ჰონსიუზე, ტიბის პრეფექტურის ქალაქ იჩიხარში რკინიგზის სადგურის მახლობლად უნიკალური საზოგადოებრივი ტუალეტი მდებარეობს. მის ასაშენებლად არქიტექტორ სუ ფუჯიმოტოს 123 000 დოლარი დასჭირდა.
საპირფარეშო მხოლოდ ქალებისთვისაა განკუთვნილი. ტუალეტის კედლები მინისაა და ის 192 კვ.მ ფართობის ბაღის ცენტრშია განთავსებული, რომელიც ორმეტრიანი კედლებით არის შემოსაზღვრული. ცნობისმოყვარე თვალისგან საპირფარეშოში შესულ ქალებს ბაღში გაშენებული მაღალი ხეები და ყვავილები იცავს. ამ საზოგადოებრივ ტუალეტში ესთეტიკა და კომფორტი ერთმანეთს ერწყმის.
მომზადებულია Mirfactov.com-ის მიხედვით.