­სახ­ლებ­ლად ინ­ვეს­ტორს და­ახ­ლო­ე­ბით 4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უნდა გა­და­ე­ხა­და. დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ კი, იმი­სათ­ვის, რომ ფული "მო­ე­ტე­ხა", 242 ოჯა­ხი ქა­ღალ­დზე ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ა­ერ­თი­ა­ნა და 190-მდე და­იყ­ვა­ნა. მა­გა­ლი­თად, მე, დე­და­ჩემ­სა და ჩემს დას, რო­მე­ლიც მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა, სამი ოთა­ხი გვქონ­და, რო­გორც სამ ოჯახს, რად­გან დევ­ნი­ლო­ბამ­დეც ასე ვცხოვ­რობ­დით. ამას ადას­ტუ­რებს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ჩვე­ნი სა­რე­გის­ტრა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბი და თვით სა­მი­ნის­ტრო­ში დევ­ნილ­თა რე­გის­ტრა­ცია, რის მი­ხედ­ვი­თაც სა­სურ­სა­თო და ფუ­ლად დახ­მა­რე­ბებს გვაძ­ლევ­დნენ. გა­მო­სახ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში კი ერთ ოჯა­ხად გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნეს, თუმ­ცა გა­მო­სახ­ლე­ბის შემ­დეგ სა­სურ­სა­თო დახ­მა­რე­ბას კვლავ რო­გორც ცალ-ცალ­კე ოჯა­ხებს, ისე გვაძ­ლე­ვენ. ჩვენ­თან ინ­ვეს­ტო­რი არც მო­სუ­ლა. მხო­ლოდ სა­მი­ნის­ტრომ გა­მოგ­ვი­ცხა­და, რომ გვა­სახ­ლებ­დნენ და კომ­პენ­სა­ცი­ას ახ­ლე­ბუ­რი რე­გის­ტრა­ცი­ის მი­ხედ­ვით მოგ­ვცემ­დნენ, რაც მა­შინ­ვე გა­ვა­სა­ჩივ­რეთ, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლომ გა­მო­სახ­ლე­ბა არ შე­ა­ჩე­რა. ღია ცის ქვეშ დაგ­ვყა­რეს და იძუ­ლე­ბით მოგ­ვა­წე­რი­ნეს ხელი კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბა­ზე, სა­მის ნაც­ვლად, ერთი ოჯა­ხის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი 10.000 დო­ლა­რი მი­ვი­ღეთ. მე და­ნე­ბე­ბას არ ვა­პი­რებ და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ვი­ტა­ნე სარ­ჩე­ლი.

- თა­ვის დრო­ზე კობა სუ­ბე­ლი­ან­თან სცა­დეთ შეხ­ვედ­რა?

- ვცა­დეთ, მაგ­რამ გა­მოგ­ვაგ­დო. რაც შე­ე­ხე­ბა ფულს, შა­ვით თეთრზე წე­რია, რომ სას­ტუმ­რო "აფხა­ზეთ­ში" მცხოვ­რე­ბი დევ­ნი­ლე­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ი­ყო. ამ თან­ხის მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი და­ი­ხარ­ჯა, და­ნარ­ჩე­ნი სად წა­ვი­და?

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ერთ ლარად გაყიდული დევნილთა ცხოვრება

ერთ ლარად გაყიდული დევნილთა ცხოვრება

ცხინვალის რეგიონიდან დევნილი გურამ გუთნიაშვილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ყოფილ მინისტრ კობა სუბელიანს უჩივის და აცხადებს, რომ მისი ორგანიზატორობით წინა ხელისუფლებამ დევნილებისთვის განკუთვნილი დიდი ფული "მოტეხა".

გურამ გუთნიაშვილი: "2011 წლის 15 აგვისტოს ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე მდებარე (აწ დანგრეული) სასტუმრო "აფხაზეთიდან" დევნილები ისე გამოგვასახლეს, კანონით განკუთვნილი კომპენსაციაც არ მოგვცეს. შენობაში 242 ოჯახი ცხოვრობდა, მათ დასასახლებლად ინვესტორს დაახლოებით 4 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ კი, იმისათვის, რომ ფული "მოეტეხა", 242 ოჯახი ქაღალდზე ხელოვნურად გააერთიანა და 190-მდე დაიყვანა. მაგალითად, მე, დედაჩემსა და ჩემს დას, რომელიც მარტოხელა დედაა, სამი ოთახი გვქონდა, როგორც სამ ოჯახს, რადგან დევნილობამდეც ასე ვცხოვრობდით. ამას ადასტურებს ცხინვალის რეგიონში ჩვენი სარეგისტრაციო მონაცემები და თვით სამინისტროში დევნილთა რეგისტრაცია, რის მიხედვითაც სასურსათო და ფულად დახმარებებს გვაძლევდნენ. გამოსახლების პერიოდში კი ერთ ოჯახად გაგვაერთიანეს, თუმცა გამოსახლების შემდეგ სასურსათო დახმარებას კვლავ როგორც ცალ-ცალკე ოჯახებს, ისე გვაძლევენ. ჩვენთან ინვესტორი არც მოსულა. მხოლოდ სამინისტრომ გამოგვიცხადა, რომ გვასახლებდნენ და კომპენსაციას ახლებური რეგისტრაციის მიხედვით მოგვცემდნენ, რაც მაშინვე გავასაჩივრეთ, მაგრამ სასამართლომ გამოსახლება არ შეაჩერა. ღია ცის ქვეშ დაგვყარეს და იძულებით მოგვაწერინეს ხელი კომპენსაციის მიღებაზე, სამის ნაცვლად, ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი 10.000 დოლარი მივიღეთ. მე დანებებას არ ვაპირებ და პროკურატურაში შევიტანე სარჩელი.

- თავის დროზე კობა სუბელიანთან სცადეთ შეხვედრა?

- ვცადეთ, მაგრამ გამოგვაგდო. რაც შეეხება ფულს, შავით თეთრზე წერია, რომ სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილებისთვის დაახლოებით 4 მილიონი დოლარი გამოიყო. ამ თანხის მხოლოდ ნახევარი დაიხარჯა, დანარჩენი სად წავიდა?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"