საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაერო მოსახლეობას მწერების ჭამას ურჩევს
გაერო მოსახლეობას მწერების ჭამას ურჩევს

გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (FAO) მი­იჩ­ნევს, რომ მწე­რებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნი­ათ და მათი საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 მლრდ ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ხო­ჭო­ებს, კა­ლი­ებ­სა და ჭი­ან­ჭვე­ლებს ჭამს.

"ეძე­ბეთ მწე­რე­ბი, ისი­ნი პრო­ტე­ი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის მდი­და­რი წყა­როა",- გა­ნა­ცხა­და რომ­ში FAO-ს სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ევა ურ­სუ­ლა მი­უ­ლერ­მა სა­კუ­თა­რი მოხ­სე­ნე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას. მისი თქმით, მწე­რე­ბი ნოყი­ე­რი საჭ­მე­ლია, რო­მელ­საც დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის შიმ­ში­ლის­გან ხსნა შე­უძ­ლია.

"მწე­რე­ბის მოგ­რო­ვე­ბა და მათი გა­შე­ნე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას შე­უ­წყობს ხელს და შე­მო­სა­ვალს მო­ი­ტანს, მას წარ­მო­ე­ბის გაზ­რდის პო­ტენ­ცი­ა­ლიც აქვს",- დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით სა­ხე­ო­ბის მწე­რი­დან საკ­ვე­ბად 1900-ზე მეტს იყე­ნე­ბენ.

მწე­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხო­ჭოა (მათ მწე­რე­ბის მოყ­ვა­რულ­თა 31% იყე­ნებს), მას მოს­დევს ჭი­ა­ყე­ლე­ბი (18%), ფუტკრე­ბი, კრა­ზა­ნე­ბი, ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი (14%), კა­ლი­ე­ბი და ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი (13%).

"ბევ­რი მწე­რი მდი­და­რია ცი­ლე­ბი­თა და ცხი­მე­ბით, ასე­ვე კალ­ცი­უ­მის, რკი­ნი­სა და თუ­თი­ის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბით",- ნათ­ქვა­მია მოხ­სე­ნე­ბა­ში.

მა­გა­ლი­თად, სა­ქონ­ლის ხორ­ცში შე­მა­ვა­ლი რკი­ნა 100 გ მშრალ წო­ნა­ზე 6 მგ-ს შე­ად­გენს, მა­შინ როცა კა­ლი­ა­ში იგი 100 გ მშრალ წონ­ზე 8-დან 20 მგ-ს შე­იძ­ლე­ბა მი­აღ­წი­ოს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გაერო მოსახლეობას მწერების ჭამას ურჩევს

გაერო მოსახლეობას მწერების ჭამას ურჩევს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მიიჩნევს, რომ მწერებს მნიშვნელოვანი საკვები ღირებულება გააჩნიათ და მათი საკვებად გამოყენება შეიძლება.

ორგანიზაციის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მთელ მსოფლიოში დაახლოებით 2 მლრდ ადამიანი სხვადასხვა პერიოდულობით ხოჭოებს, კალიებსა და ჭიანჭველებს ჭამს.

"ეძებეთ მწერები, ისინი პროტეინებისა და მინერალების მდიდარი წყაროა",- განაცხადა რომში FAO-ს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევა ურსულა მიულერმა საკუთარი მოხსენების პრეზენტაციისას. მისი თქმით, მწერები ნოყიერი საჭმელია, რომელსაც დედამიწის მოსახლეობის შიმშილისგან ხსნა შეუძლია.

"მწერების მოგროვება და მათი გაშენება სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს და შემოსავალს მოიტანს, მას წარმოების გაზრდის პოტენციალიც აქვს",- დარწმუნებულნი არიან კვლევის ავტორები.

მათი ინფორმაციით, ადამიანები მილიონობით სახეობის მწერიდან საკვებად 1900-ზე მეტს იყენებენ.

მწერებიდან ყველაზე პოპულარული ხოჭოა (მათ მწერების მოყვარულთა 31% იყენებს), მას მოსდევს ჭიაყელები (18%), ფუტკრები, კრაზანები, ჭიანჭველები (14%), კალიები და ციცინათელები (13%).

"ბევრი მწერი მდიდარია ცილებითა და ცხიმებით, ასევე კალციუმის, რკინისა და თუთიის მაღალი შემცველობით",- ნათქვამია მოხსენებაში.

მაგალითად, საქონლის ხორცში შემავალი რკინა 100 გ მშრალ წონაზე 6 მგ-ს შეადგენს, მაშინ როცა კალიაში იგი 100 გ მშრალ წონზე 8-დან 20 მგ-ს შეიძლება მიაღწიოს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს